საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილის მიდგომა სიმშვიდის შენარჩუნებაა - შეეგუა კიდეც ამ ზეწოლას" - რას ამბობს ივანიშვილის ადვოკატი რეზოლუციაზე?
"ბიძინა ივანიშვილის მიდგომა სიმშვიდის შენარჩუნებაა - შეეგუა კიდეც ამ ზეწოლას" - რას ამბობს ივანიშვილის ადვოკატი რეზოლუციაზე?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მშვი­დად უდ­გე­ბა ამ საქ­მეს, შე­ე­გუა კი­დეც, მაგ­რამ შე­ე­გუა არა უსა­მარ­თლო­ბას, არა­მედ, იო­ლად შე­ე­გუა ამ ზე­წო­ლას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ვიქ­ტორ ყი­ფი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ყი­ფი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ვინც ივა­ნიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ავ­ტო­რია, მისი ფსი­ქო­ტი­პა­ჟის გათ­ვლა­ში შეც­დო­მა და­უშ­ვა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სტი­ლი და მიდ­გო­მა საქ­მი­სად­მი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. ეს სიმ­შვი­დე ჩვენს გუნ­დზეც გად­მო­დის, რომ აკა­დე­მი­უ­რად, დინ­ჯად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად მი­ვუდ­გეთ საქ­მეს. გარ­და ამი­სა, მან, ვინც ამ ზე­წო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ავ­ტო­რი, ინი­ცი­ა­ტო­რი, ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რია, თით­ქოს­და შეც­დო­მა და­უშ­ვა ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის ფსი­ქო­ტი­პა­ჟის გათ­ვლა­ში. ჩემი წარ­მოდ­გე­ნით, რო­გორც საქ­მის შიგ­ნი­დან მა­ყუ­რებ­ლის და თა­ნა­მო­ნა­წი­ლი­სა, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მშვი­დად უდ­გე­ბა ამ საქ­მეს.

შე­ე­გუა კი­დეც, მაგ­რამ შე­ე­გუა არა უსა­მარ­თლო­ბას, არა­მედ, იო­ლად შე­ე­გუა ამ ზე­წო­ლას. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მხო­ლოდ კა­ნო­ნის ენით, მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბით ჩვენ ბო­ლო­ში გა­ვალთ. გვქონ­და და გვაქვს საქ­მე­ზე პროგ­რე­სი. არა­ერ­თი პროგ­რე­სი და გან­ვი­თა­რე­ბაა ამ საქ­მის ირ­გვლივ ისე­თი, რო­მე­ლიც მოყ­ვა­რეს გულს გა­უ­კე­თებს და მო­შურ­ნეს კი მო­უ­წევს გაწ­ბი­ლე­ბა იმ შე­დე­გით, რომ­ლის მო­ლო­დინ­შიც ვართ არ­ცთუ შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ყი­ფი­ან­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:59 / 09-06-2022

"რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას?" - რას აცხადებს კობახიძე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე რეზოლუციაში შეტანილ მოწოდებაზე

21:33 / 09-06-2022

"ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული" - სააკაშვილი რეზოლუციას ეხმაურება

08:42 / 10-06-2022

"ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ - დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია" - კრამონი

15:26 / 10-06-2022

"კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან... " - გია ხუხაშვილი

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, სა­დაც დე­პუ­ტა­ტე­ბი ევ­რო­პულ საბ­ჭოს მო­უ­წო­დე­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლოს. ტექ­სტის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის გამო, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს და კონ­ტრო­ლის დო­ნე­ზე, რო­მელ­საც ის ახორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბა­სა და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ დევ­ნა­ზე.

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ti
18

არ ვიცი როგორი პოლიტიკოსი იყო,სწორი გადაწყვეტილება მიიღო რომ წავიდა პოლიტიკიდან,მაგრამ როგორც ქველმოქმედი ,ნამდვილად დიდი საქმე გაუკეთა ქვეყანას და კიდეც აგრძელებს მას.ქვეყანა რომ არ გიყვარდეს,ამას არ გააკეთებ!არ მახსენდება სხვა ვინმე უახლეს ისტორიაში მსგავსი ქველმოქმედი!დანახვა უნდა შევძლოთ!

უმადურობა
12

როგორ შეატოვეს ბატონი ბიძინა ქორებს. ვინც გაამდიდრა ბატონმა ბიძინამ, ყველა გაყურსულია და ჩირგვებში ზის. ყველამ ისარგებლა მისი ქონებით, მოვიდნენ პარლამენტში, მთავრობაში, დააძღეს ოჯახები, გახდნენ მილიონერები და ახლა ფეხებზე კიდიათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის მიდგომა სიმშვიდის შენარჩუნებაა - შეეგუა კიდეც ამ ზეწოლას" - რას ამბობს ივანიშვილის ადვოკატი რეზოლუციაზე?

"ბიძინა ივანიშვილის მიდგომა სიმშვიდის შენარჩუნებაა - შეეგუა კიდეც ამ ზეწოლას" - რას ამბობს ივანიშვილის ადვოკატი რეზოლუციაზე?

ბიძინა ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ვინც ივანიშვილზე ზეწოლის განმახორციელებელი და ავტორია, მისი ფსიქოტიპაჟის გათვლაში შეცდომა დაუშვა.

"ბიძინა ივანიშვილის სტილი და მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეს სიმშვიდე ჩვენს გუნდზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. გარდა ამისა, მან, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი, ინიციატორი, ან რეალიზატორია, თითქოსდა შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს.

შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი. არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურნეს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დეპუტატები ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

ასევე ნახეთ: