მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს შეიძენენ - რას ნიშნავს ეს?
ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს შეიძენენ - რას ნიშნავს ეს?

"საქპა­ტენ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყემ­ლი­სა და აჯი­კის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშნ­ვა და­ე­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნე­ბის რე­ესტრს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრში - "საქპა­ტენ­ტში“ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა ბოლო ეტაპ­ზეა, რის შე­დე­გა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დის მა­სა­ლე­ბებ­თან ერ­თად, გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სამ­რეწ­ვე­ლო სა­კუთ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ბი­უ­ლე­ტენ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ნისს. თუ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 3 თვის ვა­და­ში საქპა­ტენ­ტში არ შევა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, ტყე­მა­ლი და აჯი­კა და­ე­მა­ტე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ესტრს.

  • ტყე­მა­ლი

"ტყემ­ლის“ გე­ოგ­რა­ფი­ულ აღ­ნიშ­ვნად რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნა საქპა­ტენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ წა­რად­გი­ნა. გა­ნა­ცხა­დის მა­სა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ტყე­მალს ქარ­თუ­ლი სუფ­რის სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს უწო­დე­ბენ. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნო­მერ პირ­ველ სა­წებ­ლა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი და მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი სუფ­რა. ტყემ­ლის სა­წებ­ლის ხა­რისხს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს ად­გი­ლობ­რი­ვად მოყ­ვა­ნი­ლი ტყემ­ლის, შე­სა­ზა­ვე­ბე­ლი მწვა­ნი­ლე­ბი­სა და სუ­ნე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მუ­რი თვი­სე­ბე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი არო­მა­ტი, ასე­ვე, შემ­ზა­ვებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა და ოს­ტა­ტო­ბა. დღეს ტყე­მა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მზად­დე­ბა, მაგ­რამ მის სამ­შობ­ლოდ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოა მიჩ­ნე­უ­ლი. სა­გა­ნა­ცხა­დო მა­სა­ლებ­ში მო­ცე­მუ­ლია ტყემ­ლის მომ­ზა­დე­ბის მე­თო­დი, ეტა­პე­ბი და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ტყემ­ლის მომ­ზა­დე­ბის წესი და რე­ცეპ­ტუ­რა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად ან წე­რი­ლო­ბით გა­და­ე­ცე­მო­და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას. მისი მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა­ზე უფრო ად­რინ­დე­ლი რე­ცეპ­ტი წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით გვხვდე­ბა ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის მიერ შედ­გე­ნილ წიგნ­ში "ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და სა­ო­ჯა­ხო სა­მე­ურ­ნეო ნა­ცად­ნი ცნო­ბა­ნი“, რო­მე­ლიც 1874 წელს გა­მო­ი­ცა. სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ტყემ­ლის სა­წებ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტყე­მა­ლი (ალუ­ჩა, ღოღ­ნა­შო და სხვა, გე­მოვ­ნე­ბით და­სა­მა­ტე­ბე­ლი ხილი), ნი­ო­რი, წი­წა­კა, ნედ­ლი მწვა­ნი­ლი და სუ­ნე­ლე­ბი წარ­მო­ე­ბუ­ლი უნდა იყოს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის, მათი, თა­ნა­ფარ­დო­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის მე­თო­დე­ბის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თა­დად, ორი სა­ხის ტყე­მა­ლი არ­სე­ბობს: ახა­ლი ტყე­მა­ლი და ზამ­თარ­ში შე­სა­ნა­ხი ტყე­მა­ლი”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • აჯი­კა

„სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, საქპა­ტენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ სა­რე­გის­ტრა­ციო მა­სა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აჯი­კა აფხა­ზუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა, რაც მისი თავ­და­პირ­ვე­ლი და­სა­ხე­ლე­ბი­თაც „აპირ­პილ-ჯიკა“ (აფხა­ზუ­რად – წი­წა­კი­ა­ნი მა­რი­ლი) დას­ტურ­დე­ბა. კლა­სი­კუ­რი აფხა­ზუ­რი „აპირ­პილ-ჯი­კის“ მო­სამ­ზა­დებ­ლად სულ რამ­დე­ნი­მე ინ­გრე­დი­ენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ეს იყო: წი­თე­ლი ცხა­რე წი­წა­კა, მა­რი­ლი, ნი­ო­რი და ხმე­ლი ქინ­ძი. ამ­ჟა­მად, აჯი­კის დამ­ზა­დე­ბი­სას ტრა­დი­ცი­ულ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, ასე­ვე, ნი­გო­ზი და გე­მოვ­ნე­ბით და­მა­ტე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლებ­ლე­ბი და მწვა­ნი­ლე­ბი. სპე­ცი­ფი­კა­ცი­ებ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ აჯი­კის მდი­და­რი და უნი­კა­ლუ­რი არო­მა­ტი უკავ­შირ­დე­ბა მისი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლე­ბი­სა და მათ­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ნე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­ულ გე­მურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­სა და სურ­ნე­ლოვ­ნე­ბას, ასე­ვე, მათი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ეთერ­ზე­თე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას. სა­გა­ნა­ცხა­დო მა­სა­ლა­ში პრო­დუქ­ტის აღ­წე­რი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­თან კავ­ში­რის გარ­და, მო­ცე­მუ­ლია მომ­ზა­დე­ბის მე­თო­დი და ეტა­პე­ბი, წარ­მო­ე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი, წარ­მო­შო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა და ეტი­კე­ტი­რე­ბა, მათ შო­რის აფხა­ზუ­რად: „Аџьыка“ და „Ихьчоу Агеографиатә Дырга“. ამ პრო­დუქ­ტის აჯი­კის სა­ხელ­წო­დე­ბით შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი სა­მეგ­რე­ლო, უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოც გახ­და. დღეს ეს პრო­დუქ­ტი ყვე­ლა ქარ­თულ სურ­ფა­ზე გვხვდე­ბა.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ქვეყ­ნე­ბის რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას და შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას, არა მხო­ლოდ ამ­ცი­რებს სა­მუ­შაო ძა­ლის გა­დი­ნე­ბას, არა­მედ, სტი­მულს აძ­ლევს ახა­ლი სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ზიდ­ვას, ასე­ვე, ზრდის რე­გი­ო­ნის ცნო­ბა­დო­ბას და ხელს უწყობს აგ­რა­რუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • რა არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნა?

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნა არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლის სა­ხე­ლი, გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში, სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს გარ­კვე­ულ გე­ოგ­რა­ფი­ულ ად­გილ­ზე (ად­გი­ლის სა­ხე­ლი ან მისი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი სხვა რა­ი­მე აღ­ნიშ­ვნა) და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ სა­ქონ­ლის მო­სა­ნიშ­ნად, რომ­ლის გან­სა­ზღვრუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ან რე­პუ­ტა­ცია ამ გე­ოგ­რა­ფი­ულ ად­გილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც თა­ვის მხრივ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია აქ არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბით და ადა­მი­ა­ნის ფაქ­ტო­რით.

წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვეყ­ნის ად­გი­ლი - სო­ფე­ლი, ქა­ლა­ქი, რე­გი­ო­ნი და თა­ვად ქვე­ყა­ნაც.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

თქვენ ხომ არ გამოშტერდით! რა აფხაზური, რეებს ბოდიალობთ?!

ნინი
0

გასაგიჟებელია პირდაპირ, რა აპირპილ ჯიკა, რა აფხაზური, სულ შეიშალეთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს შეიძენენ - რას ნიშნავს ეს?

ტყემალი და აჯიკა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს შეიძენენ - რას ნიშნავს ეს?

"საქპატენტის" ინფორმაციით, ტყემლისა და აჯიკის გეოგრაფიული აღნიშნვა დაემატება საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს.

"საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - "საქპატენტში“ რეგისტრაციის პროცედურა ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მიმდინარე წლის 10 ივნისს. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, ტყემალი და აჯიკა დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს.

  • ტყემალი

"ტყემლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მოთხოვნა საქპატენტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა. განაცხადის მასალებში აღნიშნულია, რომ ტყემალს ქართული სუფრის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. ის საქართველოში ნომერ პირველ საწებლადაა აღიარებული და მის გარეშე არ არსებობს ქართული სუფრა. ტყემლის საწებლის ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივად მოყვანილი ტყემლის, შესაზავებელი მწვანილებისა და სუნელების განსაკუთრებული გემური თვისებები და გამორჩეული არომატი, ასევე, შემზავებლის გამოცდილება და ოსტატობა. დღეს ტყემალი საქართველოს ყველა რეგიონში მზადდება, მაგრამ მის სამშობლოდ დასავლეთ საქართველოა მიჩნეული. საგანაცხადო მასალებში მოცემულია ტყემლის მომზადების მეთოდი, ეტაპები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

ტყემლის მომზადების წესი და რეცეპტურა ზეპირსიტყვიერად ან წერილობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მისი მომზადების ყველაზე უფრო ადრინდელი რეცეპტი წერილობითი სახით გვხვდება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძის მიერ შედგენილ წიგნში "ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“, რომელიც 1874 წელს გამოიცა. სპეციფიკაციების თანახმად, ტყემლის საწებლის დასამზადებლად გამოყენებული ტყემალი (ალუჩა, ღოღნაშო და სხვა, გემოვნებით დასამატებელი ხილი), ნიორი, წიწაკა, ნედლი მწვანილი და სუნელები წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში. გამოყენებული ინგრედიენტების, მათი, თანაფარდობისა და მომზადების მეთოდების მიხედვით, ძირითადად, ორი სახის ტყემალი არსებობს: ახალი ტყემალი და ზამთარში შესანახი ტყემალი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • აჯიკა

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქპატენტში წარმოდგენილ სარეგისტრაციო მასალებში აღნიშნულია, რომ აჯიკა აფხაზური წარმომავლობისაა, რაც მისი თავდაპირველი დასახელებითაც „აპირპილ-ჯიკა“ (აფხაზურად – წიწაკიანი მარილი) დასტურდება. კლასიკური აფხაზური „აპირპილ-ჯიკის“ მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი გამოიყენებოდა. ეს იყო: წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი ქინძი. ამჟამად, აჯიკის დამზადებისას ტრადიციულ ინგრედიენტებად მიიჩნევა, ასევე, ნიგოზი და გემოვნებით დამატებული სხვადასხვა სანელებლები და მწვანილები. სპეციფიკაციებში ხაზგასმულია, რომ აჯიკის მდიდარი და უნიკალური არომატი უკავშირდება მისი ინგრედიენტების, კერძოდ, საქართველოში მოყვანილი მწვანილებისა და მათგან დამზადებული სუნელების გამორჩეულ გემურ მახასიათებლებსა და სურნელოვნებას, ასევე, მათი დამუშავების შედეგად მიღებულ ეთერზეთების ინტენსივობას. საგანაცხადო მასალაში პროდუქტის აღწერისა და გეოგრაფიულ არეალთან კავშირის გარდა, მოცემულია მომზადების მეთოდი და ეტაპები, წარმოების გეოგრაფიული არეალი, წარმოშობის დადასტურება და ეტიკეტირება, მათ შორის აფხაზურად: „Аџьыка“ და „Ихьчоу Агеографиатә Дырга“. ამ პროდუქტის აჯიკის სახელწოდებით შემდგომი გავრცელების არეალი სამეგრელო, უფრო მოგვიანებით კი დასავლეთი საქართველო და მთლიანად საქართველოც გახდა. დღეს ეს პროდუქტი ყველა ქართულ სურფაზე გვხვდება.

გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონულ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, არა მხოლოდ ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას, არამედ, სტიმულს აძლევს ახალი სამუშაო ძალის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა?

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი მიმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.

წარმოშობის ადგილი შეიძლება იყოს ქვეყნის ადგილი - სოფელი, ქალაქი, რეგიონი და თავად ქვეყანაც.