მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ" -კახა კალაძე
"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ" -კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ ჰყავს. მან "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

"კან­დი­და­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ ით­ქვას, რომ იმ სამი ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­საც წარ­დგე­ნი­ლი აქვს კან­დი­და­ტო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე წინ არის ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­ფორ­მე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბო­ბენ. ეს დრო ჩვენ წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რეთ, რო­დე­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო აკა­ვებ­დნენ და იჭერ­დნენ ხალ­ხს. ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ შედ­გე­ნი­ლი წე­რი­ლი და მი­წო­დე­ბუ­ლი EPP-სთვის",-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს. "სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ე­წე­რა, უვი­ზო მი­მოს­ვლა არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა თქმა უნდა, რე­ფორ­მე­ბი გრძელ­დე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ სა­ბო­ლოო წევ­რო­ბის­თვის ჯერ კი­დევ ბევ­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ჩვენ ვართ ის მთავ­რო­ბა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას, რომ ეს რე­ფორ­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაა, უფალო!
2

ამას ამბობს გამორჩეული უნარების ქურდი!

მწვანე
2

ეს ამ ბოლო დროს ისეთი რიხით ვეღარ არი. ადრე სუ დემოკრატიის ცეცხლებს ყრიდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ" -კახა კალაძე

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ" -კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. მან "ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუციის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.

"კანდიდატობასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც წარდგენილი აქვს კანდიდატობაზე განაცხადი, საქართველო ყველაზე წინ არის ყველანაირი რეფორმებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ და განსხვავებული მოსაზრებების გამო აკავებდნენ და იჭერდნენ ხალხს. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შედგენილი წერილი და მიწოდებული EPP-სთვის",-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. "საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, უვიზო მიმოსვლა არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეფორმები გრძელდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საბოლოო წევრობისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვართ ის მთავრობა, ის ადამიანები, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ.