სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორპუსის ბინაში ჯდომას აქ წამოსვლა ვამჯობინე - ფიზიკური აქტივობა მიწათმოქმედებით ჩანაცვლდა" - თბილისიდან აგარაკზე გადასახლებული მაკა ძაგანიას შეცვლილი სტილი
"კორპუსის ბინაში ჯდომას აქ წამოსვლა ვამჯობინე - ფიზიკური აქტივობა მიწათმოქმედებით ჩანაცვლდა" - თბილისიდან აგარაკზე გადასახლებული მაკა ძაგანიას შეცვლილი სტილი

მსა­ხი­ო­ბი მაკა ძა­გა­ნია ბოლო დროს, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას აქ­ტი­უ­რად მის­დევს. პან­დე­მი­ის დროს, თბი­ლი­სი­დან აგა­რაკ­ზე გა­და­სახ­ლე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა უკვე ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბაც გა­და­წყვი­ტა... მაკა ძა­გა­ნი­ას ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს...

- გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი ნაკ­ლე­ბად ვარ, მე­ტიც - სა­ლო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა. სულ ამის გამო დამ­ცი­ნი­ან, რომ სა­ლონ­ში მის­ვლას სახ­ლში "წა­თხიპვ­ნა" მირ­ჩევ­ნია (თმის შე­ღებ­ვა ახლა უკვე მჭირ­დე­ბა - ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჭა­ღა­რა "წა­მო­ვი­და"). ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხის კან­ზე ზრუნ­ვაა: მშრა­ლი კანი მაქვს. ბა­ნა­ო­ბის მერე ძა­ლი­ან იჭი­მე­ბა, ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლურ ზეთს ან კა­რაქს ვი­ყე­ნებ...

- სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა რო­დის გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ?

- ალ­ბათ, ეს მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა არ არის - ეს ყვე­ლა გო­გოს და ბიჭს ემარ­თე­ბა, როცა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გა­და­დის და უკვე ხვდე­ბა, რომ ქალ­დე­ბა ან კაც­დე­ბა. იმ დროს ადა­მი­ა­ნი ცო­ტა­თი უფრო მე­ტად იპ­რან­ჭე­ბი, სხვა­ნა­ი­რად იქ­ცე­ვი და ცდი­ლობ, სხვა­ნა­ი­რად ჩა­იც­ვა... მე ეს პე­რი­ო­დი და­ახ­ლო­ე­ბით 16 წლი­სას და­მიდ­გა, ანუ ცო­ტა­თი უფრო გვი­ან, ვიდ­რე ახ­ლან­დელ ახალ­გაზ­რდო­ბას. მა­ნამ­დე "რე­ზი­ნო­ბა­ნას" ვთა­მა­შობ­დი.

- თქვენ­თვის ამ პე­რი­ო­დის გვი­ან დად­გო­მა რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ხომ იცით, ადრე ამ­ბობ­დნენ, რა­ტომ იყო რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ბავ­შვი გო­ნე­ბა­ჩ­ლუნ­გიო (იცი­ნის)? ჩვე­ნი მო­ზარ­დო­ბი­სას კი­დევ სხვა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცია გახ­ლდათ: ვერ ვხე­დავ­დით, მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბო­და, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ არ გა­დი­ო­დი, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა მსოფ­ლი­ოს უყუ­რებს. ჩემი აზ­რით, ბევ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, ვიდ­რე ჩვენ გვქონ­და - უფრო მეტი იცი­ან, ვიდ­რე მათ ასაკ­ში ჩვენ ვი­ცო­დით...

- ბა­ლე­რი­ნო­ბის შემ­დეგ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რიტ­მი შე­იც­ვა­ლა თუ დღემ­დე ვარ­ჯი­შობთ?

- ბა­ლე­რი­ნო­ბას თავი რომ და­ვა­ნე­ბე, "ფეხი აღარ გა­მინ­ძრე­ვია", სა­ნამ არ დამ­ჭირ­და. ეტყო­ბა, ამ­დე­ნი ვარ­ჯი­ში და შრო­მა იმ­დე­ნად ყელ­ში ამო­სუ­ლი მქონ­და, რომ რო­გორც კი შე­ვეშ­ვი, მივ­ხვდი, აღარ მინ­დო­და, თუმ­ცა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენტს ცეკ­ვას გას­წავ­ლი­ან - ქარ­თულ­საც, სა­ხა­სი­ა­თო­საც... ამი­ტომ სულ ვარ­ჯი­შობ. შემ­დეგ, ცეკ­ვა სპექ­ტაკ­ლებ­შიც გჭირ­დე­ბა. სულ ფორ­მა­ში ყოფ­ნა გი­წევს. თან, 2003 წლი­დან 2006-მდე ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლის - დოდო ჩო­გო­ვა­ძის ასის­ტენ­ტი გახ­ლდით. მერე "ილი­ა­უნ­ში" ვას­წავ­ლი­დი ცეკ­ვას... როცა ას­წავ­ლი, მოს­წავ­ლე­ებს უნდა აჩ­ვე­ნო, რა რო­გორ გა­ა­კე­თონ. ამი­ტომ მათ­თან ერ­თად, მეც სულ ვვარ­ჯი­შობ­დი, სხვა გზა რომ არ მქონ­და.

- სხე­უ­ლის ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის ახლა რო­გორ ზრუ­ნავთ?

- ჩემი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბით ჩა­ნაც­ვლდა. რაკი ვიცი, კუნ­თე­ბი რო­გორ უნდა ამუ­შაო, გა­წე­ლო, ვხვდე­ბი, რომ რა­საც ვა­კე­თებ, მა­გა­ლი­თად - და­ბარ­ვის, მო­თოხ­ნის, მო­ფო­ცხვის დროს, ბევ­რად მეტი კუნ­თი მუ­შა­ობს და ბევ­რად მეტ კა­ლო­რი­ა­საც წვავ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "სთო­რიც" მედო: თუ გინ­დათ, ზედ­მე­ტი კა­ლო­რი­ე­ბი დაწ­ვათ, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბით უნდა და­კავ­დეთ-მეთ­ქი. მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ზი­კუ­რი შრო­მაა: თან, ყვე­ლა კუნ­თი მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა (იცი­ნის)...

- მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ რამე ინ­ფორ­მა­ცია გქონ­დათ, ვიდ­რე ამ საქ­მეს შე­ე­ჭი­დე­ბო­დით?

- სო­ფელ­ში სახ­ლიც კი არ მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი, ბე­ბია-ბა­ბუ­ამ სუ­რამ­ში მიწა შე­ი­ძი­ნეს და სახ­ლი აა­შე­ნეს, როცა და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვი­ყა­ვი. იქ ჩავ­დი­ო­დით, მაგ­რამ სა­ა­გა­რა­კე სი­ტუ­ა­ცია იყო. კი, ხე­ხი­ლი­ა­ნი ბაღი გახ­ლდათ, მაგ­რამ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას არ მივ­დევ­დით. თან, მაქ­სი­მუმ 1 თვით ჩავ­დი­ო­დით. ამი­ტომ არც გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. ხომ იცი, როცა სო­ფელ­ში ბევრ დროს ატა­რებ, ბე­ბია-ბა­ბუა იქ გყავს, სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გიჩ­ნდე­ბა, რად­გან ქა­თა­მიც ჰყავთ, მწვა­ნი­ლიც აქვთ... მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ შენც უფრო მეტი იცი, ჩემ­თვის კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის უცხო იყო. პან­დე­მი­ის გამო რომ ჩა­ვი­კე­ტეთ, კორ­პუ­სის ბი­ნა­ში და იტა­ლი­ურ ეზო­ში ჯდო­მას აგა­რაკ­ზე წა­მოს­ვლა ვამ­ჯო­ბი­ნე - სახ­ლი მქონ­და. მა­ნამ­დეც ჩა­მოვ­დი­ო­დით და რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დით, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბა რო­გორც აგა­რა­კი, ისე იყო. პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ჩე­რა. როცა გა­ზა­ფხულ­და, ვი­ფიქ­რე, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა მე­ცა­და.

მალე სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოყ­ვა­ნი­ლი პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი გავ­სინ­ჯე. უკვე ბუ­ნე­ბა თა­ვად მე­უბ­ნე­ბო­და, რო­მე­ლი კერ­ძი უნდა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა: გა­რეთ გა­ვი­დო­დი, მო­სა­ვალს გა­დავ­ხე­დავ­დი და ვხვდე­ბო­დი: - მოდი, დღეს ბად­რიჯ­ნის­გან რა­მეს მო­ვამ­ზა­დებ, ხვალ კი - პო­მი­დორს კვერ­ცხით-მეთ­ქი... ასე რომ, ნელ-ნელა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის სწავ­ლა და­ვი­წყეთ. თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, ბევ­რგან გა­ვი­კი­თხეთ-მეთ­ქი. მინ­დო­და, ბოსტნე­უ­ლი არ შე­მე­წამ­ლა - ბი­ოპ­რო­დუქ­ტი მი­მე­ღო. რომ შე­მე­წამ­ლა, მა­გა­ლი­თად, უფრო დიდ პო­მი­დორს მი­ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ასეთს ხომ ისე­დაც ვყი­დუ­ლობთ და რა აზრი აქვს? მირ­ჩევ­ნია, წვრი­ლი და ცო­ტა­თი შე­უ­ხე­და­ვი იყოს, მაგ­რამ ვი­ცო­დე, რომ ბუ­ნებ­რივ სა­სუქ­ზეა გაზ­რდი­ლი. სა­ბოსტნე ად­გილ­ზე ნა­კე­ლიც კი შე­ვი­ტა­ნეთ...

- თქვე­ნი მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სია თუ ბოსტნე­უ­ლის შე­ძე­ნა მა­ინც გი­წევთ?

- სათ­ბუ­რი თუ არ გაქვს, მო­სავ­ლის მი­ღე­ბა ივ­ნი­სის ბო­ლო­დან იწყე­ბა, მა­ნამ­დე ვერ ას­წრებს. მით უმე­ტეს, წელს ისე­თი ცივი გა­ზა­ფხუ­ლი იყო, რომ ნორ­მა­ლუ­რი ზო­მის ჩი­თი­ლიც (პო­მი­დო­რი, ბულ­გა­რუ­ლი და მწა­რე წი­წა­კა, ბად­რი­ჯა­ნი, რე­ჰა­ნი, კიტ­რი...) ვერ მო­ეს­წრო. წელს მა­ი­სის ბო­ლოს ჩავრგეთ. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სავ­ლის დამ­წი­ფე­ბაც ცო­ტა­თი გა­და­ი­წევს... როცა მო­სა­ვა­ლი დამ­წი­ფე­ბას იწყებს, იმ პე­რი­ოდ­ში ბოსტნე­ულს აღარ ვყი­დუ­ლობ, რა თქმა უნდა. ეგ კი არა, შარ­შან­წინ იმ­დე­ნი პო­მი­დო­რი მქონ­და, არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და კონ­სერ­ვე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე. ჩემ­მა ქმარ­მა ერთ დაკ­რეფ­ვა­ზე 20 კილო პო­მი­დო­რი შე­მო­ი­ტა­ნა. 20 კი­ლოს ხომ ვერ შევ­ჭამ­დი, რა მექ­ნა? გა­ვი­კითხ-გა­მო­ვი­კი­თხე და ხან სა­წე­ბე­ლი მო­ვამ­ზა­დე, ხან - ტო­მა­ტი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"კორპუსის ბინაში ჯდომას აქ წამოსვლა ვამჯობინე - ფიზიკური აქტივობა მიწათმოქმედებით ჩანაცვლდა" - თბილისიდან აგარაკზე გადასახლებული მაკა ძაგანიას შეცვლილი სტილი

"კორპუსის ბინაში ჯდომას აქ წამოსვლა ვამჯობინე - ფიზიკური აქტივობა მიწათმოქმედებით ჩანაცვლდა" - თბილისიდან აგარაკზე გადასახლებული მაკა ძაგანიას შეცვლილი სტილი

მსახიობი მაკა ძაგანია ბოლო დროს, მიწათმოქმედებას აქტიურად მისდევს. პანდემიის დროს, თბილისიდან აგარაკზე გადასახლებულმა მსახიობმა უკვე ვენახის გაშენებაც გადაწყვიტა... მაკა ძაგანიას ცხოვრების სტილის შესახებ საუბრობს...

- გარეგნობაზე ზრუნვით დაკავებული ნაკლებად ვარ, მეტიც - სალონებში სიარული ძალიან მეზარება. სულ ამის გამო დამცინიან, რომ სალონში მისვლას სახლში "წათხიპვნა" მირჩევნია (თმის შეღებვა ახლა უკვე მჭირდება - ასაკის მატებასთან ერთად, ჭაღარა "წამოვიდა"). ერთადერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, სახის კანზე ზრუნვაა: მშრალი კანი მაქვს. ბანაობის მერე ძალიან იჭიმება, ამიტომ სპეციალურ ზეთს ან კარაქს ვიყენებ...

- საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- ალბათ, ეს მომხიბვლელობა არ არის - ეს ყველა გოგოს და ბიჭს ემართება, როცა გარდატეხის ასაკში გადადის და უკვე ხვდება, რომ ქალდება ან კაცდება. იმ დროს ადამიანი ცოტათი უფრო მეტად იპრანჭები, სხვანაირად იქცევი და ცდილობ, სხვანაირად ჩაიცვა... მე ეს პერიოდი დაახლოებით 16 წლისას დამიდგა, ანუ ცოტათი უფრო გვიან, ვიდრე ახლანდელ ახალგაზრდობას. მანამდე "რეზინობანას" ვთამაშობდი.

- თქვენთვის ამ პერიოდის გვიან დადგომა რამ განაპირობა?

- ხომ იცით, ადრე ამბობდნენ, რატომ იყო რევოლუციამდე ბავშვი გონებაჩლუნგიო (იცინის)? ჩვენი მოზარდობისას კიდევ სხვანაირი სიტუაცია გახლდათ: ვერ ვხედავდით, მსოფლიოში რა ხდებოდა, თუკი საქართველოს საზღვრებს გარეთ არ გადიოდი, რაც ძალიან რთული იყო. ახლანდელი თაობა მსოფლიოს უყურებს. ჩემი აზრით, ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა - უფრო მეტი იციან, ვიდრე მათ ასაკში ჩვენ ვიცოდით...

- ბალერინობის შემდეგ თქვენი ცხოვრების სტილი, რიტმი შეიცვალა თუ დღემდე ვარჯიშობთ?

- ბალერინობას თავი რომ დავანებე, "ფეხი აღარ გამინძრევია", სანამ არ დამჭირდა. ეტყობა, ამდენი ვარჯიში და შრომა იმდენად ყელში ამოსული მქონდა, რომ როგორც კი შევეშვი, მივხვდი, აღარ მინდოდა, თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში, 3 წლის განმავლობაში, სტუდენტს ცეკვას გასწავლიან - ქართულსაც, სახასიათოსაც... ამიტომ სულ ვარჯიშობ. შემდეგ, ცეკვა სპექტაკლებშიც გჭირდება. სულ ფორმაში ყოფნა გიწევს. თან, 2003 წლიდან 2006-მდე ცეკვის მასწავლებლის - დოდო ჩოგოვაძის ასისტენტი გახლდით. მერე "ილიაუნში" ვასწავლიდი ცეკვას... როცა ასწავლი, მოსწავლეებს უნდა აჩვენო, რა როგორ გააკეთონ. ამიტომ მათთან ერთად, მეც სულ ვვარჯიშობდი, სხვა გზა რომ არ მქონდა.

- სხეულის ფორმაში ყოფნისთვის ახლა როგორ ზრუნავთ?

- ჩემი ფიზიკური აქტივობა მიწათმოქმედებით ჩანაცვლდა. რაკი ვიცი, კუნთები როგორ უნდა ამუშაო, გაწელო, ვხვდები, რომ რასაც ვაკეთებ, მაგალითად - დაბარვის, მოთოხნის, მოფოცხვის დროს, ბევრად მეტი კუნთი მუშაობს და ბევრად მეტ კალორიასაც წვავ. სოციალურ ქსელში "სთორიც" მედო: თუ გინდათ, ზედმეტი კალორიები დაწვათ, მიწათმოქმედებით უნდა დაკავდეთ-მეთქი. მართლა სერიოზული ფიზიკური შრომაა: თან, ყველა კუნთი მუშაობს. ძალიან სასარგებლოა (იცინის)...

- მიწათმოქმედების შესახებ რამე ინფორმაცია გქონდათ, ვიდრე ამ საქმეს შეეჭიდებოდით?

- სოფელში სახლიც კი არ მქონია. ერთადერთი, ბებია-ბაბუამ სურამში მიწა შეიძინეს და სახლი ააშენეს, როცა დაახლოებით 6 წლის ვიყავი. იქ ჩავდიოდით, მაგრამ სააგარაკე სიტუაცია იყო. კი, ხეხილიანი ბაღი გახლდათ, მაგრამ მიწათმოქმედებას არ მივდევდით. თან, მაქსიმუმ 1 თვით ჩავდიოდით. ამიტომ არც გამოცდილება მქონდა. ხომ იცი, როცა სოფელში ბევრ დროს ატარებ, ბებია-ბაბუა იქ გყავს, სხვანაირი დამოკიდებულება გიჩნდება, რადგან ქათამიც ჰყავთ, მწვანილიც აქვთ... მიწათმოქმედების შესახებ შენც უფრო მეტი იცი, ჩემთვის კი ეს ყველაფერი ყოველთვის უცხო იყო. პანდემიის გამო რომ ჩავიკეტეთ, კორპუსის ბინაში და იტალიურ ეზოში ჯდომას აგარაკზე წამოსვლა ვამჯობინე - სახლი მქონდა. მანამდეც ჩამოვდიოდით და რაღაცებს ვაკეთებდით, მაგრამ აქაურობა როგორც აგარაკი, ისე იყო. პანდემიამ ყველაფერი გააჩერა. როცა გაზაფხულდა, ვიფიქრე, მიწათმოქმედება მეცადა.

მალე საკუთარი ხელით მოყვანილი პომიდორი, ბადრიჯანი გავსინჯე. უკვე ბუნება თავად მეუბნებოდა, რომელი კერძი უნდა მომემზადებინა: გარეთ გავიდოდი, მოსავალს გადავხედავდი და ვხვდებოდი: - მოდი, დღეს ბადრიჯნისგან რამეს მოვამზადებ, ხვალ კი - პომიდორს კვერცხით-მეთქი... ასე რომ, ნელ-ნელა მიწათმოქმედების სწავლა დავიწყეთ. თუმცა ვერ ვიტყვი, ბევრგან გავიკითხეთ-მეთქი. მინდოდა, ბოსტნეული არ შემეწამლა - ბიოპროდუქტი მიმეღო. რომ შემეწამლა, მაგალითად, უფრო დიდ პომიდორს მივიღებდით, მაგრამ ასეთს ხომ ისედაც ვყიდულობთ და რა აზრი აქვს? მირჩევნია, წვრილი და ცოტათი შეუხედავი იყოს, მაგრამ ვიცოდე, რომ ბუნებრივ სასუქზეა გაზრდილი. საბოსტნე ადგილზე ნაკელიც კი შევიტანეთ...

- თქვენი მოსავალი საკმარისია თუ ბოსტნეულის შეძენა მაინც გიწევთ?

- სათბური თუ არ გაქვს, მოსავლის მიღება ივნისის ბოლოდან იწყება, მანამდე ვერ ასწრებს. მით უმეტეს, წელს ისეთი ცივი გაზაფხული იყო, რომ ნორმალური ზომის ჩითილიც (პომიდორი, ბულგარული და მწარე წიწაკა, ბადრიჯანი, რეჰანი, კიტრი...) ვერ მოესწრო. წელს მაისის ბოლოს ჩავრგეთ. შესაბამისად, მოსავლის დამწიფებაც ცოტათი გადაიწევს... როცა მოსავალი დამწიფებას იწყებს, იმ პერიოდში ბოსტნეულს აღარ ვყიდულობ, რა თქმა უნდა. ეგ კი არა, შარშანწინ იმდენი პომიდორი მქონდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და კონსერვების გაკეთება დავიწყე. ჩემმა ქმარმა ერთ დაკრეფვაზე 20 კილო პომიდორი შემოიტანა. 20 კილოს ხომ ვერ შევჭამდი, რა მექნა? გავიკითხ-გამოვიკითხე და ხან საწებელი მოვამზადე, ხან - ტომატი...წაიკითხეთ სრულად