"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილი ცოლს ირთავს. ნიშნობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ცნობილია, ნიშნობის ცერემონია მეგობრების გარემოცვაში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ორმაგი ნიშნობის ცერემონია. ნათელაშვილის ვაჟის მეგობარმაც საცოლეს ხელი იმავე დღეს და იმავე გარემოში სთხოვა.
სასიხარულო ამბის შესახებ წერს, ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანიაც და წყვილის ფოტოებს აქვეყნებს;
"დედამთილი ვარ! რას ერჩიან ხოლმე ამ დედამთილებს?! პირობას ვდებ, რომ კარგი ვიქნები. ლომისის მადლი ფარავდეს ჩემს ბექა და ნატას! ბედნიერებას ვულოცავ!“ - წერს ბელა ალანია.
შვილის ნიშნობის შესახებ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს შალვა ნათელაშვილიც:
"არ მოშლილიყოს ბედნიერება და ახალი ოჯახები საქართველოში. ვულოცავ ნატას, ბექას, სალომეს და მიშას“, - წერს "ლეიბორისტების“ ლიდერი.