ძლიერი წვიმის შედეგად, საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში მდინარე ადიდდა. ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სახლების ეზოები.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
არსებულ მდგომარეობას გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო საგურამოში ერთი კვირის წინ სახლები, ავტომობილები და გზები დაიტბორა. უამინდობამ მაშინ პრობლემები შექმნა მიმდებარე სოფლებშიც.
ნახეთ ვიდეო:
თუ ადევნებთ თვალს, ნახავთ რომ სხვაგან, სხვა კონტინენტებზე უარესად მძვინვარებს სტიქია, აშშ - ში თითქმის ყოველდღეა ტაიფუნი ნგრევითა და განადგურებით, სეტყვა და წყალდიდობებია ევროპაში, ჩინეთში, სადაც ხალხიც კი დაიღუპა, პაკისტანში მაღალი ტემპერატურისა და უწყლოობის გამო იღუპება ცხოველები, ადამიანები და კიდევ მრავალი. ასე რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვმფარველობს უფალი...
ეს რაც ხდება ყველაფერისათვის ვისჯებით ქართველი ერი გზას, რომ ასცდა გარყვნილებაში გადაეშვა თავით. რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო და არ დააყოვნა ზეცამ ჩვენი დასჯა. თვალები გაახილეთ და მიხვდებით. ერთხელ დამიბლოკეთ ალბათ ეხლა არ დაბლიკავთ.