საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას... ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ..ეგება გესიამოვნოთ კიდეც" - ზურა შევარდნაძე
"არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას... ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ..ეგება გესიამოვნოთ კიდეც" - ზურა შევარდნაძე

"გარ­დე­ნი­ას" მფლო­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იღებ­დეს გა­ნათ­ლე­ბას.

"არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იღებ­დეს გა­ნათ­ლე­ბას. პრო­ფე­სი­ე­ბი აით­ვი­სეთ, ხე­ლით შრო­მა ის­წავ­ლეთ, ჩა­დე­ქით ბა­ღებ­ში, ბოსტნებ­ში იმუ­შა­ვეთ..

ეგე­ბა გე­სი­ა­მოვ­ნოთ კი­დეც შე­დეგს რომ და­ი­ნა­ხავთ, თქვე­ნი ნაშ­რო­მის­გან მი­ღე­ბულ მო­სა­ვალს მი­ი­ღებთ. რად უნდა ამას ამ­დე­ნი ამ­ბა­ვი?!" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

  • ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. თსუ-დან გავ­რცელ­და მძი­მედ სა­ნა­ხა­ვი კად­რე­ბი, სა­დაც ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე კი ჩან­და, თუ რო­გორ მიჰ­ყავ­დათ სტუ­დენ­ტებს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, თსუ-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ხო­მე­რი­კი.

სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ.რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

იმ სტუდენტებთან დაკავშირებით რა უნდა ვთქვა... საშინელებაა, მაგრამ ამისი გამოსვლა- ყველამ ხომ არ უნდა მიიღოს განათლებაო... საინტერესოა, ის გარდენია, ანუ ტერიტორია, საიდან მიიღო, რა ფასად... ვინმემ იცის? ააწყო თვითონ ბიზნესი და სხვებს მოძღვრავს...

ნენო
1

საქართველოში რომ გაამკაცრო ერთიანი ეროვნული გამოცდები და გარეთ დატოვო აბიტურიენტების ნაწილი, მერე ნახეთ, რა ამბავი ატყდება! უნდათ დიპლომები? კი, ბატონო, გადაიხადეთ ფული და უნივერსიტეტიც მოგცემთ დიპლომს. ცოდნაზე ისედაც ძალიან ბევრს არა აქვს პრეტენზია. როგორ გამოიყენებთ მაგ დიპლომს, ეგ სხვა საქმეა. უმაღლესი განათლება დღეს ბიზნესია, ვერ მიხვდით? ამიტომაც არის ამდენი უმაღლესი სასწავლებელი. რეფორმის მიხედვით ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები აქამდე უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ რაღაცნაირად კიდევ ინარჩუნებენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას... ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ..ეგება გესიამოვნოთ კიდეც" - ზურა შევარდნაძე

"არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას... ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ..ეგება გესიამოვნოთ კიდეც" - ზურა შევარდნაძე

"გარდენიას" მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ აუცილებელი არაა, ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას.

"არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას. პროფესიები აითვისეთ, ხელით შრომა ისწავლეთ, ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ..

ეგება გესიამოვნოთ კიდეც შედეგს რომ დაინახავთ, თქვენი ნაშრომისგან მიღებულ მოსავალს მიიღებთ. რად უნდა ამას ამდენი ამბავი?!" - წერს შევარდნაძე.

  • ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საზოგადოების განხილვის საგანია. თსუ-დან გავრცელდა მძიმედ სანახავი კადრები, სადაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო აღბეჭდილი.

ერთ-ერთ ვიდეოზე კი ჩანდა, თუ როგორ მიჰყავდათ სტუდენტებს ძალის გამოყენებით, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი.

სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ.როგორც ირკვევა, ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.