პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის შეწყალებაზე
"თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამას [შე­ი­წყა­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს] გა­ა­კე­თებს, მო­ვალ ამ სტუ­დი­ა­ში, მო­ვიხ­დი ბო­დიშს, ცოტა ნა­ცარს ფი­ა­ლით მო­ვი­ტან და თავ­ზე წა­ვიყ­რი, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კი­სას სა­ნი­კი­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "იმ ემიგ­რა­ცი­ის პრო­დუქ­ტია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო მი­ა­ტო­ვა“.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რამე ფა­სე­უ­ლი თუ გა­ა­კე­თა ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად? რა პრო­ცე­სი წა­მო­ი­წყო, ყა­ვას რომ სვამ­დნენ იქ, "ყა­ვა­ხა­ნა“ და სა­ჭო­რაო რომ გახ­სნა? და­ე­ლო­დეთ სა­ლო­მეს, ვი­საც მისი იმე­დი გაქვთ. "არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მისი“ - ასეა ეს. იმ ემიგ­რა­ცი­ის პრო­დუქ­ტია, რო­მელ­მაც ეს ქვე­ყა­ნა თა­ვის დრო­ზე მი­ა­ტო­ვა. და­ე­ლო­დეთ სა­ლო­მეს, ის "იხ­სნის“ სა­ქარ­თვე­ლოს. პრე­ზი­დენ­ტი? იმ­პე­რა­ტო­რი რომ და­არ­ქვა, რისი გამ­კე­თე­ბე­ლია? თუ ამას [შე­ი­წყა­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს] გა­ა­კე­თებს, მო­ვალ ამ სტუ­დი­ა­ში, მო­ვიხ­დი ბო­დიშს და ცოტა ნა­ცარს ფი­ა­ლით მო­ვი­ტან და თავ­ზე წა­ვიყ­რი. ის არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლია. ეს მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს, რო­დე­საც ბი­ძი­ნას და­ა­სან­ქცი­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ივა­ნიშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს "წი­თე­ლი ბა­რა­თი“ უწო­და.

"ახლა ისე არის წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სი­სუ­ლე­ლე­ებს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე წა­ა­წყობს. უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, მას გა­ა­ყიდ­ვი­ნე­ბენ მწვა­ნილს ბა­ზარ­ში - და­ა­სან­ქცი­რე­ბენ არამ­ხო­ლოდ მას, არა­მედ მის გა­რე­მოც­ვა­საც და ახ­ლობ­ლებს. ეს უმ­რავ­ლე­სო­ბა თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, იქი­და­ნაც ვი­ღა­ცებს ამო­კენ­კა­ვენ.

ახა­ლი სის­ტე­მა იქ­მნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში - ე.წ. ნორ­დუ­ლი კავ­ში­რი, ან­გლო-საქ­სე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა პლუს სკან­დი­ნა­ვია, უკ­რა­ი­ნა და იქ­ნებ ჩვენ შე­ვეკ­ვე­ხოთ, ოღონდ ბი­ძი­ნა­თი არ გა­მო­ვა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ბი­ძი­ნა არის "წი­თე­ლი ბა­რა­თი" სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. რაც უფრო დრო­ზე მიხ­ვდე­ბა ეს ხალ­ხი, მით უკე­თე­სია, თო­რემ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იმ ახ­ლობ­ლებ­საც გა­მო­უყ­რი­ან ქარ­თვე­ლებს და ცო­ლე­ბი ჩა­მო­უ­ვა ქმრებს, რომ მი­ეჩ­ვივ­ნენ უკვე ცო­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბას. ბი­ძი­ნა არის ავად­მყო­ფო­ბა ამ ქვეყ­ნის. სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვა არ ექ­ნე­ბა, სა­ნამ ეს კაცი იქ­ნე­ბა აქ. რად­გან შიგ­ნი­დან ვერ ვე­რე­ვით, გა­რე­დან უკვე გა­და­წყვი­ტეს. საქ­მე არის სე­რი­ო­ზუ­ლად და ეს ვე­რა­ვინ გა­ი­გო.

კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა - კაცი იყე­ნებს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ქვე­ყა­ნას. სა­ქარ­თვე­ლო­თი აშან­ტა­ჟებს და­სავ­ლეთს. ამა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა არას­დროს მომ­ხდა­რა. არ­ცერთ ხე­ლი­სუ­ფალს ქვე­ყა­ნა შან­ტა­ჟის­თვის არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ეს ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მე­ფე­ე­ბი თავს დებ­დნენ. ეს არის კაცი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­თი მა­ნი­პუ­ლი­რებს“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
0

ნაცარი კი ჯობია იმ მასას რაშიც მიტოპავ

იასე
2

შენთვის ნაცარი მკვებავი ლოსიონია....მური წაისვი სახეზე და დამწვარი საბურავის ნარჩენ მჭვარტლში გაგორდი.... კვირაში ორჯერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

"თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

თუ სალომე ზურაბიშვილი ამას [შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს] გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ცოტა ნაცარს ფიალით მოვიტან და თავზე წავიყრი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკისას სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი "იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც საქართველო მიატოვა“.

"სალომე ზურაბიშვილმა რამე ფასეული თუ გააკეთა ვითარების განსამუხტად? რა პროცესი წამოიწყო, ყავას რომ სვამდნენ იქ, "ყავახანა“ და საჭორაო რომ გახსნა? დაელოდეთ სალომეს, ვისაც მისი იმედი გაქვთ. "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ - ასეა ეს. იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც ეს ქვეყანა თავის დროზე მიატოვა. დაელოდეთ სალომეს, ის "იხსნის“ საქართველოს. პრეზიდენტი? იმპერატორი რომ დაარქვა, რისი გამკეთებელია? თუ ამას [შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს] გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს და ცოტა ნაცარს ფიალით მოვიტან და თავზე წავიყრი. ის არაფრის გამკეთებელია. ეს მაშინ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ბიძინას დაასანქცირებენ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილზე საუბრისას "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს საქართველოს "წითელი ბარათი“ უწოდა.

"ახლა ისე არის წყობიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი, რომ აბსოლუტურად სისულელეებს სისულელეებზე წააწყობს. უკეთეს შემთხვევაში, მას გააყიდვინებენ მწვანილს ბაზარში - დაასანქცირებენ არამხოლოდ მას, არამედ მის გარემოცვასაც და ახლობლებს. ეს უმრავლესობა თუ ასე გააგრძელებს, იქიდანაც ვიღაცებს ამოკენკავენ.

ახალი სისტემა იქმნება მსოფლიოში - ე.წ. ნორდული კავშირი, ანგლო-საქსები, აღმოსავლეთ ევროპა პლუს სკანდინავია, უკრაინა და იქნებ ჩვენ შევეკვეხოთ, ოღონდ ბიძინათი არ გამოვა, გამორიცხულია. ბიძინა არის "წითელი ბარათი" საქართველოსთვის. რაც უფრო დროზე მიხვდება ეს ხალხი, მით უკეთესია, თორემ უახლოეს პერიოდში იმ ახლობლებსაც გამოუყრიან ქართველებს და ცოლები ჩამოუვა ქმრებს, რომ მიეჩვივნენ უკვე ცოლების ხარჯზე ცხოვრებას. ბიძინა არის ავადმყოფობა ამ ქვეყნის. საქართველოს პერსპექტივა არ ექნება, სანამ ეს კაცი იქნება აქ. რადგან შიგნიდან ვერ ვერევით, გარედან უკვე გადაწყვიტეს. საქმე არის სერიოზულად და ეს ვერავინ გაიგო.

კატასტროფა ხდება - კაცი იყენებს თავისი ინტერესებისთვის ქვეყანას. საქართველოთი აშანტაჟებს დასავლეთს. ამაზე საშინელება არასდროს მომხდარა. არცერთ ხელისუფალს ქვეყანა შანტაჟისთვის არ გამოუყენებია. ეს ის ქვეყანაა, სადაც მეფეები თავს დებდნენ. ეს არის კაცი, რომელიც საქართველოთი მანიპულირებს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.