საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პეკინის სახლი გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ... შვილიშვილების დამსახურებით, ბინაში სწრაფ ტემპში გადმოვედი" - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?
"პეკინის სახლი გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ... შვილიშვილების დამსახურებით, ბინაში სწრაფ ტემპში გადმოვედი" - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?

ვა­კის პარ­კის მხრი­დან აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე რომ შე­უხ­ვევთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­მაღ­ლე­ბულ­ზე მდგო­მი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი არ შე­ამ­ჩნი­ოთ, რო­მელ­საც ისე­თი შე­სას­ვლე­ლი აქვს, ნამ­დვი­ლად ვერ იფიქ­რებთ, თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­ვდით. სა­დარ­ბა­ზო - ეს სი­ტყვა ნამ­დვი­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ სივ­რცეს, სა­დაც კონ­სი­ერ­ჟი გუ­ლი­თა­დად გხვდე­ბა და მი­გას­წავ­ლის, საით უნდა წახ­ვი­დე კონ­კრე­ტულ მო­ბი­ნად­რეს­თან მო­სახ­ვედ­რად. ლიფ­ტამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა დიდი და ლა­მა­ზი სარ­კე­ე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი.

ამ სი­ლა­მა­ზის თვა­ლი­ე­რე­ბით გარ­თუ­ლი მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავე­დი, სა­დაც ჩემი მას­პინ­ძე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და მუ­დამ მო­ღი­მა­რი ირმა სო­ხა­ძე ხა­ლი­სით შე­მო­მე­გე­ბა. რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი სწო­რედ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით და­ვი­წყეთ:

- ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი კორ­პუ­სია სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­დარ­ბა­ზო - ამ სი­ტყვას ნამ­დვი­ლად ამარ­თლებს ჩვე­ნი შე­მო­სას­ვლე­ლი. ამ ტი­პის სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი მხო­ლოდ ძველ სახ­ლებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად, სო­ლო­ლაკ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სახ­ლებს, ძი­რი­თა­დად, პა­ტა­რა სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი აქვს, ყო­ვე­ლი კვად­რა­ტუ­ლის ეკო­ნო­მი­ას აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი უფრო დიდი იყოს. ჩვე­ნი კორ­პუ­სის მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია ყო­ჩა­ღი აღ­მოჩ­ნდა ამ მხრივ და არა მარ­ტო სა­დარ­ბა­ზო, სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბიც კარ­გად აქვთ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

რა­ტომ დაბ­რუნ­და ვა­კე­ში სა­ბურ­თა­ლო­ზე 45-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ?

- მე და­ვი­ბა­დე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, შემ­დეგ გად­მო­ვე­დით აბა­ში­ძე­ზე და აქ გა­ვა­ტა­რე მთე­ლი ბავ­შვო­ბა. 47 წლის წინ რომ გავ­თხოვ­დი, ჩემი მე­უღ­ლე, რეზო, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სა­ბურ­თა­ლო­ზე, კერ­ძოდ, პე­კინ­ზე და ბუ­ნებ­რი­ვია, იქ გა­და­ვე­დი. სა­ბურ­თა­ლო შე­მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან და რო­დე­საც დად­გა დრო, რომ მე და რეზო ცალ­კე უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად, ბახ­ტრი­ონ­ზე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი. ახ­ლაც გული მიჩ­ქარ­დე­ბა პე­კინ­ზე და ბახ­ტრი­ონ­ზე რომ გა­ვივ­ლი, მიყ­ვარს ყვე­ლა კუ­თხე, ყვე­ლა გოჯი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 45 წელი ვი­ცხოვ­რე იქ.

ფოტო: ჟურ­ნა­ლი "შინი"

ბახ­ტრი­ონ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ, პე­კი­ნის სახ­ლი გავ­ყი­დეთ და მომ­გე­ბი­ან ფა­სად, პე­კინ­ზე­ვე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში 200 კვად­რა­ტულ­ზე მეტი ფარ­თი ვი­ყი­დეთ მე-12 სარ­თულ­ზე, მაგ­რამ რომ ავე­დი და ვნა­ხე, მივ­ხვდი, იქ ვე­რას­დროს ვი­ცხოვ­რებ­დი. ან რად გვინ­დო­და ამ­ხე­ლა ფარ­თი, გო­გო­ე­ბი უკვე გა­თხო­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ, მე და რე­ზოს კი ამ­ხე­ლა სახ­ლი არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბო­და. ერთ დღეს მი­რე­კავს ჩემი მე­გო­ბა­რი და მე­უბ­ნე­ბა, შენ იმ ფართს მა­ინც არ გა­მო­ი­ყე­ნებ, მოდი, გა­ყი­დე, აბა­ში­ძე­ზე შენ­დე­ბა ახა­ლი კორ­პუ­სი და იქ იყი­დე, თან დედ-მა­მის გვერ­დით და ჩვენ­თან უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბიო. ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ვა­კე­ში ცხოვ­რობს და უნ­დო­დათ, მეც აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

დავ­ფიქ­რდი, მი­ვე­დი, პრო­ექ­ტი ვნა­ხე და გავ­გიჟ­დი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­ხიბ­ლა იმან, რომ ეზო­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო აუზი. ფა­სიც მი­სა­ღე­ბი გახ­ლდათ, საკ­მა­ოდ იაფი ღირ­და და ვი­ყი­დეთ. ასე­თი ჭკვი­ა­ნუ­რი ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ვგიჟ­დე­ბი, ისე მომ­წონს და მიყ­ვარს ეს სახ­ლი.

ფოტო: ჟურ­ნა­ლი "შინი"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კორ­პუ­სი ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, ძა­ლი­ან მშვი­დი სახ­ლია. რე­მონ­ტი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თე, არ­სად მეჩ­ქა­რე­ბო­და, როცა ფული მქონ­და, ვა­კე­თებ­დი. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ჭკუ­ი­თა და გე­მოვ­ნე­ბი­თაა შერ­ჩე­უ­ლი, არ მყო­ლია დი­ზა­ი­ნე­რი. ძი­რი­თა­დი დე­ტა­ლე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ აქ გად­მოს­ვლას არ ვჩ­ქა­რობ­დით მა­ინც. ბახ­ტრი­ონ­ზე გა­და­სა­რე­ვად ვი­ყა­ვით, რა გვეჩ­ქა­რე­ბა გა­დას­ვლა-თქო, ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი - ად­რი­ა­ნი და მაქ­სი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბახ­ტრი­ონ­ზე ყვე­ლას გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და მო­თავ­სე­ბა და სას­წრა­ფოდ გა­დავ­წყვი­ტეთ გად­მოს­ვლა. ვი­ყი­დე ფარ­დე­ბი, წა­მო­ვი­ღე ჩემი ელექტრო­პი­ა­ნი­ნო და გად­მო­ვე­დით, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ ზა­ფხულს სწრაფ ტემპში გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ ამ ბი­ნა­ში, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
2

 მშვიდობაში, ბედნიერებაში, ახალი ბუდე...

მერაბი
19

ბევრმა ხელოვანმა ჯერ ხალხის სიყვარული დაიმსახურა, მერე კი საგინებლად გაიხადა თავი,ეს სამწუხაროდ გრძელი სიაა და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ქალ-ნი ირმაც მათ რიგებს შეუერთდა მისი თითოეული გამოჩენა გულის ამრევია ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო , არაფერი გვეშველება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"პეკინის სახლი გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ... შვილიშვილების დამსახურებით, ბინაში სწრაფ ტემპში გადმოვედი" - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?

"პეკინის სახლი გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ... შვილიშვილების დამსახურებით, ბინაში სწრაფ ტემპში გადმოვედი" - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?

ვაკის პარკის მხრიდან აბაშიძის ქუჩაზე რომ შეუხვევთ, შეუძლებელია, შემაღლებულზე მდგომი მრავალსართულიანი კორპუსი არ შეამჩნიოთ, რომელსაც ისეთი შესასვლელი აქვს, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, თუ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხვდით. სადარბაზო - ეს სიტყვა ნამდვილად შეესაბამება იმ სივრცეს, სადაც კონსიერჟი გულითადად გხვდება და მიგასწავლის, საით უნდა წახვიდე კონკრეტულ მობინადრესთან მოსახვედრად. ლიფტამდე მისასვლელი გზა დიდი და ლამაზი სარკეებითაა დამშვენებული.

