მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს" - გიგი უგულავა
"უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს" - გიგი უგულავა

მე მო­ვე­დი იმის­თვის, რომ სო­ლი­და­რო­ბა და თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დო "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს - უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი 150 000 ლარს ითხოვს ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის­თვის, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ მისი ღირ­სე­ბა 1 ლა­რიც არ ღირს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "შავი საქ­მე­ე­ბის ერთ-ერთი სა­ფუ­ლეა“.

"უჩა მა­მა­ცაშ­ვილს ცალ­კე არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აქვს და არა­ფერს წარ­მო­ად­გენს და არც წარ­მო­ად­გენ­და, გარ­და იმი­სა, რომ ის არის საყ­ვა­რე­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი შავი საქ­მე­ე­ბის ერთ-ერთი სა­ფუ­ლე. ის აფი­ნან­სებს ყვე­ლა იმ შავ­ბნელ საქ­მეს, რა­საც ღიად ჩვე­ნი ქველ­მოქ­მე­დი და მე­ცე­ნა­ტი, მამა-მარ­ჩე­ნა­ლი არ აკე­თებს. სწო­რედ ამი­ტომ მოხ­ვდა მას გულ­ზე. გარ­და "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ სა­კი­თხი­სა, შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­კი­თხოთ, რა ხდე­ბა ფო­თის ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ში და აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ იქაც ძა­ლი­ან მძლავ­რად არის ბა­ტო­ნი უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ასე­ვე, მინ­და მო­ი­კი­თხოთ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი ახლა სად ბრძან­დე­ბა და აღ­მო­ა­ჩენთ, რომ მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ბა­ტო­ნი მა­მა­ცაშ­ვი­ლი იყო რუ­სეთ­ში და რო­გორც ჩანს, აქაც ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთ მო­კავ­ში­რეს წარ­მო­ად­გენს. ეს ადა­მი­ა­ნი იმის მა­გივ­რად, რომ და­სან­ქცირ­დეს, აქეთ შე­ტე­ვა­ზეა. და­აკ­ვირ­დით ივა­ნიშ­ვი­ლის ტაქ­ტი­კას, გარ­და იმ ცნო­ბი­ლი და­ჭე­რე­ბი­სა, არის კი­დევ ერთი ვე­რა­გუ­ლი მე­თო­დი, რო­მე­ლიც მათ და­გეგ­მეს - აქ ბევ­რი აქ­ტი­ვის­ტია, რო­მე­ლიც რე­ჟიმს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და აღ­მო­ა­ჩენთ, რომ მათ­ზე 10 ათა­სო­ბით უკა­ნო­ნო ჯა­რი­მა აქვთ და­კის­რე­ბუ­ლი - ეს არის მე­თო­დი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ახ­რჩონ ფი­ნან­სუ­რად და აა­ღე­ბი­ნონ ბრძო­ლა­ზე ხელი. სწო­რედ ეს მე­თო­დია ახლა რა­საც აკე­თებს მა­მა­ცაშ­ვი­ლი, როცა 150 ათას ლარს ითხოვს მისი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის­თვის და მინ­და გი­თხრათ, რომ მისი ღირ­სე­ბა 1 ლა­რიც არ ღირს", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მიერ "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნილ სარ­ჩელს გა­ნი­ხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nikus
0

მარტო უგულავა და წინანდელი,მიაყოლეთ დღევანდელნიც ფულის💰ტომრები რომ ვერ დაუთვლიათ და გასაგიჟებლად და გასაოცრად გვაცხოვრებენ.

დონატელო
5

უღირსი ვინმეს ღირსებას აფასებდეს არ გამიგია. რაც არ გაქვს იმას როგორ აფასებ არ მესმის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს" - გიგი უგულავა

"უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს" - გიგი უგულავა

მე მოვედი იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადო "ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის "შავი საქმეების ერთ-ერთი საფულეა“.

"უჩა მამაცაშვილს ცალკე არანაირი ღირებულება არ აქვს და არაფერს წარმოადგენს და არც წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ ის არის საყვარელი დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის და მისი შავი საქმეების ერთ-ერთი საფულე. ის აფინანსებს ყველა იმ შავბნელ საქმეს, რასაც ღიად ჩვენი ქველმოქმედი და მეცენატი, მამა-მარჩენალი არ აკეთებს. სწორედ ამიტომ მოხვდა მას გულზე. გარდა "ქოლ-ცენტრების“ საკითხისა, შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ხდება ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და აღმოვაჩენთ, რომ იქაც ძალიან მძლავრად არის ბატონი უჩა მამაცაშვილი წარმოდგენილი. ასევე, მინდა მოიკითხოთ უჩა მამაცაშვილი ახლა სად ბრძანდება და აღმოაჩენთ, რომ მთელი ეს პერიოდი ბატონი მამაცაშვილი იყო რუსეთში და როგორც ჩანს, აქაც ივანიშვილის ერთ-ერთ მოკავშირეს წარმოადგენს. ეს ადამიანი იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს, აქეთ შეტევაზეა. დააკვირდით ივანიშვილის ტაქტიკას, გარდა იმ ცნობილი დაჭერებისა, არის კიდევ ერთი ვერაგული მეთოდი, რომელიც მათ დაგეგმეს - აქ ბევრი აქტივისტია, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება და აღმოაჩენთ, რომ მათზე 10 ათასობით უკანონო ჯარიმა აქვთ დაკისრებული - ეს არის მეთოდი, რომ ადამიანები მოახრჩონ ფინანსურად და ააღებინონ ბრძოლაზე ხელი. სწორედ ეს მეთოდია ახლა რასაც აკეთებს მამაცაშვილი, როცა 150 ათას ლარს ითხოვს მისი ღირსების შელახვისთვის და მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, უჩა მამაცაშვილის მიერ "ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.