პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია... მე მინდა ღირსეული ევროპელობა" - ხუნდაძე მის განცხადებას მოყოლილი კრიტიკის გამო წუხს
"ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია... მე მინდა ღირსეული ევროპელობა" - ხუნდაძე მის განცხადებას მოყოლილი კრიტიკის გამო წუხს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ორი დღეა მისი ოჯა­ხი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია. მი­ზე­ზი კი პო­ლი­ტი­კო­სის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გახ­და, ხუნ­და­ძემ გა­ნა­ცახ­და, - თუკი სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ისე­თი­ვე უსა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­ი­ღებს, რო­გო­რი უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბიც რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში იყო ასა­ხუ­ლი, მა­შინ ქვე­ყა­ნამ სა­პა­სუ­ხოდ სა­მარ­თლი­ა­ნი უარი უნდა თქვა­სო, რა­საც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ...

"დღეს ევ­რო­კავ­ში­რი და მისი წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო, არას­წო­რი - არა­ვის­თვის! მი­თუ­მე­ტეს, ამ დროს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ერ­თობ­ლი­ვად, ობი­ექ­ტუ­რად, ემო­ცი­ე­ბის და ყო­ველ­გვა­რი სეგ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც. და თუკი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მეტი ხა­რის­ხი გვსურს, პა­ტი­ვი უნდა ვცეთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რსაც.

ორი დღეა გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ჩემი ოჯა­ხი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია, მხო­ლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და მისი უსაფრ­თხო­ე­ბა უპი­რა­ტე­სია და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ჩემ­თვის. თუმ­ცა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც აზრს ვერ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს! ასე­თი ბუ­ლინ­გის ქვეშ გა­ი­ა­რა ჩემ­მა ოჯახ­მა მა­ში­ნაც, რო­დე­საც "ალტ-ინ­ფოს“ ოფი­სე­ბის გახ­სნას არა­ნაკ­ლებ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა ჩემ­გან.

რა ვქნა? როცა არც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­გან ჩემი ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ზი­ა­ნო სიც­რუ­ეა მი­სა­ღე­ბი და არც პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფე­ბის "ბო­გი­ნი“. გავ­ჩუმ­დე? და­ვუ­ჯე­რო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან ამო­ვარ­დნილ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რო­მე­ლიც არც ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე და არც ტელე-წამ­ყვა­ნის მიშა მშვილ­და­ძის მო­წო­დე­ბულ ბუ­ლინგზე რე­ა­გი­რებს?!

ლომ­ჯა­რია “მიბ­რძა­ნებს” რომ გავ­ჩუმ­დე: - "რო­გორ ბე­დავ ამის თქმას?!“, მე­უბ­ნე­ბა არ­ჩე­ულ დე­პუ­ტატს. არა­და, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩემი გა­ჩუ­მე­ბაც და­ნა­შა­უ­ლია და მი­სიც!

მინ­და გკი­თხოთ, რო­მე­ლია ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტი? სი­ტყვის ამ­გვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა? როცა ბინ­ძუ­რი ენა ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლობს? თუ ერთი ჯგუ­ფის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დე­პუ­ტა­ტი­სად­მი სი­ჩუ­მის­კენ მო­წო­დე­ბა? თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ისე­თი ევ­რო­პე­ლო­ბა უნდა და­ვი­ვა­ლო, რომ ღირ­სე­ბა დავ­თმო?! მე მინ­და ღირ­სე­უ­ლი ევ­რო­პე­ლო­ბა და არა ევ­რო­პე­ლო­ბა მის გა­რე­შე!

შევ­თან­ხმდეთ ორი­ვე­ზე და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც ნა­ნატ­რი სურ­ვი­ლი ახ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი, თა­ნას­წო­რი და ღირ­სე­უ­ლი წევ­რი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ი­ზი­ა­რებს!" - წერს ხუნ­და­ძე.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ბატონო ხუნდაძე თქვენნაირი მოგალატეებისგან არის დაგუპული ეს კვეკანა თქვენი სახელიც იქნება.მიხსენიებული მოგალატეებისგან გვერდით.

ბატონო ხუნდაძე
80

ასეთო მართალი არასოდეს გითქვამთ.

ჩემი მხარდაჭერა თქვენ.

სხვა შემთხვევები მართლა "პაზორ" :-)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია... მე მინდა ღირსეული ევროპელობა" - ხუნდაძე მის განცხადებას მოყოლილი კრიტიკის გამო წუხს

"ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია... მე მინდა ღირსეული ევროპელობა" - ხუნდაძე მის განცხადებას მოყოლილი კრიტიკის გამო წუხს

"ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორი დღეა მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია. მიზეზი კი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, ხუნდაძემ განაცახდა, - თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვასო, რასაც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ...

"დღეს ევროკავშირი და მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. სწორი არჩევანი იქნება ყველასათვის სასარგებლო, არასწორი - არავისთვის! მითუმეტეს, ამ დროს ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას და გადაწყვეტილებაც ერთობლივად, ობიექტურად, ემოციების და ყოველგვარი სეგმენტაციის გარეშე უნდა იქნას მიღებული.

წესები უნდა დავიცვათ ქვეყნის შიგნითაც. და თუკი სიტყვის თავისუფლების მეტი ხარისხი გვსურს, პატივი უნდა ვცეთ საწინააღმდეგო აზრსაც.

ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც "ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან.

რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების "ბოგინი“. გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!

ლომჯარია “მიბრძანებს” რომ გავჩუმდე: - "როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც!

მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!

შევთანხმდეთ ორივეზე და ქართველი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნანატრი სურვილი ახდება, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს!" - წერს ხუნდაძე.