მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომელიც წალკის კანიონზე გაიხსნა - ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან: "აქ განხორციელდა 120 მლნ ლარის ინვესტიცია"
როგორ გამოიყურება 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომელიც წალკის კანიონზე გაიხსნა - ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან: "აქ განხორციელდა 120 მლნ ლარის ინვესტიცია"

მად­ლო­ბა "კასს ლენ­დს", კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც აქ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 120 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და შექ­მნა 250 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ვუ­ლო­ცავ წალ­კას და ვუ­ლო­ცავ ჩვენს რე­გი­ონს, მთელ ქვე­ყა­ნას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წალ­კის კა­ნი­ო­ნის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად ეკო­ტუ­რიზ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, რისი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც არის წალ­კის კა­ნი­ო­ნის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ძვირ­ფა­სო სტუმ­რე­ბო, მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო სტუმ­რე­ბო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ებ­რა­ე­ლო სტუმ­რე­ბო, ჩვე­ნო მე­გობ­რე­ბო!

დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის დღეს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ამ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას, წალ­კის კა­ნი­ონ­ზე ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­იქ­მნა და მე მინ­და, პირ­ველ რიგ­ში ჩემი გა­მოს­ვლა და­ვი­წყო მად­ლო­ბით, მად­ლო­ბა „კასს ლენ­დს", კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც აქ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 120 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და შექ­მნა 250 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ვუ­ლო­ცავ წალ­კას და ვუ­ლო­ცავ ჩვენს რე­გი­ონს, მთელ ქვე­ყა­ნას.

მე ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად ეკო­ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა და სწო­რედ, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი არის ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ მოხ­და შერ­წყმა, ერ­თის მხრივ დაც­ვა ჩვე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და მე­ო­რეს მხრივ ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე, მე ვი­ტყო­დი, მსოფ­ლიო დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, გვი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო - ის­რა­ე­ლი და ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტი წა­ა­ხა­ლი­სებს და ხელს შე­უ­წყობს კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბას.

"კი­დევ ერთხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის და მე ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს პრო­ექ­ტი წა­ა­ხა­ლი­სებს და ხელს შე­უ­წყობს ამ კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, აქ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქმდე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტი უნდა ჩა­მო­ვი­დეს ამ უნი­კა­ლურ ად­გი­ლას, რომ ნა­ხოს და თა­ვად გა­ეც­ნოს ასეთ უნი­კა­ლუ­რო­ბას.

სწო­რედ ესაა სწრა­ფი და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ნა­ბი­ჯე­ბი, ჩვენ, მთავ­რო­ბა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ბიზ­ნე­სი იყოს და­ცუ­ლი, რომ ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუფ­ლად აკე­თონ ინ­ვეს­ტო­რებ­მა. მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლო არის მე-7 ად­გილ­ზე ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლი პი­რო­ბე­ბია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი, ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობს იმას, რომ ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რაც კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია.

ასე რომ, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ასე­თი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, მჯე­რა, რომ ეს ად­გი­ლი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს შე­აყ­ვა­რებს თავს. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ, დიდი მად­ლო­ბა! ტოდა რაბა!", - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

წალ­კის კა­ნი­ო­ნის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ შა­მუ­გი­ამ და კომ­პა­ნია "კასს ლენ­დის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა თორ­დი­ამ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრთან და კომ­პა­ნია „კასს ლენ­დის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ერ­თად წალ­კის კა­ნი­ო­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

წალ­კის კა­ნი­ო­ნი პირ­ვე­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც კერ­ძო სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის KASS LAND-ის მიერ. პრო­ექ­ტის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 120 000 000 ლა­რია. ამ მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია რე­გი­ო­ნის­თვის რე­კორ­დუ­ლია, ხოლო პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რია.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, კა­ნი­ონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, უნი­კა­ლუ­რი 240 მეტ­რის სიგ­რძის, შუ­შის ხიდი მო­ე­წყო, თან­მდე­ვი ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბით, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრით. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე აშენ­და სას­ტუმ­რო­ე­ბი და სხვა ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წალ­კის კა­ნი­ო­ნის პერ­სო­ნა­ლი სრუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 250-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­დამ­ზად­და და და­საქმდა. კა­ნი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ქვეყ­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­გი­ო­ნის ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lou
0

ძაან მაგარია, მართლა. უბრალოდ დამაფიქრებელია ის, რომ ეს პირველი და ერთადერთი ინვესტიციაა ამ ბოლო დროს

ეხხ
1

ადრე უფასოდ ჩავდიოდი ბუნებრივი ბილიკით.

ჩემს ბუნებასთან წვდომა რატომ უნდა იყოს ფასიანი? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ გამოიყურება 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომელიც წალკის კანიონზე გაიხსნა - ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან: "აქ განხორციელდა 120 მლნ ლარის ინვესტიცია"

როგორ გამოიყურება 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომელიც წალკის კანიონზე გაიხსნა - ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან: "აქ განხორციელდა 120 მლნ ლარის ინვესტიცია"

მადლობა "კასს ლენდს", კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის წარმატებით განვითარება, რისი ნათელი მაგალითიც არის წალკის კანიონის უნიკალური პროექტი.

"მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო ებრაელო სტუმრებო, ჩვენო მეგობრებო!

დიდი პატივია ჩემთვის დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამ ულამაზეს ადგილას, წალკის კანიონზე ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა და მე მინდა, პირველ რიგში ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობა „კასს ლენდს", კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის საერთაშორისო წარმატებით განვითარება და სწორედ, ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვახარებს, გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო - ისრაელი და ებრაული კომპანია", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარედ ტურისტული სერვისების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს ამ კანიონის მიმდებარე ტურისტული სერვისების განვითარებას, აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილას, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას.

სწორედ ესაა სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯები, ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს დაცული, რომ ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ინვესტორებმა. მსოფლიოში საქართველო არის მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობებია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, ყველაზე დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ძალიან გვიხარია.

ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ასეთი უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის, მჯერა, რომ ეს ადგილი ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, დიდი მადლობა! ტოდა რაბა!", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და კომპანია "კასს ლენდის" გენერალურმა დირექტორმა ეკა თორდიამ. პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კომპანია „კასს ლენდის" გენერალურ დირექტორთან ერთად წალკის კანიონი დაათვალიერა.

წალკის კანიონი პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც კერძო საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა ებრაული კომპანიის KASS LAND-ის მიერ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

პროექტის ფარგლებში, კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა. კანიონის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.