პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქაშვეთის წინ გამოიარა დავით ბერძენიშვილმა და გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები" - რა თქვა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ?
"ქაშვეთის წინ გამოიარა დავით ბერძენიშვილმა და გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები" - რა თქვა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ?

ვუ­თხა­რი, შენ ნაც­ვლად შენი ძმა რომ შემ­ხვედ­რო­და, პან­ღურს ვუ­თა­ვა­ზებ­დი იმ სი­ტყვე­ბის გამო, რაც მან ქარ­თველ ხალ­ხს აკად­რა - მეთ­ქი, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი, რომ გა­ი­ა­რა, მობ­რუნ­და და შე­ვა­გი­ნე, - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

და­კა­ვე­ბუ­ლის თქმით, მას პირ­ვე­ლი ხელი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა მო­უქ­ნია.

"ქაშ­ვე­თის წინ ვი­ყა­ვი, გა­მო­ი­ა­რეს ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და სამ­ნი­ძემ. გა­მახ­სენ­და მისი ბე­დოვ­ლა­თი ძმის გან­ცხა­დე­ბე­ბი. შევ­ხვდი მას და მივ­მარ­თე ორი­ვეს: თქვენ არას­წო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი ხართ - მეთ­ქი. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცია ქვეყ­ნის მტრე­ბი არი­ან.

ბო­ლოს ასე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ამ­ბა­ვი, არ მო­ე­წო­ნა ის სა­კი­თხი, რომ პარ­ლა­მენ­ტში საშ­ვის დაშ­ვე­ბა ვთხო­ვე, ვუ­თხა­რი, შენ მა­გივ­რად, შენი ძმა რომ შემ­ხვედ­რო­და, პან­ღურს ვუ­თა­ვა­ზებ­დი იმ სი­ტყვე­ბის გამო, რაც მან ქარ­თველ ხალ­ხს აკად­რა - მეთ­ქი, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი, რომ გა­ი­ა­რა მობ­რუნ­და და შე­ვა­გი­ნე. შენ მე­ო­რე თვა­ლიც უნდა ამოგ­თხა­როს კაც­მაო, ის­ტე­რი­კა­ში იყო, ავად­მყო­ფია, ხელი მო­მიქ­ნია და მეც მო­ვუქ­ნიე. მან მო­მიქ­ნია პირ­ვე­ლი ხელი, სა­ში­შია, ის დე­პუ­ტა­ტია", - გა­ნა­ცხა­და ხო­მა­სუ­რი­ძემ.

მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა მას შე­ნიშ­ვნა მის­ცა და უთხრა, რომ კო­რექ­ტუ­ლად ესა­უბ­რა.

"მე მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თქვენ ყვე­ლა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ",- მი­მარ­თა მას მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა.

"ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­ში­ში ვარ. სა­ში­ში თვი­თონ იყო", - გა­ნა­ცხა­და ხო­მა­სუ­რი­ძემ.

მო­სა­მარ­თლემ ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა და გა­ნუ­მარ­ტა, რომ სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ბუ­ნა არ არის.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Musenbezi
18

ბერძენიშვილებს, სანაიებს არ გიტყდებათ თქვენი საქციელის გამო ყველა შეურაცყოფას გაყენებთ... კაცი ხარ და კაცურად გაეცი პასუხი... გინების გამო პილიციაში გარბიხარ და კაცს აჭერინებ... ფუუ

ჯონი
3

სააკაშვილი გააძევეთ ბატონო მოსამართლე, სისულელებს რო როშავს პოცესებზე, ეს კაცი ნატანჯი და თვალდათხრილია ნაციონალების მიერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ქაშვეთის წინ გამოიარა დავით ბერძენიშვილმა და გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები" - რა თქვა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ?

"ქაშვეთის წინ გამოიარა დავით ბერძენიშვილმა და გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები" - რა თქვა პროცესზე ირაკლი ხომასურიძემ?

ვუთხარი, შენ ნაცვლად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი იმ სიტყვების გამო, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა - მეთქი, რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაიარა, მობრუნდა და შევაგინე, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულმა ირაკლი ხომასურიძემ განაცხადა.

დაკავებულის თქმით, მას პირველი ხელი დავით ბერძენიშვილმა მოუქნია.

"ქაშვეთის წინ ვიყავი, გამოიარეს ბერძენიშვილმა და სამნიძემ. გამახსენდა მისი ბედოვლათი ძმის განცხადებები. შევხვდი მას და მივმართე ორივეს: თქვენ არასწორი ადამიანები ხართ, მიკერძოებულები ხართ - მეთქი. ბერძენიშვილი და მთლიანად ოპოზიცია ქვეყნის მტრები არიან.

ბოლოს ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, არ მოეწონა ის საკითხი, რომ პარლამენტში საშვის დაშვება ვთხოვე, ვუთხარი, შენ მაგივრად, შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი იმ სიტყვების გამო, რაც მან ქართველ ხალხს აკადრა - მეთქი, რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაიარა მობრუნდა და შევაგინე. შენ მეორე თვალიც უნდა ამოგთხაროს კაცმაო, ისტერიკაში იყო, ავადმყოფია, ხელი მომიქნია და მეც მოვუქნიე. მან მომიქნია პირველი ხელი, საშიშია, ის დეპუტატია", - განაცხადა ხომასურიძემ.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ კორექტულად ესაუბრა.

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ყველაზე გაბრაზებული ხართ",- მიმართა მას მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიში ვარ. საშიში თვითონ იყო", - განაცხადა ხომასურიძემ.

მოსამართლემ ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა და განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის.