პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება" - გია ხუხაშვილი
"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება" - გია ხუხაშვილი

"20 ივ­ნი­სი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის დღეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, პრე­ზი­დენტს შე­ეძ­ლო ერ­თი­ა­ნო­ბის დღედ გა­და­ექ­ცია, ნაც­ვლად ამი­სა, მან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა. ამის გა­კე­თე­ბაც შე­ეძ­ლო, რომ 20 ივ­ნი­სი არ ეხ­სე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ამას­თა­ნა­ვე რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, რომ ჯო­ბია 20 ივ­ნისს აქ­ცია სა­ერ­თოდ არ ჩა­ტარ­დეს, ამით ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში გა­და­ყა­რა. და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი კი არ შე­ამ­ცი­რა, არა­მედ კი­დევ უფრო გა­ზარ­და იმის რის­კი, რომ 20 ივ­ნისს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ 16 ივ­ნისს და­ა­ნონ­სე­ბულ შეკ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ აქვს ის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა, რომ 16 ივ­ნისს მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­მარ­თოს და "ის 500 კა­ცის ამა­რა დარ­ჩე­ბა“, რაც პრო­ცესს აკ­ნი­ნებს.

"პრე­ზი­დენტს 20 ივ­ნი­სის აქ­ცია შანსს აძ­ლევ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კის ნაც­ვლად, თან­ხმო­ბის დღედ, ანუ პო­ზი­ტი­უ­რი ზე­ი­მის დღედ გვექ­ცია. მას შე­იძ­ლე­ბო­და ეს გა­მოს­ვლო­და ან არ გა­მოს­ვლო­და, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის მცდე­ლო­ბა უნდა ჰქო­ნო­და. ნაც­ვლად ამი­სა, მან ფაქ­ტობ­რი­ვად, 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე კონ­კუ­რენ­ცია და­ი­წყო.

მას არ აქვს ის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა, რომ 16-ში რა­ღაც მას­შტა­ბუ­რი გა­ა­კე­თოს, იმი­ტომ რომ მის ამ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზე, დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, არც ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ელექ­ტო­რა­ტის დიდი ნა­წი­ლი მივა და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა. შე­სა­ბა­მი­სად, ის 500 კა­ცის ამა­რა დარ­ჩე­ბა და ეს პრო­ცესს აკ­ნი­ნებს. მას უნდა, რომ რა­ღაც წონა შე­ი­ძი­ნოს და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე გახ­დეს, მაგ­რამ ეს ასე არ ხდე­ბა. ყალ­ბი პრო­ცე­სის და­წყე­ბა კი არა, არა­მედ ნამ­დვი­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბა არის სა­ჭი­რო და მას ამის შანსს 20 ივ­ნი­სი აძ­ლევ­და. ეს შან­სი არც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა და სა­ხელ­მწი­ფო­საც ვე­რა­ფე­რი შეს­ძი­ნა, პი­რი­ქით რის­კე­ბი გა­ზარ­და. რა სა­ჭი­რო იყო. მას შე­ეძ­ლო ეთ­ქვა: "კი ბა­ტო­ნო 16-შიც შე­ვიკ­რი­ბოთ და 20-შიც თქვენ­თან ვიქ­ნე­ბი“,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რო­დის იქ­ნე­ბო­და აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა უფრო ოპ­ტი­მა­ლუ­რი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ თა­რიღს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუმ­ცა თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 23-24 ივ­ნისს ვე­ლო­დე­ბით, მა­შინ ემო­ცი­უ­რი მუხ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის 20 ივ­ნი­სი ჯო­ბია.

"დე­მონ­სტრი­რე­ბა ეს სა­ერ­თოდ კარ­გია, რომ ევ­რო­პამ იცო­დეს, რომ ჩვე­ნი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბა არის ურ­ყე­ვი. ის, რომ 16-ში და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია 17-ში ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბელ დას­კვნა­ზე რამე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, ეს ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­გე­ბაა, იმი­ტომ რომ და­მერ­წმუ­ნეთ, 16-ში ტექ­სტი უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და 16-ში ჩვენ სულ რომ ყი­რა­ზე დავ­დგეთ, მა­ინც ერთ სი­ტყვა არ შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბა ხალ­ხის ნე­ბის ეს, რა თქმა უნდა, კარ­გია, მი­თუ­მე­ტეს, 23-ის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში.

თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 23-24-ში უნდა შედ­გეს, მა­შინ, რა თქმა უნდა, რაც უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბა ამ თა­რიღ­თან ის ჯო­ბია. 20 რი­ცხვი უკე­თე­სია ამ მხრივ, იმი­ტომ რომ იმ­დე­ნი რამ ხდე­ბა სამ­ყა­რო­ში, რომ 16-დან 23-მდე ბევ­რს და­ა­ვი­წყდე­ბა რა მოხ­და თბი­ლის­ში და 20 ივ­ნი­სი უფრო ცხე­ლი ნი­უ­სია,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზა, 16 ივ­ნისს შე­იკ­რი­ბონ ევ­რო­პის მო­ედ­ნი­დან რი­ყემ­დე, რათა "და­ვა­ნა­ხოთ ევ­რო­პას ჩვე­ნი თავი, ჩვე­ნი ერ­თო­ბა", ხოლო 20 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის "შინ ევ­რო­პის­კენ" მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა, "თუ და­ფიქ­რდე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მოს­ვლა გა­და­ი­დოს, რო­მე­ლიც ბევრ საფრ­თხეს უკავ­შირ­დე­ბა".

რაც შე­ე­ხე­ბა 20 ივ­ნისს, 20:00 სა­ა­ათ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ და­გეგ­მილ აქ­ცი­ას - "შინ ევ­რო­პის­კენ“, მას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი უერ­თდე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
3

ეეეხ,ეგ ხუთასი კაცი ყოლოდა ერეკლეს კრწანისში და შეიძლება ეხლა ჩან კაიშის ჩექმის ქვეშ ვყოფილიყავით. 

ხუთასი ქართველი დიდი ძალაა, მე ხუთი კარგი თქვზე ხელაღებული მსროლელიც რომ მყავდეს, რევოლუციას მოვახდენდი, მარა დღეს სად ნახავ ხუთ კაი ბიჭს? მსროლელს არ ვჩივი, თუნდაც თოფის სწორედ დაჭერა რომ იცოდეს?

ვეძებ ხუთ კაი მსროლელ განქსტერს, სია ქე მაქვს შედგენილი, თუ ვისგან უნდა დავიწყოთ. ჰე აბა, შემეხმაურეთ და არ ინანებთ! იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია...

ნანა
3

ეს არსება რატომ სულ დამოძღვრის და ჭკუის დარიგების პროცესშია . ვინ აფინანსებს ? ყველაზე საინტერესო ეს არის და არა ის რას იბჟუტურებს ვითომ ექსპერტი . მიშას დროს ანტი იყო ვითომ , ეხლა ბიძინას დროს ანტია ვითომ , საიდან და რატომ ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება" - გია ხუხაშვილი

"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება" - გია ხუხაშვილი

"20 ივნისი, რომელიც სიმბოლურად, ქართველი ხალხის მეხსიერებაში დაპირისპირების დღესთან ასოცირდებოდა, პრეზიდენტს შეეძლო ერთიანობის დღედ გადაექცია, ნაცვლად ამისა, მან ალტერნატიული აქცია დააანონსა. ამის გაკეთებაც შეეძლო, რომ 20 ივნისი არ ეხსენებინა, მაგრამ როდესაც ამასთანავე რეკომენდაცია გასცა, რომ ჯობია 20 ივნისს აქცია საერთოდ არ ჩატარდეს, ამით ყველაფერი წყალში გადაყარა. დაპირისპირების პოტენციალი კი არ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო გაზარდა იმის რისკი, რომ 20 ივნისს შეიძლება რაღაც მოხდეს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს მასშტაბური აქცია გამართოს და "ის 500 კაცის ამარა დარჩება“, რაც პროცესს აკნინებს.

"პრეზიდენტს 20 ივნისის აქცია შანსს აძლევდა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირების რისკის ნაცვლად, თანხმობის დღედ, ანუ პოზიტიური ზეიმის დღედ გვექცია. მას შეიძლებოდა ეს გამოსვლოდა ან არ გამოსვლოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა უნდა ჰქონოდა. ნაცვლად ამისა, მან ფაქტობრივად, 20 ივნისის აქციაზე კონკურენცია დაიწყო.

მას არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16-ში რაღაც მასშტაბური გააკეთოს, იმიტომ რომ მის ამ დაანონსებულ აქციაზე, დღევანდელი მოცემულობით, არც ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დიდი ნაწილი მივა და არც ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება გააკრიტიკა. შესაბამისად, ის 500 კაცის ამარა დარჩება და ეს პროცესს აკნინებს. მას უნდა, რომ რაღაც წონა შეიძინოს და პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ყალბი პროცესის დაწყება კი არა, არამედ ნამდვილი პროცესის დაწყება არის საჭირო და მას ამის შანსს 20 ივნისი აძლევდა. ეს შანსი არც საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების გამოსწორებისთვის გამოიყენა და სახელმწიფოსაც ვერაფერი შესძინა, პირიქით რისკები გაზარდა. რა საჭირო იყო. მას შეეძლო ეთქვა: "კი ბატონო 16-შიც შევიკრიბოთ და 20-შიც თქვენთან ვიქნები“,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, თუ როდის იქნებოდა აქციის ჩატარება უფრო ოპტიმალური, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 23-24 ივნისს ველოდებით, მაშინ ემოციური მუხტის შენარჩუნებისთვის 20 ივნისი ჯობია.

"დემონსტრირება ეს საერთოდ კარგია, რომ ევროპამ იცოდეს, რომ ჩვენი ხალხის მისწრაფება არის ურყევი. ის, რომ 16-ში დაანონსებული აქცია 17-ში ევროკომისიის მიერ გამოსაქვეყნებელ დასკვნაზე რამე გავლენას მოახდენს, ეს ძალიან მიამიტი და არაპროფესიონალური გაგებაა, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, 16-ში ტექსტი უკვე გამზადებული იქნება და 16-ში ჩვენ სულ რომ ყირაზე დავდგეთ, მაინც ერთ სიტყვა არ შეიცვლება, მაგრამ როგორც პოლიტიკური დემონსტრირება ხალხის ნების ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მითუმეტეს, 23-ის საბოლოო გადაწყვეტილების წინა პერიოდში.

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 23-24-ში უნდა შედგეს, მაშინ, რა თქმა უნდა, რაც უფრო ახლოს იქნება ამ თარიღთან ის ჯობია. 20 რიცხვი უკეთესია ამ მხრივ, იმიტომ რომ იმდენი რამ ხდება სამყაროში, რომ 16-დან 23-მდე ბევრს დაავიწყდება რა მოხდა თბილისში და 20 ივნისი უფრო ცხელი ნიუსია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა "დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა", ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მიმართა, "თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

რაც შეეხება 20 ივნისს, 20:00 სააათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას - "შინ ევროპისკენ“, მას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უერთდებიან.