სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლი დავკეტეთ და წამოვედი... ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უპატრონოდ სიკვდილს ყველაფერი მირჩევნია" - ახალგორელების რიგი დროებით გახსნილ გამშვებ პუნქტთან: რას ამბობენ ადგილობრივები?
"სახლი დავკეტეთ და წამოვედი... ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უპატრონოდ სიკვდილს ყველაფერი მირჩევნია" - ახალგორელების რიგი დროებით გახსნილ გამშვებ პუნქტთან: რას ამბობენ ადგილობრივები?

"გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, ოჯა­ხის წევ­რებს მო­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მუდ­მი­ვი შიში, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექი­მი­სა და მე­დი­კა­მენ­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ბი..." - ეს არის მხო­ლოდ ნა­წი­ლი იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რის გა­მოც ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­სას­ვლე­ლად დრო­ე­ბით გახ­სნილ გამ­შვებ პუნ­ქტს მი­ა­წყდა. ხალ­ხი რიგ­ში სა­ა­თო­ბით დგას.

ე.წ. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ახალ­გო­რე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად მხა­რეს გად­მოს­ვლა 13-დან 18 ივ­ნი­სამ­დე შე­უძ­ლი­ათ.

radiotavisupleba.ge-ს ცნო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ხში­რად რიგ­ში დგო­მა, სა­ა­თო­ბით, ან სუ­ლაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევთ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­შვებ პუნ­ქტთან ისე­თი არე­უ­ლო­ბაა, ხან­და­ხან რიგ­ში მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბაც სჭირ­დე­ბათ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, ამ­ჯე­რად ახალ­გო­რე­ლებს ქარ­თულ მხა­რეს გად­მოს­ვლა ნე­ბის­მი­ე­რი დო­კუ­მენ­ტით შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლი­თაც 2019 წლამ­დე, ანუ წნე­ლი­სის კრი­ზი­სის და­წყე­ბამ­დე სარ­გებ­ლობ­დნენ.

იმ­ჟა­მად ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი ქარ­თულ მხა­რეს­თან 2019 წელს ჩა­კე­ტეს, რა­საც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ახალ­გო­რე­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, ჯერ ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიჰ­ყავ­დათ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­ა­ჩენ­დნენ, რომ იქ ვერ შვე­ლოდ­ნენ, ისევ უკან აბ­რუ­ნებ­დნენ და წი­თე­ლი ჯვრის დახ­მა­რე­ბით, თბი­ლის­ში გზავ­ნიდ­ნენ. შე­დე­გად ზოგ­მა თბი­ლი­სამ­დე ცო­ცხალ­მა ჩა­მო­აღ­წია, თუმ­ცა ყვე­ლას არ გა­უ­მარ­თლა...

ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­ბი­ლო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სულ რამ­დენ­ჯერ­მე გახ­სნა გზა. ახალ­გო­რე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­ვი­და, მაგ­რამ უკან აღარ დაბ­რუნ­და, რად­გან, მათი თქმით, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მკაც­რი ზამ­თრის პი­რო­ბებ­ში, მარ­ტო, ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნა­საც ვერ ახერ­ხებ­დნენ, მე­ზობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლილს პო­უ­ლობ­დნენ... ასეთ­მა ფაქ­ტებ­მა ახალ­გო­რე­ლე­ბი შე­ა­ში­ნა, სახ­ლე­ბი და­კე­ტეს და ქარ­თულ მხა­რეს, ოჯა­ხებ­თან გად­მო­ვიდ­ნენ. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ი­ონ­ში ათე­უ­ლო­ბით სახ­ლი და­ცა­რი­ელ­და და ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ბევრ მათ­განს მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც იქ არ არის...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რო­გორც ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ახ­ლაც, დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის შემ­დეგ, უამ­რა­ვი ახალ­გო­რე­ლი შინ არ დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან არა­ვინ იცის კი­დევ რო­დის გა­იხ­სნე­ბა გზა და რო­დის შე­ეძ­ლე­ბათ ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნახ­ვა.

"სახ­ლი დავ­კე­ტეთ, გა­სა­ღე­ბი იქ დარ­ჩე­ნილ ახ­ლო­ბელს და­ვუ­ტო­ვეთ და წა­მო­ვე­დით. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ყვე­ლაფ­რის და­ტო­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბაღ-ბოსტნის, მაგ­რამ უპატ­რო­ნოდ სიკ­ვდილს ყვე­ლა­ფე­რი მირ­ჩევ­ნია... ხალ­ხის მი­მართ ასე­თი უგუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არა­ფე­რი მო­უ­გია ბი­ბი­ლოვს. იმე­დია, გაგ­ლო­ე­ვი მის შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლის და თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის წარ­მო­ჩე­ნას უბ­რა­ლო ხალ­ხის ხარ­ჯზე არ მო­ინ­დო­მებს..." - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყშ­ვი­ლი, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ახალ ლი­დერს, ალან გაგ­ლო­ევს მი­მარ­თავს და გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ის, რაც ამ დღე­ებ­ში გამ­შვებ პუნ­ქტთან ხდე­ბა, არის გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა.

მისი თქმით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი არ ჰყავთ, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დგა­ნან რიგ­ში, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბიც არ არის, არ აქვთ წყა­ლი, ცხე­ლა და სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბაც არ შე­უძ­ლი­ათ...

"ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც რიგს არ იცავს და თავ­ხე­დუ­რად გა­დარ­ბის ქარ­თულ მხა­რეს... ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი დე­ვი­ძე, რო­მე­ლიც გაგ­ლო­ე­ვის შტა­ბის წევრ ვინ­მე ბეს­ტა­ევ­თან ერ­თად, გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გრძელ რი­გებ­ში თა­ვი­სი­ა­ნებს ური­გოდ ატა­რებს. ირ­კვე­ვა, რომ მას რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სურს და ქუ­ლებს იწერს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ის ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მებს გა­ახ­მო­ვა­ნებს და ახალს არ და­უ­მა­ტებს..." - წერს მე­ა­რა­ყაშ­ვი­ლი გაგ­ლო­ე­ვი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
1

ქართველი საკუთარ სახლში ვერ ხაფის და ..,,

დდდ
2

თურმე ჩვენთან ომი არაა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"სახლი დავკეტეთ და წამოვედი... ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უპატრონოდ სიკვდილს ყველაფერი მირჩევნია" - ახალგორელების რიგი დროებით გახსნილ გამშვებ პუნქტთან: რას ამბობენ ადგილობრივები?

"სახლი დავკეტეთ და წამოვედი... ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უპატრონოდ სიკვდილს ყველაფერი მირჩევნია" - ახალგორელების რიგი დროებით გახსნილ გამშვებ პუნქტთან: რას ამბობენ ადგილობრივები?

"გაძვირებული ფასები, გართულებული პირობები, ოჯახის წევრებს მოწყვეტილი ადამიანები, მუდმივი შიში, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექიმისა და მედიკამენტის გარეშე დარჩები..." - ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პრობლემებისა, რის გამოც ახალგორის მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დროებით გახსნილ გამშვებ პუნქტს მიაწყდა. ხალხი რიგში საათობით დგას.

ე.წ. ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ახალგორელებს საქართველოს კონტროლირებად მხარეს გადმოსვლა 13-დან 18 ივნისამდე შეუძლიათ.

radiotavisupleba.ge-ს ცნობით, მოქალაქეებს ხშირად რიგში დგომა, საათობით, ან სულაც რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ. ადგილობრივების ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან ისეთი არეულობაა, ხანდახან რიგში მდგომი ადამიანებისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც სჭირდებათ.

ოფიციალური ცნობით, ამჯერად ახალგორელებს ქართულ მხარეს გადმოსვლა ნებისმიერი დოკუმენტით შეუძლიათ, რომლითაც 2019 წლამდე, ანუ წნელისის კრიზისის დაწყებამდე სარგებლობდნენ.

იმჟამად ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტები ქართულ მხარესთან 2019 წელს ჩაკეტეს, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ახალგორელები ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში მიჰყავდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩენდნენ, რომ იქ ვერ შველოდნენ, ისევ უკან აბრუნებდნენ და წითელი ჯვრის დახმარებით, თბილისში გზავნიდნენ. შედეგად ზოგმა თბილისამდე ცოცხალმა ჩამოაღწია, თუმცა ყველას არ გაუმართლა...

ამ სამი წლის განმავლობაში, ბიბილოვის ხელმძღვანელობამ სულ რამდენჯერმე გახსნა გზა. ახალგორელების დიდი ნაწილი ქართულ მხარეს გადმოვიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა, რადგან, მათი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც მკაცრი ზამთრის პირობებში, მარტო, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი მოხუცები, რომლებიც მედიკამენტის შეძენასაც ვერ ახერხებდნენ, მეზობლები რამდენიმე დღის გარდაცვლილს პოულობდნენ... ასეთმა ფაქტებმა ახალგორელები შეაშინა, სახლები დაკეტეს და ქართულ მხარეს, ოჯახებთან გადმოვიდნენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაიონში ათეულობით სახლი დაცარიელდა და ეს პროცესი გრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ მათგანს მკურნალობა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც იქ არ არის...

ადგილობრივების თქმით, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში, თითქმის ყველა შემთხვევაში, ახლაც, დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ, უამრავი ახალგორელი შინ არ დაბრუნდება, რადგან არავინ იცის კიდევ როდის გაიხსნება გზა და როდის შეეძლებათ ოჯახის წევრების ნახვა.

"სახლი დავკეტეთ, გასაღები იქ დარჩენილ ახლობელს დავუტოვეთ და წამოვედით. ძალიან გამიჭირდა ყველაფრის დატოვება, განსაკუთრებით ბაღ-ბოსტნის, მაგრამ უპატრონოდ სიკვდილს ყველაფერი მირჩევნია... ხალხის მიმართ ასეთი უგულო დამოკიდებულებით არაფერი მოუგია ბიბილოვს. იმედია, გაგლოევი მის შეცდომებზე ისწავლის და თავისი პრინციპულობის წარმოჩენას უბრალო ხალხის ხარჯზე არ მოინდომებს..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყშვილი, ცხინვალის რეგიონში ახალ ლიდერს, ალან გაგლოევს მიმართავს და განუმარტავს, რომ ის, რაც ამ დღეებში გამშვებ პუნქტთან ხდება, არის განუკითხაობა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომელთაც გავლენიანი ახლობლები არ ჰყავთ, დღე-ღამის განმავლობაში დგანან რიგში, სადაც ელემენტარული პირობებიც არ არის, არ აქვთ წყალი, ცხელა და საპირფარეშოთი სარგებლობაც არ შეუძლიათ...

"ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ყველაფერი არაორგანიზებულია. არიან ისეთებიც, ვინც რიგს არ იცავს და თავხედურად გადარბის ქართულ მხარეს... ასევე აღსანიშნავია, ე.წ. პრეზიდენტის თანაპარტიელი დევიძე, რომელიც გაგლოევის შტაბის წევრ ვინმე ბესტაევთან ერთად, გამშვები პუნქტის გრძელ რიგებში თავისიანებს ურიგოდ ატარებს. ირკვევა, რომ მას რაიონის ხელმძღვანელობა სურს და ქულებს იწერს. კარგი იქნება, თუ ის ადამიანების პრობლემებს გაახმოვანებს და ახალს არ დაუმატებს..." - წერს მეარაყაშვილი გაგლოევისადმი მიმართვაში.