მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით - ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?!" - ანჯეი დუდა
"გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით - ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?!" - ანჯეი დუდა

პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ან­ჯეი დუდა აკ­რი­ტი­კებს იდე­ას, რომ უკ­რა­ი­ნის ომის გამო შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია.

გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Bild-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, კი­თხვა­ზე, ეში­ნია თუ არა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს, ოლაფ შოლცს პუ­ტი­ნის, რად­გან საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მსგავ­სად, მა­საც მი­აჩ­ნია, რომ "გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ძებ­ნოს“, ან­ჯეი დუ­დამ უპა­სუ­ხა, რომ მას აკ­ვირ­ვებს ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბა პუ­ტინ­თან, რად­გან, ყვე­ლა ეს სა­უ­ბა­რი უსარ­გებ­ლოა.

"გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბით, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს პუ­ტინ­თან კან­ცლერ შოლ­ცი­სა და პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მიერ. ეს სა­უბ­რე­ბი უსარ­გებ­ლოა. რას აკე­თე­ბენ? ისი­ნი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ახ­დე­ნენ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პუ­ტინს ეკის­რე­ბა. მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ. მე­თა­უ­რე­ბი მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ვინ­მე ელა­პა­რა­კე­ბო­და ასე ადოლფ ჰიტ­ლერს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს? ვინ­მე ამ­ბობ­და, რომ ადოლფ ჰიტ­ლერს სახე უნდა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, ისე მო­ვიქ­ცეთ, რომ ეს არ იყოს და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ადოლფ ჰიტ­ლე­რის­თვის? ასე­თი რამ არ მსმე­ნია,“ - აღ­ნიშ­ნა დუ­დამ.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე.

"არ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა არ ეთან­ხმე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nowhere man
0

ფრანგების და ფრიცების ადგილზე სხვა რამ რომ ეთქვათ მართლა გამიკვირდებოდა, უკეთესს რას იტყოდა ან ერთი და ან მეორე, ასე რომ ეს ორმაგი სტანდარტი უხსოვარი დროიდანაა, მარტო ჩვენ, ქართველებს არ გვესმის არაფერი. მოგვცემენ სტატუსს ოკ, არ მოგვცემენ და არც ამას არ უნდა გადავყვეთ, ჩვენი ქვეყნის საქმე ვაკეთოთ

ზაზა
1

100%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით - ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?!" - ანჯეი დუდა

"გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით - ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?!" - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აკრიტიკებს იდეას, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებია.

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეშინია თუ არა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს პუტინის, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ "გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება გამოიძებნოს“, ანჯეი დუდამ უპასუხა, რომ მას აკვირვებს ყველა მიმდინარე მოლაპარაკება პუტინთან, რადგან, ყველა ეს საუბარი უსარგებლოა.

"გაოცებული ვარ ყველა მოლაპარაკებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პუტინთან კანცლერ შოლცისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ. ეს საუბრები უსარგებლოა. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. მან მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. მეთაურები მას ექვემდებარებიან. ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი რამ არ მსმენია,“ - აღნიშნა დუდამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევა ქვეყნის მთავრობის მეთაურების მონაწილეობის გარეშე.

"არ შეიძლება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელსაც უკრაინის მთავრობა არ ეთანხმება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.