დიდ ქართველ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 12:00-დან, მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობს.
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
"დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს... იქ უმაგრესი მსახიობები გელოდებიან....მშვიდობით, მა..." - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რეჟისორის ქალიშვილი, მსახიობი ეკა ჩხეიძე.
სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. დიდ რეჟისორს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.