სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიხურა "ვანოს შოუ", ჩემი გადაცემაც... ტყუილია, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარ არხში" არსებულ მდგომარეობაზე
"დაიხურა "ვანოს შოუ", ჩემი გადაცემაც... ტყუილია, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი  "მთავარ არხში" არსებულ მდგომარეობაზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო "მთა­ვარ არხში" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე წერს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, სტუ­დი­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არხს ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო და­ი­ხუ­რა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე და­ი­ხუ­რა რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა, მათ შო­რის თვი­თონ ნა­ნუ­კას გა­და­ცე­მა და "ვა­ნოს შოუ".

"ვა­ტყობ, ახლა ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რე­ვა და ზო­გა­დად, ასეთ მო­მენ­ტებ­ში სა­ჭი­როა გახ­სნი­ლო­ბა და მო­გიყ­ვე­ბით დე­ტა­ლუ­რად რა ხდე­ბა ჩვენს თავს: "მთა­ვა­რი" შედ­გე­ბო­და სამი ოფი­სის­გან:

  • ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ოფი­სი, სა­დაც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბია. ნი­უ­სი და დღის გა­და­ცე­მე­ბი
  • ბენტლის ოფი­სი, სა­დაც ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბია, ოღონდ სა­ღა­მოს ეთე­რე­ბი
  • ვაშ­ლი­ჯვრის ოფი­სი, სა­ი­და­ნაც გა­დი­ო­და ფრო­დაქ­შე­ნის გა­და­ცე­მე­ბი

შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან გა­დი­ო­და ნი­კას გა­და­ცე­მაც, დი­ლაც, ვა­ნოც, მეც, ლე­ლაც, ექი­მე­ბიც. ერ­თად ვერ ვე­ტე­ო­დით ვერ­სად ტე­რი­ტო­რი­ის სიმ­ცი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ზრდი­და ხარჯს. ტექ­ნი­კა ყველ­გან ნა­ქი­რა­ვე­ბი იდგა, გა­ნა­თე­ბა, სტუ­დი­ე­ბის აწყო­ბა... ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ი­ხუ­რა ვაშ­ლი­ჯვა­რი, ანუ სტუ­დია და­ი­ხუ­რა. და­გაბ­ნევთ ალ­ბათ ის, რომ დარ­ჩა თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მა, ქე­თის სამ­ზა­რე­უ­ლო, პუტ­კუ­ნე­ბი, ექი­მე­ბი, ლელა. არ­ხის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ ამ გა­და­ცე­მებს სპონ­სო­რე­ბით შე­ნახ­ვის რე­სურ­სი აქვთ. ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ სტუ­დი­ის გა­რეთ გას­ვლა. ანუ, მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ვაშ­ლი­ჯვრის ოფი­სი. და­ი­ხუ­რა ვანო. ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს მე არ გა­ვა­კე­თებ, ჯო­ბია ვა­ნოს­გან მი­ი­ღოთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ერ­თა­დერ­თი რაც ვა­ნო­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ ვა­ნომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით აშე­ნა ეს არხი. მე მი­ვი­ღე პა­სუ­ხი რომ სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­ნოს გა­და­ცე­მა აუ­ცი­ლებ­ლად გავა ეთერ­ში. ჩემი გა­და­ცე­მაც და­ი­ხუ­რა. უბ­რა­ლოდ, ჩვენ გვყავ­და სპონ­სო­რე­ბი, უნდა და­ვა­მა­ტოთ კი­დევ ერთი, რომ ვი­არ­სე­ბოთ. დი­ლაც დარ­ჩა, მაგ­რამ სხვა ფორ­მა­ტით, უკვე ნა­ხეთ კი­დეც ეთერ­ში. ტყუ­ი­ლია ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ოქუ­აშ­ვილ­მა შე­ნო­ბი­დან გაგ­ვიშ­ვა. არა, მე­გობ­რე­ბო, პი­რი­ქით, ეს კაცი მხო­ლოდ გვეხ­მა­რე­ბა. უბ­რა­ლოდ, სტუ­დი­ებს ვე­ღარ ინა­ხავს არხი და ამი­ტომ იქნა მი­ღე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ოფი­სე­ბი ისევ ვაშ­ლი­ჯვარ­ში დაგ­ვრჩე­ბა. ანუ, ახლა ვიბ­რძვით გა­დარ­ჩე­ნით­ვის და გა­დავ­რჩე­ბით კი­დეც. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ ამის­თვის. მაგ­რამ ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა ვა­ნოს გა­რე­შე ძა­ლი­ან უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მე პი­რა­დად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ვა­ნოც და მისი გუნ­დიც ჩვენ­თან ერ­თად იყოს", - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გავარტყი ამერიკას
5

სოროსსმა იცის ეს ამბავი 

ქართველი!
5

მივესალმები დიდი სიხარულით, მატყუარებო!!!!!

ავტორი:

"დაიხურა "ვანოს შოუ", ჩემი გადაცემაც... ტყუილია, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარ არხში" არსებულ მდგომარეობაზე

"დაიხურა "ვანოს შოუ", ჩემი გადაცემაც... ტყუილია, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი  "მთავარ არხში" არსებულ მდგომარეობაზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფინანსური კრიზისის გამო "მთავარ არხში" მიმდინარე პროცესებზე წერს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, სტუდიების ნაწილი, რომელიც არხს ნაქირავები ჰქონდა, ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. მისივე ინფორმაციით, ასევე დაიხურა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის თვითონ ნანუკას გადაცემა და "ვანოს შოუ".

"ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს: "მთავარი" შედგებოდა სამი ოფისისგან:

  • ჩუბინაშვილის ოფისი, სადაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემებია. ნიუსი და დღის გადაცემები
  • ბენტლის ოფისი, სადაც ასევე პოლიტიკური გადაცემებია, ოღონდ საღამოს ეთერები
  • ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა ფროდაქშენის გადაცემები

შესაბამისად, აქედან გადიოდა ნიკას გადაცემაც, დილაც, ვანოც, მეც, ლელაც, ექიმებიც. ერთად ვერ ვეტეოდით ვერსად ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ზრდიდა ხარჯს. ტექნიკა ყველგან ნაქირავები იდგა, განათება, სტუდიების აწყობა... ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, დაიხურა ვაშლიჯვარი, ანუ სტუდია დაიხურა. დაგაბნევთ ალბათ ის, რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა. არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ ამ გადაცემებს სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი. დაიხურა ვანო. ამ თემაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ, ჯობია ვანოსგან მიიღოთ სრული ინფორმაცია. ერთადერთი რაც ვანოზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ვანომ საკუთარი ხელით აშენა ეს არხი. მე მივიღე პასუხი რომ სპონსორის მოძიების შემთხვევაში ვანოს გადაცემა აუცილებლად გავა ეთერში. ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ, ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ. დილაც დარჩა, მაგრამ სხვა ფორმატით, უკვე ნახეთ კიდეც ეთერში. ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა, მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ, სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება. ანუ, ახლა ვიბრძვით გადარჩენითვის და გადავრჩებით კიდეც. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვანოც და მისი გუნდიც ჩვენთან ერთად იყოს", - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: