სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძემ ეკატერინბურგში, დახურულ კონცერტზე იმღერა, გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული - რატომ აღშფოთდნენ რუსი პროპაგანდისტები?
ვალერი მელაძემ ეკატერინბურგში, დახურულ კონცერტზე იმღერა, გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული - რატომ აღშფოთდნენ რუსი პროპაგანდისტები?

ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ 14 ივ­ნისს, ეკა­ტე­რინ­ბურ­გში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რა. ამ დღეს რუ­სეთ­ში ზა­ფხუ­ლი­სა და რუ­სე­თის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ოთხი ჰიტი: "Самба белого мотылька", "Тропикана-женщина", "Красиво", "Небеса" შე­ას­რუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მე­ლა­ძის საქ­ცი­ე­ლით. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბელს იღებს იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, რო­მელ­თა ქმე­დე­ბებ­საც გმობს.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის გა­მოს­ვლა მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და ღო­ნის­ძი­ე­ბის ბი­ლე­თე­ბი არ გა­ი­ყი­და. რო­გორ ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და თა­ვად შემ­სრუ­ლე­ბელს კი­დევ ერთი უარ­ყო­ფი­თი ტალ­ღის აგო­რე­ბა არ სურ­დათ. ასე­ვე რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რად მე­ლა­ძის გა­მოს­ვლა არც ზა­ფხუ­ლის დღეს მი­ე­ძღვნა და არც რუ­სეთს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქსე­ლის 25 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­ლა­ძე ერთ გა­მოს­ვლა­ში 100 ათას დო­ლა­რამ­დე იღებს.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ მე­ლა­ძის სცე­ნა­ზე დგო­მით რუსი მა­ყუ­რე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რია.

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი არ­ტის­ტი იყო, რო­მელ­მაც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა დაგ­მო. მისი ან­ტი­სა­ო­მა­რი პო­ზი­ცი­ის გამო, რუ­სეთ­ში სი­ძულ­ვი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­ვად­ვე აღი­ა­რა, რომ სცე­ნი­დან წას­ვლას გეგ­მავ­და და უნ­დო­და თა­ვის პირ­ველ პრო­ფე­სი­ას, მეც­ნი­ე­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და.

თუმ­ცა, რო­გორც ვხე­დავთ, მე­ლა­ძემ მუ­სი­კი­სა და სცე­ნის გა­რე­შე დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ვალერი მელაძემ ეკატერინბურგში, დახურულ კონცერტზე იმღერა, გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული - რატომ აღშფოთდნენ რუსი პროპაგანდისტები?

ვალერი მელაძემ ეკატერინბურგში, დახურულ კონცერტზე იმღერა, გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული - რატომ აღშფოთდნენ რუსი პროპაგანდისტები?

ვალერი მელაძემ 14 ივნისს, ეკატერინბურგში გამართულ კონცერტზე იმღერა. ამ დღეს რუსეთში ზაფხულისა და რუსეთის დღეს აღნიშნავდნენ. მომღერალმა სცენაზე თავისი მუსიკალური შემოქმედებიდან ოთხი ჰიტი: "Самба белого мотылька", "Тропикана-женщина", "Красиво", "Небеса" შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ რუსი პროპაგანდისტები აღშფოთებულები არიან მელაძის საქციელით. მათ მიაჩნიათ, რომ ხელოვანი სარგებელს იღებს იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომელთა ქმედებებსაც გმობს.

რუსული მედია წერს, რომ ვალერი მელაძის გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ღონისძიების ბილეთები არ გაიყიდა. როგორ ჩანს, ორგანიზატორებს და თავად შემსრულებელს კიდევ ერთი უარყოფითი ტალღის აგორება არ სურდათ. ასევე რუსული მედიის ინფორმაციით, რეალურად მელაძის გამოსვლა არც ზაფხულის დღეს მიეძღვნა და არც რუსეთს, სინამდვილეში ეს იყო კორპორატიული ღონისძიება, რომელიც ერთ-ერთი ფარმაცევტული ქსელის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ მელაძე ერთ გამოსვლაში 100 ათას დოლარამდე იღებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მელაძის სცენაზე დგომით რუსი მაყურებელი ბედნიერია.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო. მისი ანტისაომარი პოზიციის გამო, რუსეთში სიძულვილი დაიმსახურა. მოგვიანებით კი თავადვე აღიარა, რომ სცენიდან წასვლას გეგმავდა და უნდოდა თავის პირველ პროფესიას, მეცნიერებას დაბრუნებოდა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, მელაძემ მუსიკისა და სცენის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო.