მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 გასვლით მატჩს თან ახლდა ბულგარელი და მაკედონელი გულშემატკივრების მიერ ფანტასტიურად შესრულებული შეძახილები "პუტინ ხუილო"... ჩვენი გულშემატკივარი რატომ დუმს?" - რა წერს დავით ქაცარავა
"2 გასვლით მატჩს თან ახლდა ბულგარელი და მაკედონელი გულშემატკივრების მიერ ფანტასტიურად შესრულებული შეძახილები "პუტინ ხუილო"... ჩვენი გულშემატკივარი რატომ დუმს?" - რა წერს დავით ქაცარავა

და­ვით ქა­ცა­რა­ვა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­სა და ბულ­გა­რე­თის ნაკ­რებს შო­რის ჩა­ტა­რე­ბულ მატჩს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მიერ სამი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მატ­ჩი­დან, 2 მატ­ჩი იყო გას­ვლა­ზე. 2 გას­ვლით მატჩს თან ახ­ლდა ბულ­გა­რე­ლი და ჩრდ. მა­კე­დო­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მიერ ფან­ტას­ტი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი "პუ­ტინ ხუ­ი­ლო" ს შე­ძა­ხი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვე­ნივ­რად ის­მო­და ეთერ­ში. ვფიქ­რობ, მას­პინ­ძლებ­მა ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი გა­ამ­ხნე­ვეს და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ..მა­მენტ, კი არა­ფე­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი რა­ტომ დუმს, ვალი არ უნდა და­ვუბ­რუ­ნოთ ჩვენს სტუმ­რებს? არა­და, გა­ას­წო­რებ­და ქარ­თულ შეს­რუ­ლე­ბა­ში პუ­ტინ ხუ­ი­ლოს მოს­მე­ნა, ხმებ­შიც გა­იშ­ლე­ბო­და და ცოტა მა­ინც გა­ვამ­ხნე­ვებ­დით უკ­რა­ი­ნე­ლებს..." - წერს და­ვით ქა­ცა­რა­ვა "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის აშა­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უეფა-ს ერთა ლი­გის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­სა და ბულ­გა­რე­თის გუნდს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა ფრედ, ან­გა­რი­შით 0:0 დას­რულ­და.

მატ­ჩი ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თა. გუნ­დე­ბის ბოლო და­პი­რის­პი­რე­ბა ბულ­გა­რე­თის ქა­ლაქ რაზგ­რად­ში 6 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 2:5 დას­რულ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა 10 ქულა და­აგ­რო­ვა და მე-4 ჯგუ­ფის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რის სტა­ტუ­სი გა­იმ­ყა­რა.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sapienti Sat
5

მიზა რომა, ზრდილი ერი ვართ. ისტე ბულგარელებს ერთი სიმღერა აქვთ ამფერი, "ხარაშა სტრანა ბალგარია, ა რასია ლუჩშე... ჩვენ რატომ არ გვაქვს ამფერი?! გეკითხები ქაცარავა!

Jiji
6

არადა, რომ შეხედავ სერიოზულ კაცს ჰგავს..!😊😏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"2 გასვლით მატჩს თან ახლდა ბულგარელი და მაკედონელი გულშემატკივრების მიერ ფანტასტიურად შესრულებული შეძახილები "პუტინ ხუილო"... ჩვენი გულშემატკივარი რატომ დუმს?" - რა წერს დავით ქაცარავა

"2 გასვლით მატჩს თან ახლდა ბულგარელი და მაკედონელი გულშემატკივრების მიერ ფანტასტიურად შესრულებული შეძახილები "პუტინ ხუილო"... ჩვენი გულშემატკივარი რატომ დუმს?" - რა წერს დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ბულგარეთის ნაკრებს შორის ჩატარებულ მატჩს ეხმიანება.

"ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მიერ სამი ჩატარებული მატჩიდან, 2 მატჩი იყო გასვლაზე. 2 გასვლით მატჩს თან ახლდა ბულგარელი და ჩრდ. მაკედონელი გულშემატკივრების მიერ ფანტასტიურად შესრულებული, ორკესტრირებული "პუტინ ხუილო" ს შეძახილები, რომლებიც მშვენივრად ისმოდა ეთერში. ვფიქრობ, მასპინძლებმა ამ შეძახილებით ჩვენი ნაკრები გაამხნევეს და უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურნენ..მამენტ, კი არაფერი, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი რატომ დუმს, ვალი არ უნდა დავუბრუნოთ ჩვენს სტუმრებს? არადა, გაასწორებდა ქართულ შესრულებაში პუტინ ხუილოს მოსმენა, ხმებშიც გაიშლებოდა და ცოტა მაინც გავამხნევებდით უკრაინელებს..." - წერს დავით ქაცარავა "ფეისბუქში".

ცნობისთვის, ქართველების აშაკარა უპირატესობის მიუხედავად, უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებსა და ბულგარეთის გუნდს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართა. გუნდების ბოლო დაპირისპირება ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში 6 ივნისს გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:5 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და მე-4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი გაიმყარა.