ავტორი:

"ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ხვალ დაუწესებს სანქციებს ივანიშვილს, მაგრამ საკითხი დღის წესრიგში დადგა" - სალომე სამადაშვილი რეზოლუციაზე

"ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ხვალ დაუწესებს სანქციებს ივანიშვილს, მაგრამ საკითხი დღის წესრიგში დადგა" - სალომე სამადაშვილი რეზოლუციაზე

"რეზოლუციის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ხვალ მიიღებს სანქციების რეჟიმს ივანიშვილთან მიმართებაში, მაგრამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა და დისკუსია გაიხსნა", - ასე აფასებს პარტია "ლელო - საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

  • სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შესაბამისი პოლიტიკური პირობების გათვალისწინებით უნდა მიენიჭოს, მაგრამ ამავე დროს დაბრკოლებას წარმოადგენს "ოლიგარქი ივანიშვილის მმართველობა“.

"დღევანდელ კენჭისყრაზე აღმოჩნდა, რომ რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც ითხოვდნენ ივანიშვილის დასანქცირებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის უმრავლესობამ. ეს რეზოლუცია უკვე შევა ძირითად ტექსტში, მისი გზავნილია, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შესაბამისი პოლიტიკური პირობების გათვალისწინებით, მაგრამ ამავე დროს დაბრკოლებას წარმოადგენს ოლიგარქი ივანიშვილის მმართველობა და მისი კავშირი კრემლთან, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციონირებისა. ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ხვალ მიიღებს სანქციების რეჟიმს ივანიშვილთან მიმართებაში, მაგრამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა და დისკუსია გაიხსნა“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.