მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Summer drift party რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე
Summer drift party რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე

12 ივ­ნისს რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე Summer drift party-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ.

პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ჯიბ­რე­ბა ჯიმ­ხა­ნა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც 20-მა მოყ­ვა­რულ­მა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მრბო­ლელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს კონ­კრე­ტუ­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ის უმოკ­ლეს დრო­ში და­ფარ­ვა­ში შე­ე­ჯიბრნენ. გა­მარ­ჯვე­ბა ახალ­გაზ­რდა მრბო­ლელ­მა სან­დრო თა­ვარ­თქი­ლა­ძემ მო­ი­პო­ვა, რო­მელ­საც სა­ჩუქ­რად ფუ­ლა­დი ჯილ­დო - 5000 ლარი გა­და­ე­ცა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი "Twin drift competition“-ს და­ეთ­მო. შე­ჯიბ­რე­ბა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი დრიფ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ორ-ორი დრიფ­ტე­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი ჯაბა სო­რო­ზა­ნიშ­ვილ­მა და მათე რო­ჭი­კაშ­ვილ­მა აჩ­ვე­ნეს, რო­მელ­თაც სა­ჩუქ­რად 1000 ლიტ­რი საწ­ვა­ვი გა­და­ე­ცათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულ, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მა­ყუ­რე­ბელს კი­დევ ერთი სა­ნა­ხა­ო­ბა აჩ­ვე­ნეს. რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე "დრიფტ მა­ტა­რე­ბელ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 10-მდე დრიფ­ტერ­მა მი­ი­ღო.

გუგა კირ­ვა­ლი­ძე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი: "მი­ხა­რია, რომ რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. დღე­ვან­დელ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გვყავ­და რო­გორც წრი­უ­ლი რბო­ლი­დან, ისე აღ­მარ­თის დაძ­ლე­ვი­დან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დრიფ­ტი­დან, ას­პა­რე­ზობ­დნენ მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც. დღეს ჩვენ­მა დრიფ­ტე­რებ­მა მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან კარ­გი შოუ აჩ­ვე­ნეს და ვფიქ­რობ, ეს ემო­ცი­ე­ბი დიდ­ხანს გაგ­ვყვე­ბა“.

რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რომ­ზე Summer drift party "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "გალ­ფის“ მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

Summer drift party რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე

Summer drift party რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე

12 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველ ეტაპზე შეჯიბრება ჯიმხანა გაიმართა, რომელშიც 20-მა მოყვარულმა და პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები ერთმანეთს კონკრეტული ტრაექტორიის უმოკლეს დროში დაფარვაში შეეჯიბრნენ. გამარჯვება ახალგაზრდა მრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა.

ღონისძიების მეორე ნაწილი "Twin drift competition“-ს დაეთმო. შეჯიბრებაში, ტრადიციული დრიფტისგან განსხვავებით, ორ-ორი დრიფტერი მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი ჯაბა სოროზანიშვილმა და მათე როჭიკაშვილმა აჩვენეს, რომელთაც საჩუქრად 1000 ლიტრი საწვავი გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულ, მონაწილეებმა მაყურებელს კიდევ ერთი სანახაობა აჩვენეს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე "დრიფტ მატარებელში“ მონაწილეობა 10-მდე დრიფტერმა მიიღო.

გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: "მიხარია, რომ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კიდევ ერთხელ გავაერთიანეთ ავტომოყვარულები. დღევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, ასპარეზობდნენ მოყვარულებიც. დღეს ჩვენმა დრიფტერებმა მაყურებელს ძალიან კარგი შოუ აჩვენეს და ვფიქრობ, ეს ემოციები დიდხანს გაგვყვება“.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party "თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია "გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.