მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა
„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა

კომ­პა­ნია „სი­ბი­ეს ჯგუფ­მა“ „ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ მფლო­ბელ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია VEON-თან, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. კომ­პა­ნი­ის სა­თაო ოფი­სი ნი­დერ­ლან­დებ­ში- ამ­სტერ­დამ­ში მდე­ბა­რე­ობს და მისი აქ­ცი­ე­ბი NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირ­ჟებ­ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. გა­რი­გე­ბის შე­დე­გად, „ბი­ლა­ი­ნის“ ბრენ­დის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის კომ­პა­ნი­ის 100%- იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, სრუ­ლად ქარ­თუ­ლი ბიზ­ნესჯ­გუ­ფი გახ­და. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნეს ჰოლ­დინ­გის - „სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა­სა და „ვი­ო­ნი ჯე­ორ­ჯია ჰოლ­დინგს B.V“-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, „ვო­თერთრა­ილ ინ­დას­ტრის­სა“ და „ინ­ვეს­ტი­კო ალი­ან­სეს“ 100-100%-იანი წი­ლე­ბი, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და.

სა­დღე­ი­სოდ, „ბი­ლა­ი­ნის“ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1.4 მლნ. შე­ად­გენს. კომ­პა­ნია წამ­ყვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 76%-ს შე­ად­გენს და ასე­ვე, პირ­ველ ად­გილ­ზეა 4G ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი­თაც - „ბი­ლა­ი­ნის“ ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 92.5% 4G -ს იყე­ნებს.

„სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ მი­ზა­ნია შექ­მნას ძლი­ე­რი, ქარ­თუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უქ­მნის კომ­ფორ­ტს და გა­უ­წევს მეგ­ზუ­რო­ბას ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრი­ო­რი­ტე­ტი კვლავ იქ­ნე­ბა ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერგვა, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მიღ­წე­ვა­ში“, გა­ნა­ცხა­დეს „სი­ბი­ეს ჯგუფ­ში“. „კომ­პა­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, და­ი­გეგ­მე­ბა ბრენ­დის ცვლი­ლე­ბაც, რაც გუ­ლის­ხმობს ახა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით ოპე­რი­რე­ბა­სა და ბრენ­დის იდენ­ტო­ბის გა­ნახ­ლე­ბას“.

„ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მა გვაქვს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმას, რის­თვი­საც მომ­ხმა­რე­ბელს „ბი­ლა­ი­ნი“ უყ­ვარს და მას ირ­ჩევს. ეს არის სა­უ­კე­თე­სო ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტის მი­წო­დე­ბა, 4G ტექ­ნო­ლო­გი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და გავ­რცე­ლე­ბა, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა და სი­მარ­ტი­ვე. ჩვენს გა­მოც­დილ გუნდთან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ აქ­ტი­ურ მუ­შო­ბას ქსე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე და ციფ­რუ­ლი ეკო­სის­ტე­მის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე“, თქვა ლაშა ტა­ბი­ძემ, ბი­ლა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

NS

დგ
5

მე ბილაინის მომსახურებით კმაყოფილი გახლავართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა

„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა

კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. კომპანიის სათაო ოფისი ნიდერლანდებში- ამსტერდამში მდებარეობს და მისი აქციები NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე არის განთავსებული. გარიგების შედეგად, „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.

სადღეისოდ, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ. შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც - „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს.

„სიბიეს ჯგუფის“ მიზანია შექმნას ძლიერი, ქართული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სწორი ინვესტიციისა და გადაწყვეტილებების მეშვეობით, მომხმარებელს შეუქმნის კომფორტს და გაუწევს მეგზურობას ციფრულ სამყაროში. ორგანიზაციის პრიორიტეტი კვლავ იქნება ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვა, რომლებიც რეალურად დაეხმარება ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევაში“, განაცხადეს „სიბიეს ჯგუფში“. „კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დაიგეგმება ბრენდის ცვლილებაც, რაც გულისხმობს ახალი სახელწოდებით ოპერირებასა და ბრენდის იდენტობის განახლებას“.

„ბევრი საინტერესო და შორსმიმავალი გეგმა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ იმას, რისთვისაც მომხმარებელს „ბილაინი“ უყვარს და მას ირჩევს. ეს არის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტის მიწოდება, 4G ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და გავრცელება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და სიმარტივე. ჩვენს გამოცდილ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშობას ქსელის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე და ციფრული ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებაზე“, თქვა ლაშა ტაბიძემ, ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.

NS