პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ნაწილი აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს" - ISFED
"იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ნაწილი აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს" - ISFED

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ (ISFED) ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში გა­სულ კომ­პა­ნია "გორ­ბის“ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას აფა­სებს და აცხა­დებს, რომ კვლე­ვა­ში დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის ნა­წი­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვა­ლი­დო­ბის სტან­დარ­ტებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კვლე­ვა აც­დე­ნი­ლია აქ­ტუ­ა­ლო­ბას და წარ­მო­ად­გენს პრო­პა­გან­დის ინ­სტრუ­მენტს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში გა­შუქ­და კომ­პა­ნია "გორ­ბის“ (GORBI) მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­შიც დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის ნა­წი­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვა­ლი­დო­ბის სტან­დარ­ტებს, აც­დე­ნი­ლია აქ­ტუ­ა­ლო­ბას და მიზ­ნად ისა­ხა­ვას არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შეს­წავ­ლას, არა­მედ მის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და ამ­დე­ნად, წარ­მო­ად­გენს პრო­პა­გან­დის ინ­სტრუ­მენტს. "იმე­დის“ დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ეს ნა­წი­ლი, თა­ვი­სი აბ­სურ­დუ­ლო­ბით, აქამ­დე შე­ფარ­ვით მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე მოხ­ვე­ვის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრო­პა­გან­დის მე­თო­დე­ბის არა­ერთ ტექ­ნი­კას აერ­თი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ში­შის და­ნერგვა, ადა­მი­ა­ნე­ბის არარ­სე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე და­ყე­ნე­ბა, მტრის ხა­ტის შექ­მნა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი­სა და გან­წყო­ბე­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცია და მო­ტყუ­ე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსგავ­სი რი­ტო­რი­კით და მი­ნიშ­ნე­ბე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად აკე­თე­ბენ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი კვლე­ვა წარ­მო­ად­გენს მცდე­ლო­ბას, მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ლე­გი­ტი­მუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ისიც, რომ მის შე­დე­გებს აქ­ტი­უ­რად იხ­მო­ბენ მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ექ­სპერ­ტე­ბი და სხვა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი. პრო­პა­გან­დის მას­შტა­ბე­ბის გა­საზ­რდე­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, აქამ­დე არა­ერ­თხელ გა­მო­ყე­ნე­ბულ ხერ­ხს მი­მარ­თა­ვენ და ფე­ის­ბუქ­ზე სხვა­დას­ხვა გვერ­დი­სა და "სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს“ სა­შუ­ა­ლე­ბით აზი­ა­რე­ბენ GORBI-ის კვლე­ვის შე­დე­გებს. მათ შო­რის, ფე­ის­ბუქ­ზე ანო­ნი­მუ­რი რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბის გზით, მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს მმარ­თველ პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დი ცრუ მე­დი­ის გვერ­დე­ბიც ავ­რცე­ლე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აშ­კა­რად წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ გა­ცხა­დე­ბულ არ­ჩე­ვან­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მცდე­ლო­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გამ­ყა­რე­ბულ პრო­ევ­რო­და­სავ­ლურ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურსს.

GORBI-ის კვლე­ვა­ში დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი, რომ­ლი­თაც ხდე­ბა დაშ­ვე­ბა, რომ თით­ქოს და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი შე­იძ­ლე­ბა უნ­დო­დეს, თან­ხვედ­რა­შია რუ­სე­თი­დან მარ­თუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მუდ­მივ მცდე­ლო­ბას­თან, და­სავ­ლეთს ჯერ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომის წა­მო­წყე­ბა გა­და­აბ­რა­ლონ და შემ­დეგ ამ ნა­რა­ტივს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვის აბ­სურ­დუ­ლი თე­ო­რია მი­უ­სა­და­გონ.

გა­სა­აზ­რე­ბე­ლია, რომ სა­კი­თხის ამ­გვა­რად და­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის საფრ­თხე­საც ზრდის. რუსუ­ლი პრო­პა­გა­ნა­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა, მისი სამ­ხედ­რო თუ სხვაგ­ვა­რი აგ­რე­სი­ის გა­და­სა­ფა­რად და ამ მხრივ სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შე­საქ­მნე­ლად გა­ნუ­ზო­მელ რე­სურ­სებს ხარ­ჯავს. ამ საფრ­თხე­ე­ბის ფონ­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით რუ­სულ პრო­პა­გან­დას და­უ­პი­რის­პირ­დეს, პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დია, მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი ხერ­ხე­ბით, აბ­სურ­დუ­ლი ში­შე­ბის ირ­გვლივ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მოკ­ვე­თით ხელ-ფეხს უხ­სნის რუ­სეთს მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. ეს კი, მო­ცე­მულ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­უ­კუ­ნო­ვან მის­წრა­ფე­ბას შე­უქ­ცე­ვად ზი­ანს აყე­ნებს”, - ნათ­ქვა­მია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
2

იმედზე როგორ დაობთ რაც მაგ ტელევიზიამ გადაიტანა გცხვენოდეთ

ავთო
13

ნაცები აქტიურობენ ძალიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ნაწილი აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს" - ISFED

"იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ნაწილი აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს" - ISFED

"სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში გასულ კომპანია "გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ კვლევაში დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შესრულებული კვლევა აცდენილია აქტუალობას და წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს.

ამასთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნები“ განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში გაშუქდა კომპანია "გორბის“ (GORBI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავას არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და ამდენად, წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს. "იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს.

წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს. ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში გასული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, მსგავსი დამოკიდებულება, საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოაჩინონ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მის შედეგებს აქტიურად იხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვა მათთან დაკავშირებული პირები. პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესებული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და "საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ.

აღნიშნული აშკარად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებულ არჩევანთან დაპირისპირების მცდელობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურად გამყარებულ პროევროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

GORBI-ის კვლევაში დასმული კითხვები, რომლითაც ხდება დაშვება, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში ომი შეიძლება უნდოდეს, თანხვედრაშია რუსეთიდან მართული ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მცდელობასთან, დასავლეთს ჯერ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის წამოწყება გადააბრალონ და შემდეგ ამ ნარატივს საქართველოს ომში ჩათრევის აბსურდული თეორია მიუსადაგონ.

გასააზრებელია, რომ საკითხის ამგვარად დაყენება საქართველოში რუსული აგრესიის საფრთხესაც ზრდის. რუსული პროპაგანადისტული მანქანა, მისი სამხედრო თუ სხვაგვარი აგრესიის გადასაფარად და ამ მხრივ სამიზნე ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განუზომელ რესურსებს ხარჯავს. ამ საფრთხეების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სრული ძალისხმევით რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, პროსახელისუფლებო მედია, მანიპულაციური ხერხებით, აბსურდული შიშების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს მისი ბრალეულობის პრევენციისთვის. ეს კი, მოცემულ ისტორიულ მომენტში, საქართველოს უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის ევროპასთან ინტეგრაციის საუკუნოვან მისწრაფებას შეუქცევად ზიანს აყენებს”, - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.