Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარდეს" - "ალტ ინფო“ "თბილისი პრაიდზე“
"მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარდეს" - "ალტ ინფო“ "თბილისი პრაიდზე“

პარ­ტია "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა ალტ-ინ­ფოს“ გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში 2 ივ­ლისს "თბი­ლის პრა­ი­დი“ არ ჩა­ტარ­დეს.

პარ­ტი­ის გან­მარ­ტე­ბით, არ იღე­ბენ არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­დე­ბა მათ მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზე.

"ხდე­ბა ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბის, მომ­ხრე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია და არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი მომ­ხრე­ე­ბის. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ ჩა­ტარ­დეს ისე­ვე, რო­გორც ეს ვერ ჩა­ტარ­და 5 ივ­ლისს“, - აცხა­დე­ბენ "კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში“.

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მი­მარ­თავს "ალტ-ინ­ფოს“ კი­დევ ერთი წევ­რი ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე.

"წელ­საც 100%-იანი რე­აქ­ცია იქ­ნე­ბა და მე მგო­ნი, ამას ყვე­ლა ხვდე­ბა. თუ ვინ­მეს, ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ოდ­ნავ მა­ინც თავ­ში ჭკუა აქვთ, მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით ისე გა­რეთ, სჯობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­უქ­მონ.თუ ისი­ნი ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მა­ინც წავ­ლენ, ჩვენ მო­ვახ­დენთ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის სრულ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ვიქ­ნე­ბით ქუ­ჩა­ში“, - აცხა­დებს მა­ხა­რა­ძე.

გარ­და ამი­სა, რო­გორც "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა ალტ-ინ­ფო­ში“ ამ­ბო­ბენ, მო­ამ­ზა­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აიკ­რძა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის სა­ჯა­რო დე­მონ­სტრი­რე­ბა. მათი გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტში ორ­შა­ბათს შე­ი­ტა­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თიკა
7

თქვენ უფრო აპიარებთ ლგბტ თემს, ვიდრე ლგბტელები.... თქვენ რომ არა წარმოდგენა არ მქონდა რას წარმოადგენდნენ. ნეტა სხვა პრობლემებს რატომ ვერ ხედავთ???

"აუცილებელია ტ ა ბ უ"
15

ტაბუ დაედოს ყველაფერს სადაც კი ევროპული "თავისუფლებაა"და გადავიდეთ "სირიულ"მოდელზე ესე უფრო შევინარჩუნებთ "იდენტობასაც" და "პრორუსულობასაც"! სკოლებში შთავუნერგოთ ბავშვებს რომ,ევროპა "ხიხია"! აიკრძალოს იუთუბი და ჩამოერთვას აიფონები ბავშვებს,"რათა შევინარჩუნოთ იდენტობა".სიწმინდე რომ შევინარჩუნოთ,გაირიცხოს სკოლებიდან არაქალიშვილები და უმაღლესი სასწავლებლებიდან გაუთხოვარი არაქალიშვილები! ერთი სიტყვით,კიდევ ბევრი "ველურობის" მოფიქრება შეიძლება,რათა ალტ ინფოს დახმარებით არქიფომ შეინარჩუნოს "პალაჟენია"!

ავტორი:

"მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარდეს" - "ალტ ინფო“ "თბილისი პრაიდზე“

"მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარდეს" - "ალტ ინფო“ "თბილისი პრაიდზე“

პარტია "კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს“ განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში 2 ივლისს "თბილის პრაიდი“ არ ჩატარდეს.

პარტიის განმარტებით, არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას იმის შესახებ, თუ რა მოხდება მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე.

"ხდება ჩვენი რესურსების, მომხრეების მობილიზაცია და არამხოლოდ ჩვენი მომხრეების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია იმ ადამიანებისა, ვისთვისაც მიუღებელია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ისევე, როგორც ეს ვერ ჩატარდა 5 ივლისს“, - აცხადებენ "კონსერვატიულ პარტიაში“.

"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს "ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ მახარაძე.

"წელსაც 100%-იანი რეაქცია იქნება და მე მგონი, ამას ყველა ხვდება. თუ ვინმეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორებს ოდნავ მაინც თავში ჭკუა აქვთ, მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ, სჯობს, რომ ეს ყველაფერი გააუქმონ.თუ ისინი ამ პროვოკაციაზე მაინც წავლენ, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას და ვიქნებით ქუჩაში“, - აცხადებს მახარაძე.

გარდა ამისა, როგორც "კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოში“ ამბობენ, მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოში აიკრძალება ნებისმიერი ფორმის სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირება. მათი განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში ორშაბათს შეიტანენ.