ავტორი:

რეჟისორი თემურ ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - დიდი ხელოვანი მარჯანიშვილის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

რეჟისორი თემურ ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - დიდი ხელოვანი მარჯანიშვილის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

რეჟისორი თემურ ჩხეიძე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ხელოვანი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკდემიური დრამატულ თეატრიდან, სადაც პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგებლებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან ისე, მმართველი გუნდიდან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები.

ამასთან, სამოქალაქო პანაშვიდზე წაიკითხეს კათოლიკოს - პატრიარქის სამძიმრის წერილი.

თემურ ჩხიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.