ავტორი:

სტიქიური მოვლენების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება - ნახეთ, რომელ რაიონებს შეეხება შეზღუდვა

სტიქიური მოვლენების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება - ნახეთ, რომელ რაიონებს შეეხება შეზღუდვა

მცხეთა-მთიანეთის რაიონში სტიქიური მოვლენების შედეგად უხვმა ნალექმა განმეორებით გამოიწვია საგურამოსა და ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებულია დედაქალაქის წყალმომარაგების ძირითადი სათავე ნაგებობა და წყალშემკრები აუზები, საიდანაც თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით წყალმომარაგება შეეზღუდება 13 ივნისს 23:00 საათიდან 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე.

"გლდანის რაიონში - გლდანის I, IV-VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგი წმინდას, მიქატაძის, მაისურაძის, მებაღიშვილის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მეგობრობის, ანდრონიკაშვილის, 26 მაისის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის, ლიბანის, ბარისახოს, გაგრის, გლდანის ხევის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს; ზაჰესში - გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში - ქოშიგორას, სასოფლოს და ბენდუქიძის დასახლებას, ზურგოვანას, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ნიკო ბურის, შერმადინის, ავთანდილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, დავით აღმაშენებლის, თოფურიას ქუჩებს, ვაშლიჯვრის კორპუსებს და დასასახლებას, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, მარშალ გელევანის გამზირს, იასამნის, გაგარინის, ლვოვის, ასათიანის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში - აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვ-ის N10-12 კორპუსებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.