საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეები გველის, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს - გვემუქრება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმის გაუქმება?
რა საფრთხეები გველის, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს - გვემუქრება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმის გაუქმება?

რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­წყდე­ბა, გახ­დე­ბა თუ არა მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ო­ბით ნა­ოც­ნე­ბა­რი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი, რომ­ლის ნა­წი­ლიც ის ყო­ველ­თვის იყო.

რა საფრ­თხე­ე­ბი გვე­ლის და რა იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ევ­რო­კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უარი უთხრა? პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა მთე­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის ნი­შა­ნი და ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის ასე­თი შან­სი, შე­იძ­ლე­ბა აღა­რას­დროს მოგ­ვე­ცეს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარს იმ სი­კე­თე­ებ­ზე იწყებს, რისი მო­ტა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას მოჰ­ყვე­ბა:

"ჩვენ­თის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბა ზუს­ტად იგი­ვეა, რაც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მაპი ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის სიგ­ნა­ლი იმი­სა, რომ ევ­რო­პი­სათ­ვის მის ნა­წი­ლად ვართ მო­აზ­რე­ბუ­ლი. რაც შე­იძ­ლე­ბა ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოჰ­ყვეს, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მაქ­სი­მი­ზა­ცი­აა, ანუ სწრა­ფი გაზ­რდა. მე­ო­რეს მხრივ, ეს გუ­ლის­ხმობს უშუ­ა­ლოდ ბრი­უ­სე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით რე­ფორ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას - ამა­ზე ფო­კუ­სი გა­კეთ­დე­ბა, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, და­წე­რენ ან­გა­რი­შებს, მოგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, გა­მოგ­ზავ­ნი­ან ინ­სტრუქ­ტო­რებს... ეს არის წი­ნას­წარ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­სი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ემ­სგავ­სო ევ­რო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კულ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. მათ შო­რის, ეს გუ­ლის­ხმობს ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ასე სჭირ­დე­ბა ამ ეტაპ­ზე. ასე­ვე იგუ­ლის­ხმე­ბა მისი ვა­ლუ­ტის ხელ­შე­წყო­ბა­სა და შემ­დგომ­ში შე­საძ­ლო ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. ეს პრო­ცე­სი გრძე­ლია, ერთ დღე­ში არ მოვა, ისი­ნი გვეხ­მა­რე­ბი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად, რომ შენი სა­ხელ­მწი­ფოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­ზა­ცია მოხ­დეს და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პი­სათ­ვის“.

რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმას, გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის ავ­ტოკ­რა­ტე­ბის ბა­ნაკ­ში, რო­მელ­თა შო­რის მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მიტ­მას­ნი­ლია ჩი­ნეთ­თან, ან რუ­სეთ­თან, რაც ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­ნაგ­დუ­რე­ბა­სა და უზარ­მა­ზარ საფრ­თხე­ებს მო­ას­წა­ვებს.

"კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმა ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის ავ­ტოკ­რა­ტე­ბის ბა­ნაკ­ში, ანუ შენ და­სავ­ლე­თი აღარ აღ­გიქ­ვამს დე­მოკ­რა­ტი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბად იმ სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთს უახ­ლოვ­დე­ბა. ესაა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე. ავ­ტოკ­რა­ტე­ბის ბა­ნაკ­ში არი­ან ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რო­მელ­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს და­სავ­ლეთ­თან. ის არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მიტ­მას­ნი­ლი ჩი­ნეთ­თან, ან - რუ­სეთ­თან, რაც ჩვე­ნი ცი­ვი­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­ნაგ­დუ­რე­ბას ნიშ­ნავს. ცი­ვი­ლუ­რი არ­ჩევ­ნის მიღ­მა ჩვენ აღ­მოვ­ჩნდე­ბით უზარ­მა­ზა­რი საფრ­თხის წი­ნა­შე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­ში დამ­ხმა­რე აღარ ეყო­ლე­ბა. ჩვენ ხომ ძი­რი­თა­დად ისე განვვი­თარ­დით, რომ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ე­ბად ავირ­ჩი­ეთ დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი და არა ავ­ტოკ­რა­ტი­ე­ბი. თუ კი ასე გვინ­და, მა­შინ უნდა და­ვემ­სგავ­სოთ მათ, უნდა გარ­და­ვიქ­მნათ ავ­ტოკ­რა­ტი­ად, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენც დაგ­ვა­ზი­ა­ნებს. კაც­მა რომ თქვას, ავ­ტოკ­რა­ტი­ას უსაფრ­თხო­ე­ბა არას­დროს არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვენ­თვის. მარ­ტი­ვად რომ გან­ვმარ­ტო, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა კი არ ქმნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას, არა­მედ მისი არ­მი­ცე­მა ქმნის სე­რი­ო­ზუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ეს არის მთე­ლი აქ­სი­ო­მა, რა­ზეც უნდა ვი­ფიქ­როთ - ჩვენ გა­ვა­კე­თეთ გა­ნა­ცხა­დი და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აკე­თებ გა­ნა­ცხადს და ამა­ზე უარს გე­უბ­ნე­ბი­ან, ეს უა­რის თქმაა დამ­ღუპ­ვე­ლი, თო­რემ ავ­ტო­მა­ტუ­რად თან­ხმო­ბა კი არ წყვეტს ყვე­ლა­ფერს. უარი არ გუ­ლის­ხმობს აპ­რი­ო­რი აპ­ლი­კან­ტის სტა­ტუ­სის - ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ასე­თი რამ არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ როცა უარს გე­უბ­ნე­ბი­ან, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შენ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. და­სავ­ლეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა-ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზე, ან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უარი თუ თქვა, მერე პრო­ცე­სე­ბი ეტა­პობ­რი­ვად უკან წავა. თურ­ქეთ­საც აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, თუმ­ცა რო­დე­საც არ გა­ა­ტა­რა რე­ფორ­მე­ბი, ამას და­სავ­ლე­თის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბი მოჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლოს თუ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და და მა­ინც გა­აგ­რძე­ლა თა­ვი­სი არც თუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი, აპ­რი­ო­რი, და­სავ­ლე­თის მხრი­დან თან­და­თან მოჰ­ყვე­ბა ის, რომ პრო­ცე­სი შე­ფერ­ხდე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კი უკან-უკან წავა, ესაა ჩვენ­თვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა.

ახლა ჩვე­ნი ამო­ცა­ნა უნდა იყოს ვე­ძებ­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევრ მო­კავ­ში­რეს, მე­გო­ბარს, რათა მარ­ტო არ დავ­რჩეთ. შეგ­ვიძ­ლია შევ­თან­ხმდეთ ამა­ზე, რომ რუ­სე­თი მარ­ტოს მოგ­ვე­რე­ვა, მარ­ტოს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­საც მო­ე­რე­ო­და, პარტნი­ო­რე­ბი რომ არ ჰყო­ლო­და. ერთი, რა­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მარ­თა­ლი, ისაა, რომ, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბა თა­ვად და­სავ­ლეთს აკარ­გი­ნებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თა­დერ­თი შუ­ქუ­რა დე­მოკ­რა­ტი­ის. არც ერთი სხვა პრო­და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო რე­გი­ონ­ში არ არ­სე­ბობს, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა და მხო­ლოდ მას შე­უძ­ლია და­სავ­ლე­თი შე­მო­ი­ტა­ნოს კავ­კა­სი­ა­ში, ის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღერ­ძია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში. კი ამ­ბო­ბენ, სტა­ტუსს თუ არ მოგ­ვა­ნი­ჭებს, და­სავ­ლე­თი ბევ­რს კარ­გავ­სო, მაგ­რამ ამით ჩვენ უფრო მეტს რომ ვკარ­გავთ, უტყუ­ა­რია. ჩვე­ნი ამ სივ­რცი­დან მოკ­ვე­თა ყვე­ლას­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ არა­სო­დეს აღ­მოჩ­ნდეს სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში (რაც ერთხელ უკვე ვიწ­ვნი­ეთ და მი­ვი­ღეთ კი­დეც თავ­სმოხ­ვე­უ­ლი, კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი) გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ­თვის ეს დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გა­აზ­რე­ბა, რა­ტომ დად­გა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა. ეს არ ყო­ფი­ლა რო­მე­ლი­ღა­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთჯე­რა­დი კაპ­რი­ზი, არა­მედ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი იმ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის იმ­პე­რა­ტი­ვე­ბით, რომ­ლის წი­ნა­შეც აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა 2000-იანი წლე­ბი­დან. ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დი 1999 წელს კეთ­დე­ბა, ხოლო მა­ნამ­დე, 1997 წელს სა­ქარ­თვე­ლო ღიად აფიქ­სი­რებს სა­კუ­თარ ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს, რო­დე­საც ჩვენ გავ­ხდით პირ­ვე­ლი სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­უ­რი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ევ­რო­საბ­ჭო­ში მი­ი­ღეს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სი­ტყვე­ბი - "მე ვარ ქარ­თვე­ლი, მა­შა­სა­და­მე, ვარ ევ­რო­პე­ლი“, იყო უპირ­ვე­ლე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად ხე­დავ­და სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ თავს და ად­გილს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს ერთი რამ, რომ ჩვე­ნი ეს კურ­სი ძი­რი­თა­დად ნა­კარ­ნა­ხე­ვი იყო იმ მზარ­დი საფრ­თხე­ე­ბით, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და ჩვენ­სკენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან. მა­ში­ნაც, ისე­ვე, რო­გორც 2008-ში, ისე­ვე, რო­გორც ახლა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კით, რო­მე­ლიც არის ცალ­სა­ხად დესტრუქ­ცი­უ­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა მთლი­ა­ნად პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას ფუნ­და­მენ­ტუ­რი ხა­სი­ა­თის საფრ­თხე­ებს უქად­და.

კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­თაც კარ­გად გა­მოჩ­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს უყუ­რებს არა რო­გორც სუ­ვე­რე­ნულ რეს­პუბ­ლი­კებს, არა­მედ, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ულ და­ნა­კარ­გებს. თუ კი სა­დღაც არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში ტე­რი­ტო­რი­ულ და­ნა­კარ­გზე სა­უ­ბა­რი და დათ­ქმე­ბი, იქვე არ­სე­ბობს ალ­ბათ დღის წეს­რი­გიც, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ა­ნა­კარ­გე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას იმ წი­აღ­ში, სა­ი­და­ნაც ეს და­ნა­კარ­გე­ბი გა­მო­ვი­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­სავ­ლეთ­თან პარტნი­ო­რო­ბა და უნდა გვეს­მო­დეს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ გუ­ლის­ხმობს წევ­რო­ბას, შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი დრო­ში გა­ი­წე­ლოს ისე­ვე, რო­გორც თურ­ქე­თის შემ­თხვე­ვა­ში გრძელ­დე­ბო­და. სტა­ტუ­სი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლის­ხმობს:

1. და­სავ­ლე­თის მხრი­დან იმის აღი­ა­რე­ბას, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს იმ ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად იმ­სა­ხუ­რებს და­სავ­ლურ კო­ა­ლი­ცი­ა­ში (იქ­ნე­ბა ეს ევ­რო­კავ­ში­რი, თუ ნატო) წევ­რო­ბას.

2. სა­ქარ­თვე­ლო არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი, თუ ცი­ვი­ლუ­რი სივ­რცის­თვის.

შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იმა­ში, რომ არა­სო­დეს აღ­მოჩ­ნდეს სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ­თვის ეს დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ერთხელ უკვე მოვ­ხვდით სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში და მი­ვი­ღეთ კი­დეც თავ­სმოხ­ვე­უ­ლი, კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, თით­ქოს­და, მიზ­ნად ისა­ხავ­და აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და გარ­კვე­უ­ლი სამ­შვი­დო­ბო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნას. მერე ვნა­ხეთ, რომ ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი დღით ამ მე­ქა­ნიზ­მებს არ უმუ­შა­ვი­ათ ისე, რო­გორც მათ რე­ა­ლუ­რად უნდა ემუ­შა­ვათ. 2008 წელს ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი მთლი­ა­ნად მო­ი­შა­ლა და 26 აგ­ვის­ტოს აღი­ა­რე­ბის დო­კუ­მენ­ტის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ორ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს რე­გი­ონ­ში - ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, და­სავ­ლე­თის უარი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ჩვენ­თვის დიდ რის­კებს გა­ა­ჩენს - ეს იქ­ნე­ბა იმის ხაზ­გას­მა, რომ და­სავ­ლე­თის­თვის ეს რე­გი­ო­ნი და სივ­რცე არ არის სა­თა­ნა­დოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ეს თა­ვის­თა­ვად გა­ა­ჩენს მის­წრა­ფე­ბებს უკვე იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან და­სავ­ლე­თის გან­დევ­ნით, გა­ა­ტა­რონ მე­ტად აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს პო­ლი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო და სამ­ხედ­რო ხა­სი­ა­თის.“

კი­თხვა­ზე - სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან პარტნი­ო­რე­ბის ამ ფორ­მით კრი­ტი­კა რამ­დე­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ზანს და სა­ბო­ლო­ოდ, რისი მომ­ტა­ნია, პო­ლი­ტო­ლო­გი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს სხვა არა­ფერს ემ­სა­ხუ­რე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი ჩა­ვარ­დნა სხვას გა­და­აბ­რა­ლონ.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­სა­რე­ვად აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ არა­ვის ჩვე­ნი ომში ჩარ­თვა არ სურს. და რომ ჩაგ­ვრთონ, ჩვე­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი რუ­სე­თის ცას და­აბ­ნე­ლებს, ათა­სო­ბით ტან­კი რუ­სულ სტე­პებს კა­ლი­ა­სა­ვით მო­ე­დე­ბა, თუ რა? პი­რი­ქით, ჩვენ აქეთ გავ­ხდე­ბით და­სავ­ლე­თის გა­და­სარ­ჩე­ნი. გა­იხ­სე­ნეთ, თა­ვის დრო­ზე, ადოლფ ჰიტ­ლერ­საც კი არ უნ­დო­და ეს­პა­ნე­თის და იტა­ლი­ის ჩარ­თვა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში იმი­ტომ, რომ მათი ჯა­რე­ბი მისი სათ­რე­ვი დარ­ჩე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვის უნდა აწყობ­დეს ჩვე­ნი ომში ჩარ­თვა? პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ამა­ზე უკე­თე­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო გზავ­ნი­ლი ვე­რა­ფე­რი მო­ი­ფიქ­რეს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დაჯ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვინც მსგავ­სი ტი­პის რჩე­ვებს აძ­ლევს, იმ ადა­მი­ა­ნებს მოს­თხო­ვოს პა­სუ­ხი - რა­ტომ აკე­თე­ბი­ნე­ბენ ასეთ სი­სუ­ლე­ლეს. ესე­ნი თავს იზღვე­ვენ, რომ ვაი, და, არ მოგ­ვცენ წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი, მა­შინ რა მოხ­დე­ბა და ასეთ ნა­რა­ტივს გვთა­ვა­ზო­ბენ.

ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი წინსვლა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა-დას­რუ­ლე­ბა, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანუ იყო გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის სე­რია. მე­ო­რეს მხრივ, ეს არ არის საკ­მა­რი­სი და ამას აკ­ლია: 1. გა­მოც­დი­ლე­ბა. 2. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა. 3. პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა. ეს არ არის მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი შიდა პარ­ტი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის კონ­ტექ­სტით გა­და­ი­ტა­ნო სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე, ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი და ეს არ არის ლო­გი­კუ­რი. უნდა გა­ვი­გოთ, რომ დღეს სას­წორ­ზე არ დევს ვი­ღა­ცის სკამ­ში ჯდო­მის სა­კი­თხი, სას­წორ­ზე დევს, უშუ­ა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის წარ­მა­ტე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“, - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

არსებული სტატუსკვო სრულიად საკმარისია. ამაზე მეტი დაახლოება არც ევროპასთან გვინდა და არც სხვა არავისთან, რადგან აქ უკვე სუვერენიტეტის დიდი ნაწილის დათმობაზეა ლაპარაკი, რაც შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორიც კი გახდეს ეკონომიკური განვითარებისთვის, მითუმეტეს ისეთი ქვეყნის, რომელსაც არცერთი ევროკავშირის ქვეყანა არ ესაზღვრება და ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიც ბუნებრივად ისევ არაწევრი ქვეყნები არიან. ჯობია ისევ დამოუკიდებელი ეკონომიკა ავაშენოთ როგორიც მაგალითად აქვს ტაივანს, სინგაპურს, ისრაელს და ა.შ ვიდრე მუდმივად ევროკავშირის დოტაციაზე ვიყოთ და ისინ გვკარნახობდნენ რა ვაწარმოოთ რამდენი და სად გავყიდოთ. 

46457
0

ვის რად უნდა ამათი დამადლებული წევრობა,ისე გერმანია და საფრანგეთი პირდაპირ ამბობენ არ მიგიღებთო მარა ჩვენს უტვინო თავებში ეს არ შედის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა საფრთხეები გველის, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს - გვემუქრება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმის გაუქმება?

რა საფრთხეები გველის, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს - გვემუქრება თუ არა ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმის გაუქმება?

რამდენიმე დღეში გადაწყდება, გახდება თუ არა მომავალში საქართველო საუკუნეობით ნაოცნებარი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რომლის ნაწილიც ის ყოველთვის იყო.

რა საფრთხეები გველის და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა? პოლიტოლოგების აზრით, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი და ევროპასთან დაახლოების ასეთი შანსი, შეიძლება აღარასდროს მოგვეცეს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ჩვენთან საუბარს იმ სიკეთეებზე იწყებს, რისი მოტანაც საქართველოს ევროინტეგრაციას მოჰყვება:

"ჩვენთის ევროკავშირის კანდიდატობა ზუსტად იგივეა, რაც შეიძლება ყოფილიყო მაპი ნატოში გაწევრების პროცესში. შესაბამისად, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ევროპისათვის მის ნაწილად ვართ მოაზრებული. რაც შეიძლება ამას მოგვიანებით მოჰყვეს, ინვესტიციების მაქსიმიზაციაა, ანუ სწრაფი გაზრდა. მეორეს მხრივ, ეს გულისხმობს უშუალოდ ბრიუსელიდან საქართველოსთან მიმართებით რეფორმების ხელშეწყობას - ამაზე ფოკუსი გაკეთდება, დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, დაწერენ ანგარიშებს, მოგვეხმარებიან მის განხორციელებაში, გამოგზავნიან ინსტრუქტორებს... ეს არის წინასწარ მოსამზადებელი პროცესი, რათა მაქსიმალურად დაემსგავსო ევროკავშირის საშუალო არითმეტიკულ სახელმწიფოს, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან. მათ შორის, ეს გულისხმობს ფინანსურ დახმარებას, რომელიც საქართველოს ასე სჭირდება ამ ეტაპზე. ასევე იგულისხმება მისი ვალუტის ხელშეწყობასა და შემდგომში შესაძლო ჩანაცვლებაში დახმარება. ეს პროცესი გრძელია, ერთ დღეში არ მოვა, ისინი გვეხმარებიან ინტენსიურად, რომ შენი სახელმწიფოს მაქსიმალური ჰარმონიზაცია მოხდეს დანარჩენი ევროპისათვის“.

რა შეიძლება მოჰყვეს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას, გიორგი კობერიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ საქართველო ავტომატურად გადადის ავტოკრატების ბანაკში, რომელთა შორის მყოფი სახელმწიფოები მიტმასნილია ჩინეთთან, ან რუსეთთან, რაც ჩვენი ცივილიური არჩევანის განაგდურებასა და უზარმაზარ საფრთხეებს მოასწავებს.

"კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ნიშნავს, რომ საქართველო ავტომატურად გადადის ავტოკრატების ბანაკში, ანუ შენ დასავლეთი აღარ აღგიქვამს დემოკრატიულ და განვითარებად იმ სახელმწიფოდ, რომელიც დასავლეთს უახლოვდება. ესაა ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ავტოკრატების ბანაკში არიან ისეთი სახელმწიფოები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი კავშირი არ აქვს დასავლეთთან. ის არის ორიენტირებული და მიტმასნილი ჩინეთთან, ან - რუსეთთან, რაც ჩვენი ცივილური არჩევანის განაგდურებას ნიშნავს. ცივილური არჩევნის მიღმა ჩვენ აღმოვჩნდებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, სადაც საქართველოს დასავლეთში დამხმარე აღარ ეყოლება. ჩვენ ხომ ძირითადად ისე განვვითარდით, რომ ჩვენს მოკავშირეებად ავირჩიეთ დემოკრატიები და არა ავტოკრატიები. თუ კი ასე გვინდა, მაშინ უნდა დავემსგავსოთ მათ, უნდა გარდავიქმნათ ავტოკრატიად, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენც დაგვაზიანებს. კაცმა რომ თქვას, ავტოკრატიას უსაფრთხოება არასდროს არავისთვის მოუტანია. ეს ყველაფერი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. მარტივად რომ განვმარტო, კანდიდატის სტატუსის მინიჭება კი არ ქმნის უსაფრთხოების გარანტიას, არამედ მისი არმიცემა ქმნის სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევას საქართველოსთვის. ეს არის მთელი აქსიომა, რაზეც უნდა ვიფიქროთ - ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი და როდესაც ადამიანი რაღაც ორგანიზაციაში აკეთებ განაცხადს და ამაზე უარს გეუბნებიან, ეს უარის თქმაა დამღუპველი, თორემ ავტომატურად თანხმობა კი არ წყვეტს ყველაფერს. უარი არ გულისხმობს აპრიორი აპლიკანტის სტატუსის - ასოცირების ხელშეკრულების და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ავტომატურ რეჟიმში ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ როცა უარს გეუბნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ შენთან დაახლოების პროცესი შეჩერებულია. დასავლეთმა საქართველოსთან ურთიერთობის დათბობა-ნორმალიზებაზე, ან გაუმჯობესებაზე უარი თუ თქვა, მერე პროცესები ეტაპობრივად უკან წავა. თურქეთსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა როდესაც არ გაატარა რეფორმები, ამას დასავლეთის მხრიდან სანქციები მოჰყვა. საქართველოს თუ კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა და მაინც გააგრძელა თავისი არც თუ დემოკრატიული კურსი, აპრიორი, დასავლეთის მხრიდან თანდათან მოჰყვება ის, რომ პროცესი შეფერხდება გრძელვადიანად, საქართველოს ეკონომიკა კი უკან-უკან წავა, ესაა ჩვენთვის მთავარი გამოწვევა.

ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ვეძებდეთ მაქსიმალურად ბევრ მოკავშირეს, მეგობარს, რათა მარტო არ დავრჩეთ. შეგვიძლია შევთანხმდეთ ამაზე, რომ რუსეთი მარტოს მოგვერევა, მარტოს რუსეთი უკრაინასაც მოერეოდა, პარტნიორები რომ არ ჰყოლოდა. ერთი, რაშიც ხელისუფლება შეიძლება იყოს მართალი, ისაა, რომ, ზოგადად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება თავად დასავლეთს აკარგინებს სამხრეთ კავკასიას, სადაც საქართველო არის ერთადერთი შუქურა დემოკრატიის. არც ერთი სხვა პროდასავლური სახელმწიფო რეგიონში არ არსებობს, მხოლოდ საქართველოა და მხოლოდ მას შეუძლია დასავლეთი შემოიტანოს კავკასიაში, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ღერძია სამხრეთ კავკასიაში. კი ამბობენ, სტატუსს თუ არ მოგვანიჭებს, დასავლეთი ბევრს კარგავსო, მაგრამ ამით ჩვენ უფრო მეტს რომ ვკარგავთ, უტყუარია. ჩვენი ამ სივრციდან მოკვეთა ყველასთვის დამღუპველი იქნება“, - ამბობს ის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე განმარტავს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ არასოდეს აღმოჩნდეს საერთაშორისო იზოლაციაში (რაც ერთხელ უკვე ვიწვნიეთ და მივიღეთ კიდეც თავსმოხვეული, კაბალური ხელშეკრულებები) გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ეს დამღუპველი იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რატომ დადგა საქართველოსთვის ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საჭიროება. ეს არ ყოფილა რომელიღაცა ხელისუფლების, ან ადმინისტრაციის ერთჯერადი კაპრიზი, არამედ ეს ყველაფერი არის ნაკარნახევი იმ საგარეო პოლიტიკის იმპერატივებით, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა 2000-იანი წლებიდან. ნატოში გაწევრების შესახებ ჯერ კიდევ პირველი განაცხადი 1999 წელს კეთდება, ხოლო მანამდე, 1997 წელს საქართველო ღიად აფიქსირებს საკუთარ ევროპულ არჩევანს, როდესაც ჩვენ გავხდით პირველი სამხრეთკავკასიური ქვეყანა, რომელიც ევროსაბჭოში მიიღეს. ამ შემთხვევაშიც, იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვები - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, იყო უპირველესად პოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ სად ხედავდა საქართველო უახლოეს მომავალში საკუთარ თავს და ადგილს თანამედროვე მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ჩვენი ეს კურსი ძირითადად ნაკარნახევი იყო იმ მზარდი საფრთხეებით, რომელიც მოდიოდა ჩვენსკენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მაშინაც, ისევე, როგორც 2008-ში, ისევე, როგორც ახლა, რუსეთის ფედერაცია თავისი პოლიტიკით, რომელიც არის ცალსახად დესტრუქციული და ემსახურება მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტაბილიზაციას, ქართულ სახელმწიფოებრიობას ფუნდამენტური ხასიათის საფრთხეებს უქადდა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში შეჭრითაც კარგად გამოჩდა, რომ რუსეთის ფედერაცია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უყურებს არა როგორც სუვერენულ რესპუბლიკებს, არამედ, როგორც ტერიტორიულ დანაკარგებს. თუ კი სადღაც არსებობს პოლიტიკურ დღის წესრიგში ტერიტორიულ დანაკარგზე საუბარი და დათქმები, იქვე არსებობს ალბათ დღის წესრიგიც, რომელიც ემსახურება ტერიტორიული დაანაკარგების დაბრუნებას იმ წიაღში, საიდანაც ეს დანაკარგები გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლეთთან პარტნიორობა და უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში, არ გულისხმობს წევრობას, შეიძლება ეს პროცესი დროში გაიწელოს ისევე, როგორც თურქეთის შემთხვევაში გრძელდებოდა. სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს:

1. დასავლეთის მხრიდან იმის აღიარებას, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება წარმოადგენს იმ ერთობას, რომელიც გარკვეულწილად იმსახურებს დასავლურ კოალიციაში (იქნება ეს ევროკავშირი, თუ ნატო) წევრობას.

2. საქართველო არის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური აქტორი აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, გეოპოლიტიკური, თუ ცივილური სივრცისთვის.

შესაბამისად, აღნიშნული განაცხადი დაეხმარება საქართველოს იმაში, რომ არასოდეს აღმოჩნდეს საერთაშორისო იზოლაციაში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ეს დამღუპველი იქნება. ჩვენ ერთხელ უკვე მოვხვდით საერთაშორისო იზოლაციაში და მივიღეთ კიდეც თავსმოხვეული, კაბალური ხელშეკრულებები, რომლებიც, თითქოსდა, მიზნად ისახავდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ვითარების სტაბილიზაციას და გარკვეული სამშვიდობო მექანიზმების შექმნას. მერე ვნახეთ, რომ ისტორიის განმავლობაში არც ერთი დღით ამ მექანიზმებს არ უმუშავიათ ისე, როგორც მათ რეალურად უნდა ემუშავათ. 2008 წელს ეს მექანიზმები მთლიანად მოიშალა და 26 აგვისტოს აღიარების დოკუმენტის შემდეგ მივიღეთ გაფორმებული ოკუპაცია საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს რეგიონში - ცხინვალსა და აფხაზეთში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო იზოლაციის თვალსაზრისით, დასავლეთის უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ჩვენთვის დიდ რისკებს გააჩენს - ეს იქნება იმის ხაზგასმა, რომ დასავლეთისთვის ეს რეგიონი და სივრცე არ არის სათანადოდ საინტერესო და ეს თავისთავად გააჩენს მისწრაფებებს უკვე იმ სახელმწიფოებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის რეგიონიდან დასავლეთის განდევნით, გაატარონ მეტად აქტიური პოლიტიკა საქართველოს მიმართულებით. ეს პოლიტიკა შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, საინფორმაციო და სამხედრო ხასიათის.“

კითხვაზე - საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის შესანარჩუნებლად, ხელისუფლებიდან პარტნიორების ამ ფორმით კრიტიკა რამდენად ემსახურება საქართველოს ინტეგრაციის მიზანს და საბოლოოდ, რისი მომტანია, პოლიტოლოგი გვეუბნება, რომ ეს სხვა არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ საკუთარი ჩავარდნა სხვას გადააბრალონ.

"ხელისუფლება გადასარევად აცნობიერებს, რომ არავის ჩვენი ომში ჩართვა არ სურს. და რომ ჩაგვრთონ, ჩვენი თვითმფრინავები რუსეთის ცას დააბნელებს, ათასობით ტანკი რუსულ სტეპებს კალიასავით მოედება, თუ რა? პირიქით, ჩვენ აქეთ გავხდებით დასავლეთის გადასარჩენი. გაიხსენეთ, თავის დროზე, ადოლფ ჰიტლერსაც კი არ უნდოდა ესპანეთის და იტალიის ჩართვა მეორე მსოფლიო ომში იმიტომ, რომ მათი ჯარები მისი სათრევი დარჩებოდა. ამ შემთხვევაში, ვის უნდა აწყობდეს ჩვენი ომში ჩართვა? პრობლემა იმაშია, რომ ამაზე უკეთესი საინფორმაციო გზავნილი ვერაფერი მოიფიქრეს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანია, რომ დაჯდეს ხელისუფლება და საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვინც მსგავსი ტიპის რჩევებს აძლევს, იმ ადამიანებს მოსთხოვოს პასუხი - რატომ აკეთებინებენ ასეთ სისულელეს. ესენი თავს იზღვევენ, რომ ვაი, და, არ მოგვცენ წევრობის სტატუსი, მაშინ რა მოხდება და ასეთ ნარატივს გვთავაზობენ.

ამ ადმინისტრაციის პირობებში, 2012 წლის არჩევნების შემდგომ, საქართველოს ჰქონდა გარკვეული წინსვლა დასავლეთის მიმართულებით - ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება, ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება-დასრულება, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოში, ანუ იყო გარკვეული წარმატებების სერია. მეორეს მხრივ, ეს არ არის საკმარისი და ამას აკლია: 1. გამოცდილება. 2. შესაბამისი პროფესიონალური მუშაობა. 3. პოლიტიკური კულტურა. ეს არ არის მარტო ხელისუფლების პრობლემა, ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი ჩამოუყალიბებელია და პოლიტიკური კულტურა საჭიროებს დამატებით განვითარებას. არ შეიძლება ყველაფერი შიდა პარტიული დაპირისპირების კონტექსტით გადაიტანო საერთაშორისო არენაზე, ეს არ არის ნორმალური და ეს არ არის ლოგიკური. უნდა გავიგოთ, რომ დღეს სასწორზე არ დევს ვიღაცის სკამში ჯდომის საკითხი, სასწორზე დევს, უშუალოდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის წარმატება და აქედან გამომდინარე, ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები“, - გვეუბნება გიორგი გობრონიძე.

იხილეთ ასევე: