მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირლანდიის სენატი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს
ირლანდიის სენატი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს

14 ივ­ნისს, ირ­ლან­დი­ის სე­ნატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც იგი ევ­რო­კავ­შირს მო­უ­წო­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სე­ნა­ტი ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბას მხარს უჭერს, ევ­რო­პუ­ლი ნორ­მე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე იმ ქვეყ­ნე­ბის გა­წევ­რი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლე­ბენ და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ძა­ლის­ხმე­ვას აგ­რძე­ლე­ბენ. ის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ თვით­შე­ფა­სე­ბის კი­თხვა­რის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში შევ­სე­ბას და ბრი­უ­სე­ლის­თვის გა­და­ცე­მას მი­ე­სალ­მე­ბა.

„რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ის პროგ­რე­სი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მი­აღ­წია და ხაზ­გას­მუ­ლია, რომ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა იყოს. ვი­ნა­ი­დან, რო­მე­ლი­მე ამ ქვეყ­ნის პრო­ცე­სის გა­რეთ და­ტო­ვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო-ევ­რო­პულ გან­წყო­ბებ­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა და რუ­სეთს სხვა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის „მწვა­ნე შუქს“ მის­ცემს.

დო­კუ­მენ­ტში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტზე, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მტკი­ცედ ის­წრა­ფო­და, რა­მაც ასე­ვე, მთავ­რო­ბე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ პრო-ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კა­ში ასახ­ვა პოვა. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ის კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­შიც რე­ფორ­მე­ბი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რი­საა: დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მთავ­რო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

სე­ნა­ტი ამ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვებს მი­ე­სალ­მე­ბა და მო­უ­წო­დებს მას, ევ­რო­კავ­შირ­თან შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხელს შე­უ­წყობს, ევ­რო­კავ­შირს მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დეს და რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძოს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

ირლანდიამ თუ უთხრა მართლაც მიანიჭებენ

ხვიჩა
1

იციან მაგათ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფასი.ეგენიც მაგრად ყავთ გამწარებული ინგლისელებს.ხომარ გავიწყდებათ რომ ბრიტანეთზე დიდი კოლონიზატორი დედამიწას არახსოვს.პირველი მონები ამრიკაში ირლანდიელები იყვნენ.აფრიკიდან სანამ ჩაიყვანდნენ,მანამდე ირლანდიიდან ეზიდებოდნენ ხალხს,დიახაც ეზიდებოდნენ რადგან,მაშიაც და ეხლაც ეგენი ხალხად ართვლიან.ასერომ მადლობა ირლანდიას.ხოდა თუ უკრაინა დღეს ომშია,ჩვენ 200 წელია ვეომებით და არავის გავხსენებივართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ირლანდიის სენატი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს

ირლანდიის სენატი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს

14 ივნისს, ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც იგი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სენატი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ და ევროინტეგრაციის გზაზე ძალისხმევას აგრძელებენ. ის, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას მიესალმება.

„რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომა იყოს. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება და რუსეთს სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის „მწვანე შუქს“ მისცემს.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში, ევროპული ინტეგრაციისკენ მტკიცედ ისწრაფოდა, რამაც ასევე, მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში ასახვა პოვა. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც რეფორმები წარმატებით განხორციელდა, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

სენატი ამ გზაზე საქართველოს მიღწევებს მიესალმება და მოუწოდებს მას, ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარება გააგრძელოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელს შეუწყობს, ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს და რეფორმების განხორციელება წარმატებით განაგრძოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.