პარტნიორები:
    ავტორი:

    ავარია ახმეტაში - გარდაცვლილია პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის შვილი

    ავარია ახმეტაში - გარდაცვლილია პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის შვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა.

    მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს.

    გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია.

    შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.