ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.
"ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ასრულებს", - ნათქვამია შესწორებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ქმედებები მიუთითებს, რომ ის აკონტროლებს მთავრობას ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.
ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ.
რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ შესწორების ავტორები არიან "ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), "განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და "ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც.
იხილეთ ასევე: