ავტორი:

ნასა ამოუცნობი კოსმოსური ფენომენების შესწავლას იწყებს - რადიოაფეთქებები და აუხსნელი მოვლენები: ამერიკელმა კანონმდებლებმა უცხოპლანეტელების შესახებ პირველი საჯარო მოსმენა გამართეს

ნასა ამოუცნობი კოსმოსური ფენომენების შესწავლას იწყებს - რადიოაფეთქებები და აუხსნელი მოვლენები: ამერიკელმა კანონმდებლებმა უცხოპლანეტელების შესახებ პირველი საჯარო მოსმენა გამართეს

ნასა აცხადებს, რომ აპირებს შექმნას გუნდი, რომელიც ამოუცნობ კოსმოსურ ფენომენებს შეისწავლის. ჯგუფი შეაგროვებს მასალას და მეცნიერული პერსპექტივით გააანალიზებს მონაცემებს ცაში ამოუხსნელი მოვლენების შესახებ, რათა დადგინდეს, ბუნებრივი მოვლენებია ისინი, თუ რაიმე სხვა სახის ახსნას საჭიროებენ. ცხრათვიანი კვლევა შემოდგომისთვის დაიწყება და შედეგები საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. "ჩემი კარიერის ძირითადი ნაწილი კოსმოლოგიას შევალიე. შემიძლია თავდაჯერებით ვთქვა, რომ ჩვენთვის, კოსმოსის შესახებ მხოლოდ 5%-ია ცნობილი“,- ამბობს ასტროფიზიკოსი დეივიდ შპერგელი, გუნდის მომავალი ხელმძღვანელი.

ნასას განცხადებით, ამოუცნობი კოსმოსური მოვლენების შესწავლა მათ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. "ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და გვყავს გუნდი, რომელიც ამოუცნობი მოვლენების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. სწორედ ესაა მეცნიერების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამას ვაკეთებთ ჩვენ“, - თქვა თომას ზურბუხენმა, სამეცნიერო მისიის დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა.

ასეთი ამოუცნობი შემთხვევების ერთ-ერთი მაგალითია სწრაფი რადიოაფეთქებები, რომლებიც დიდი ხანია ასტრონომებს აინტერესებთ. მათ არ იციან, თუ რა იწვევს კოსმოსში კაშკაშა, მილიწამებიან ციმციმს.

ბოლოს ასეთი რადიოტალღების აფეთქებები გალაქტიკაში ჩვენი პლანეტიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე დაფიქსირდა. ამ მძლავრი აფეთქებების შუალედებში, ამოუცნობი ციური ობიექტი მუდმივად უშვებდა სუსტ რადიოტალღებს. ამგვარი კიდევ ერთი ციური ობიექტია მეცნიერებისთვის ცნობილი, რაც მათ აეჭვებს, რომ ამგვარი ამოუხსნელი ფენომენის ერთზე მეტი სახეობა უნდა არსებობდეს.

მაისში, ამერიკელმა კანონმდებლებმა უცხოპლანეტელების შესახებ ათწლეულების განმავლობაში, პირველი საჯარო მოსმენა გამართეს. მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრეები გააფრთხილეს, რომ ამოუცნობი კოსმოსური მოვლენები ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქნება მიჩნეული, რასაც გამოიძიებენ.

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა