ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალური დილერის სტატუსით „აჭარა მოტორსი“ 11 ივნისიდან განაახლებს მუშაობას.
მომხმარებელი შეძლებს როგორც უახლესი მოდელების დათვალიერებასა და შეძენას შოურუმში, ასევე სერვის ცენტრით სარგებლობას, სადაც მაღალკვალიფიციური გუნდი და თანამედროვე აპარატურა დახვდებათ.
დასავლეთ საქართველოში ახალი შოურუმის გახსნა ავტომობილის ყიდვისა და სერვისის მიღების პროცესს გაუმარტივებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დამსვენებლებს, რომლებიც რეგიონში მრავლად იმყოფებიან და ხარისხიანი სერვისის მიღება სჭირდებათ:
„აჭარა ტურისტული, გართობის და უძრავი ქონების ბიზნესის კუთხით ძალიან განვითარებული რეგიონია. ახალი ფილიალის გახსნა მოთხოვნიდან გამომდინარე დავგეგმეთ. აჭარაში და ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში არიან ჩვენი მომხმარებლები რომელთაც სჭირდებათ ა/მანქანების გაყიდვების შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა. ამის გარდა ვთვლით რომ აუცილებელია პოტენციურ მომხმარებლებს გავუმარტივოთ ავტომობილის შერჩევისა და ტექ.მომსახურების მიღების პროცესი, რაც დროის და ფინანსური რესურსის დაზოგვაში გამოიხატება“-დავით გიორგობიანი, ჰიუნდაი ავტო საქართველოს გენერალური დირექტორი.
„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: https://hyundai.ge/ / https://www.facebook.com/hyundai.ge
აჭარის ცენტრის გახსნა კი 11 ივნისს იგეგმება. აჭარა მოტორსის მისამართია: მემედ აბაშიძის I შესახვევი, N2, ქობულეთი. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქ გვერდს: Adjara-Motors
R