ავტორი:

"დაინახეს ახალი პრობლემა, რის გამოც გავდივარ მკურნალობის კურსს... ჩემი ჩართვის მიზეზია ვიდეო, წარწერით: ნინი ქარსელაძე" - რას ამბობს ხათუნა ჟორდანია სტამბულიდან?

"დაინახეს ახალი პრობლემა, რის გამოც გავდივარ მკურნალობის კურსს... ჩემი ჩართვის მიზეზია ვიდეო, წარწერით: ნინი ქარსელაძე" - რას ამბობს ხათუნა ჟორდანია სტამბულიდან?

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი "სტაიანშიკს“ აგინებს. ვიდეო რამდენიმე წუთს გრძელდება და ორი დღეა, რაც სოციალურ ქსელში ტრიალებს, წარწერით: "ნინი ქარსელაძე".

ვიდეოში კი რეალურად სულ სხვა გოგონაა. სწორედ ამ თემაზე გააკეთა პირდაპირი ჩართვა ხათუნა ჟორდანიამ, რომელიც ამჟამად სტამბულში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის...

ხათუნა ჟორდანია:

"ნამდვილად არ ვაპირებდი გამოჩენას და ლაივის ჩართვას, სტამბულში ვარ, ვიზიტზე ჩამოვედი. აქამდე სამ თვეში ერთხელ მიწევდა ჩამოსვლა და ბოლოს ექვს თვეზე გადამიყვანეს. ცოტა დაგვიანებით ჩამოვედი და დაინახეს რაღაც ახალი პრობლემა, რის გამოც, ახლა გავდივარ მკურნალობის კურსს, სხივებს ვიკეთებ. არც თავი მქონდა ლაივში ჩართვის და განსაკუთრებით არ მინდა ხოლმე ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც მიყურებენ და იმედი აქვთ, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

მე ვიყავი და ვიქნები ამის მაგალითი, ზუსტად ვიცი ის პატარა პრობლემა რაც ამ წუთას არის, იმასაც მოვერევი და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას.

დღეს ჩემი ჩართვის მიზეზი სხვა ამბავია, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც აწერია ნინი ქარსელაძე. არ მივაქცევდი ყურადღებას, რადგან ამ ვიდეოში ნინი არ არის, მაგრამ ყველგან სათაურად წერია, ნინი ქარსელაძე. შევეცადე ჩემი ძალებით ყველასთვის მიმეწერა, ვინც აგინებს ნინის, მე და ჩემს ოჯახს. მე ხათუნა ჟორდანია ვამბობ, რომელიც ვიმყოფები სტამბულში და ვიტარებ მკურნალობის კურსს, რომ ის გოგონა არ არის ნინი ქარსელაძე და ძალიან გთხოვთ, გამიწიეთ ანგარიში. მარტო იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ არც მე და არც ჩემი შვილი ამდენი ტალახის სროლას და ასეთ ლანძღვა-გინებას. ჩართვის მთავარი მიზანი ეს იყო.

მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც ებრძვის ამ დაავადებას მოვუწოდებ, რომ არ დაყაროთ ფარ-ხმალი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია, თუ ადამიანი მოინდომებს.

ყველა ვინხც მე მიყურებს ვთხოვ, რომ თუ ნახავთ ვიდეოებს, სადაც ნინის იხსენიებენ ცუდი სიტყვებით, იქნებ მოგვეხმაროთ და დაიცვათ ჩემი შვილი, იმიტომ რომ ის არ არის ამ ვიდეოში მონაწილე მთავარი პერსონა.

დღეს დასხივების შემდეგ ოთახში ვიწექი და სულ ინტერნეტში ვარ, უამრავ ადგილას ამომივარდა ვიდეო, სადაც აწერია, ნახეთ, რას აკეთებს ნინი ქარსელაძეო. ამ წუთას არ ვიმსახურებთ იმას, რომ უპირობოდ ლანძღონ ჩემი შვილი და ოჯახი".