პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს?" - მეუფე იაკობი
"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს?" - მეუფე იაკობი

"ევ­რო­პას ასე რო­გორ და­ვე­ლა­პა­რა­კო­თო, თუ არას­წო­რად იქ­ცე­ვა, არ ვე­ტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს? სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ჩვე­ნი სის­ხლით მოვ­დი­ვართ და კიდე უნ­დათ, რომ სის­ხლში გაგ­ვსვა­რონ?", - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, ის და­ე­ლო­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუხს, იქამ­დე კი "ისურ­ვებს, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ“.

"კი­დევ რუ­სეთ­თან მარ­ტო გვტო­ვე­ბენ? დავ­რჩე­ბით და დავ­რჩეთ, ძა­ლით ხომ ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ეტყვი. თუ ახლა გამ­ყი­დი, მე­რეც გამ­ყი­დი. ამი­ტომ, და­ვე­ლო­დე­ბი მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ვუ­სურ­ვებ მათ, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ. უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას ვუ­სურ­ვებ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ღოთ. სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ არ იმ­სა­ხუ­რებს? გინდ მთავ­რო­ბა და ოპო­ზი­ცია რომ ავი­ღოთ, ორი­ვე სჯობს მათ მთავ­რო­ბებ­სა და ოპო­ზი­ცი­ას. ისი­ნიც იჭე­რენ პრე­ზი­დენ­ტებს. ისი­ნი, თურ­მე, სა­მარ­თლი­ა­ნად იჭე­რენ და ჩვენ­თან კიდე, ვინ უნდა გა­და­მი­წყვი­ტოს მე, სწო­რედ იჭე­რენ თუ არა, თუმ­ცა არა­ვინ მინ­და, რომ ცი­ხე­ში იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე.

"რა უნ­დო­და რომ მო­დი­ო­და? რის­თვის მო­დი­ო­და? ზის და ტი­რის ახლა, ტი­რით ყვე­ლა­ნი, გა­მო­უშ­ვი­თო, მე და­ვი­ჭი­რე? რო­გორც სა­ცო­და­ვი და სა­წყა­ლი კაცი, ცი­ხი­დან გა­საგ­დე­ბია. მა­შინ ნუ­ღარ იტყვით, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი­აო. თქვით, რომ ეში­ნია, ში­შე­ბი აქვს და არ უნდა ცი­ხე­ში. სხვე­ბიც გა­ვუშ­ვათ, ვი­საც არ უნდა ცი­ხე­ში და გა­მო­ვუშ­ვათ ყვე­ლა. მარ­ტო მიშა რა­ტომ? რა აქვს ისე­თი გა­კე­თე­ბუ­ლი? ბოლო წლებ­ში გა­ფუ­ჭე­ბის გარ­და რას აკე­თებს? ჩემ­თვის გა­ფუ­ჭე­ბის გარ­და არა­ფერს აკე­თებს. შე­მიძ­ლია ისიც გა­ვიხ­სე­ნო, ვა­შინგტონ­ში ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რო­გორ აფა­სებ­დნენ. თუ არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, ამას ცოტა ხან­ში სა­ხალ­ხოდ ვი­ტყვი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
7

იქით ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიას გვიკეტავს,აქეთ იაკობი ევროპას.

 

ჰმ
3

ევროპაზე ობიექტური მოსაზრების გამოთქმა არ ნიშნავს რუსეთის სიყვარულს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს?" - მეუფე იაკობი

"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს?" - მეუფე იაკობი

"ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? საუკუნეებია ჩვენი სისხლით მოვდივართ და კიდე უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ის დაელოდება ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს, იქამდე კი "ისურვებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“.

"კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ მათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე.

"რა უნდოდა რომ მოდიოდა? რისთვის მოდიოდა? ზის და ტირის ახლა, ტირით ყველანი, გამოუშვითო, მე დავიჭირე? როგორც საცოდავი და საწყალი კაცი, ციხიდან გასაგდებია. მაშინ ნუღარ იტყვით, მესამე პრეზიდენტიაო. თქვით, რომ ეშინია, შიშები აქვს და არ უნდა ციხეში. სხვებიც გავუშვათ, ვისაც არ უნდა ციხეში და გამოვუშვათ ყველა. მარტო მიშა რატომ? რა აქვს ისეთი გაკეთებული? ბოლო წლებში გაფუჭების გარდა რას აკეთებს? ჩემთვის გაფუჭების გარდა არაფერს აკეთებს. შემიძლია ისიც გავიხსენო, ვაშინგტონში ცნობილი პოლიტიკოსები როგორ აფასებდნენ. თუ არ გაჩერდებიან, ამას ცოტა ხანში სახალხოდ ვიტყვი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.