ამ სილამაზის თვალიერებით გართული მეორე სართულზე ავედი, სადაც ჩემი მასპინძელი, პოზიტიური და მუდამ მოღიმარი ირმა სოხაძე ხალისით შემომეგება. რესპონდენტთან საუბარი სწორედ პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- ძალიან კომფორტული კორპუსია საცხოვრებლად. სადარბაზო - ამ სიტყვას ნამდვილად ამართლებს ჩვენი შემოსასვლელი. ამ ტიპის სადარბაზოები მხოლოდ ძველ სახლებშია შემორჩენილი, მაგალითად, სოლოლაკში. თანამედროვე სახლებს, ძირითადად, პატარა სადარბაზოები აქვს, ყოველი კვადრატულის ეკონომიას აკეთებენ იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართი უფრო დიდი იყოს. ჩვენი კორპუსის მშენებელი კომპანია ყოჩაღი აღმოჩნდა ამ მხრივ და არა მარტო სადარბაზო, სხვა ინფრასტრუქტურული დეტალებიც კარგად აქვთ დაგეგმილი და განხორციელებული.

რატომ დაბრუნდა ვაკეში საბურთალოზე 45-წლიანი ცხოვრების შემდეგ?

- მე დავიბადე ჭავჭავაძეზე, შემდეგ გადმოვედით აბაშიძეზე და აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 47 წლის წინ რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, რეზო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე, კერძოდ, პეკინზე და ბუნებრივია, იქ გადავედი. საბურთალო შემიყვარდა ძალიან და როდესაც დადგა დრო, რომ მე და რეზო ცალკე უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად, ბახტრიონზე შევაჩერეთ არჩევანი. ახლაც გული მიჩქარდება პეკინზე და ბახტრიონზე რომ გავივლი, მიყვარს ყველა კუთხე, ყველა გოჯი. წარმოიდგინეთ, 45 წელი ვიცხოვრე იქ.

ფოტო: ჟურნალი "შინი"

ბახტრიონზე გადასვლის შემდეგ, პეკინის სახლი გავყიდეთ და მომგებიან ფასად, პეკინზევე მშენებარე კორპუსში 200 კვადრატულზე მეტი ფართი ვიყიდეთ მე-12 სართულზე, მაგრამ რომ ავედი და ვნახე, მივხვდი, იქ ვერასდროს ვიცხოვრებდი. ან რად გვინდოდა ამხელა ფართი, გოგოები უკვე გათხოვილები იყვნენ, მე და რეზოს კი ამხელა სახლი არაფერში გვჭირდებოდა. ერთ დღეს მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, შენ იმ ფართს მაინც არ გამოიყენებ, მოდი, გაყიდე, აბაშიძეზე შენდება ახალი კორპუსი და იქ იყიდე, თან დედ-მამის გვერდით და ჩვენთან უფრო ახლოს იქნებიო. ჩემი ყველა მეგობარი ვაკეში ცხოვრობს და უნდოდათ, მეც აქ ვყოფილიყავი.

დავფიქრდი, მივედი, პროექტი ვნახე და გავგიჟდი. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეზოში უნდა ყოფილიყო აუზი. ფასიც მისაღები გახლდათ, საკმაოდ იაფი ღირდა და ვიყიდეთ. ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი.

ფოტო: ჟურნალი "შინი"

მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან მშვიდი სახლია. რემონტი კარგა ხნის განმავლობაში ვაკეთე, არსად მეჩქარებოდა, როცა ფული მქონდა, ვაკეთებდი. ყველაფერი ჩემი ჭკუითა და გემოვნებითაა შერჩეული, არ მყოლია დიზაინერი. ძირითადი დეტალები უკვე დასრულებული იყო, მაგრამ აქ გადმოსვლას არ ვჩქარობდით მაინც. ბახტრიონზე გადასარევად ვიყავით, რა გვეჩქარება გადასვლა-თქო, ვფიქრობდი, მაგრამ ზაფხულში ჩემი შვილიშვილები - ადრიანი და მაქსი ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბახტრიონზე ყველას გაგვიჭირდებოდა მოთავსება და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ გადმოსვლა. ვიყიდე ფარდები, წამოვიღე ჩემი ელექტროპიანინო და გადმოვედით, მათი დამსახურებაა, რომ ამ ზაფხულს სწრაფ ტემპში გადმოვინაცვლეთ ამ ბინაში, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ..წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები