მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოლიდან დაბრუნებულს, ცარიელ სახლში შესვლის მეშინოდა" - დედისგან მიტოვებული ჰიუ ჯეკმანი: მსახიობის უმძიმესი ბავშვობა და გზა პატიებამდე
"სკოლიდან დაბრუნებულს, ცარიელ სახლში შესვლის მეშინოდა" - დედისგან მიტოვებული ჰიუ ჯეკმანი: მსახიობის უმძიმესი ბავშვობა და გზა პატიებამდე

ჰიუ ჯეკ­მა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და პრო­დი­უ­სე­რია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, მაგ­რამ ბევ­რმა არ იცის, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი ბავ­შვო­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი.

მსა­ხი­ობ­მა 2015 წელს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ 8 წლის იყო, როცა დე­დამ მი­ა­ტო­ვა. ამის შემ­დეგ კი თავს შე­ში­ნე­ბულ, უძ­ლურ ბავ­შვად გრძნობ­და.

წლე­ბის შემ­დეგ დედა-შვილ­მა შეძ­ლო შე­რი­გე­ბა, თუმ­ცა ამის­თვის დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დათ.

  • დე­დის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჰიუ და მარ­ტო­ო­ბის შიში

ჰიუ მხო­ლოდ 8 წლის იყო, როცა დე­დამ, გრე­ის მაკ­ნილ­მა ოჯა­ხი და­ტო­ვა და ავ­სტრა­ლი­ი­დან ინ­გლის­ში გა­ემ­გზავ­რა. მსა­ხი­ო­ბი ყვე­ბა, რომ სკო­ლის შემ­დეგ, როცა სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, შინ არა­ვინ იყო. იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ ეში­ნო­და ცა­რი­ელ სახ­ლში შეს­ვლის და რო­გორ ელო­დე­ბო­და მა­მი­სა და ძმე­ბის მის­ვლას.

როცა ქალი ინ­გლის­ში გა­ემ­გზავ­რა, მან თან ჰიუს ორი უფ­რო­სი და წა­იყ­ვა­ნა და სა­მი­ვე ვაჟი მა­მას­თან და­ტო­ვა.

ჰიუ მრა­ვა­ლი წელი ფიქ­რობ­და, რომ მშობ­ლე­ბი შე­რიგ­დე­ბოდ­ნენ და დედა სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბო­და. როცა ის 12 წლის იყო, მა­შინ გა­ი­აზ­რა სი­ტუ­ა­ცია და ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. შიში, წლე­ბის გას­ვლის შემ­დეგ, ბრაზ­ში გა­და­ი­ზარ­და. თა­ვი­სი ბრა­ზის ზე­და­პირ­ზე ამო­ტა­ნას რაგ­ბის თა­მა­შით ახერ­ხებ­და.

წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბი­სას გა­მო­ტყდა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში, ბევ­რი რა­მის ეში­ნო­და - სიბ­ნე­ლის, სი­მაღ­ლის და ეს თავს უძ­ლუ­რად აგ­რძნო­ბი­ნებ­და. მსა­ხი­ო­ბი ჰყვე­ბა, რომ ბავ­შვო­ბა­ში გან­ცდი­ლი ბრა­ზი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მაქ­ცი­ის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა - მარ­ტო­სუ­ლი არ­სე­ბა, რო­მელ­საც ცუდი ხა­სი­ა­თი აქვს, ჰიუს თა­ვის ბავ­შვო­ბას ახ­სე­ნებს.

  • რა­ტომ მი­ა­ტო­ვა გრე­ის­მა ოჯა­ხი?

ჰიუ ჯეკ­მა­ნის მშობ­ლებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა იყო, რის გა­მოც სა­ბო­ლო­ოდ გან­ქორ­წინ­დნენ. გრე­ი­სი, რო­მელ­საც 5 შვი­ლი ჰყავ­და, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სი­ით იტან­ჯე­ბო­და, ამას და­ერ­თო უცხო ქვე­ყა­ნა­ში და გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბაც (ისი­ნი ავ­სტრა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ) და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა ინ­გლის­ში, თა­ვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ის იყო, რომ თა­ვად გრე­ი­სის დე­დაც, რო­მე­ლიც ინ­გლის­ში ცხოვ­რობ­და, მძი­მედ იყო ავად.

მი­უ­ხე­და­ვად მისი ში­შე­ბის, სევ­დის და სიბ­რა­ზი­სა, ჯეკ­მა­ნი ამ­ბობს, რომ არას­დროს უგ­რძვნია დე­დის­გან სი­ცი­ვე, ან ის, რომ შვი­ლე­ბი არ უყ­ვარ­და. მსა­ხი­ო­ბი ყვე­ბა, რომ ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბო­და და დედა-შვი­ლი კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და. მა­მას რაც შე­ე­ხე­ბა, ვარ­სკვლა­ვი მას ახა­სი­ა­თებს, რო­გორც "გა­სა­ო­ცარ და ოჯა­ხის­თვის თავ­და­დე­ბულ ადა­მი­ანს".

  • პა­ტი­ე­ბა

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, მან სა­ბო­ლო­ოდ 2012 წელს გა­და­წყვი­ტა, დე­დის­თვის სახ­ლი­დან წას­ვლა ეპა­ტი­ე­ბი­ნა: "ცხოვ­რე­ბას ვერ გა­ა­აგ­რძე­ლებ, თუ მუდ­მი­ვად იმა­ზე ხარ ჩა­ციკ­ლუ­ლი, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო სხვა­ნა­ი­რად", - ამ­ბობს ჯეკ­მა­ნი. ჰიუმ და გრე­ის­მა ღიად ისა­უბ­რეს გა­მოვ­ლილ სირ­თუ­ლე­ებ­ზე და 43 წლის ასაკ­ში, მსა­ხი­ობ­მა აღი­ა­რა, რომ ამის შემ­დეგ დედა-შვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ იპო­ვა სიმ­შვი­დე.

მას შემ­დეგ, ისი­ნი წე­ლი­წად­ში 3-4-ჯერ ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. პირ­ვე­ლად 2021 წელს გა­ა­ზი­ა­რა მსა­ხი­ობ­მა მათი ერ­თობ­ლი­ვი ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ თბი­ლად ეხ­ვე­ვი­ან ერ­თმა­ნეთს. ჰიუმ ფო­ტოს თბი­ლი და მოკ­ლე, ერ­თსი­ტყვი­ა­ნი აღ­წე­რა და­ურ­თო: "დედა". 2021 წლის მსა­ხი­ობ­მა მას დე­დის დღეც მი­უ­ლო­ცა და მისი ნა­ჩუ­ქა­რი, ხე­ლით და­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტე­ბის წიგ­ნის ფო­ტოც ატ­ვირ­თა.

ჰიუ ჯეკ­მანს ახლა უკვე თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს და ამ­ბობს, რომ უფრო მე­ტად ხვდე­ბა დე­და­მი­სის მა­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჰიუ დე­ბო­რა­ზე 25 წე­ლია, რაც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და მათ 2 შვი­ლი ჰყავთ, ოს­კა­რი და ავა.

გრე­ი­სი ახლა უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მათ ცხოვ­რე­ბა­ში და ხში­რად ატა­რებს დროს შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. ხან­და­ხან ჰიუ ფო­ტო­ებს აზი­ა­რებს, რო­მელ­შიც დე­დას­თან ერ­თად საჭ­მელს ამ­ზა­დებს, ან უბ­რა­ლოდ, იცი­ნის.

წყა­რო: brightside

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ruska
3

ვაიმე როგორი ემოციური სტატიაა, ცრემლიც კი მომადგა. რა ძნელია, როდესაც ასეთი ტკივილი გაქვს ბავშვობაში. ყოჩაღ ჯეკს, რომ შეურიგდა დედას და ახლა კარგი ურთიერთობა აქვთ. 

სენაკელი
6

დიდებული ადამიანი-ზუსტად მიტევებას გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სკოლიდან დაბრუნებულს, ცარიელ სახლში შესვლის მეშინოდა" - დედისგან მიტოვებული ჰიუ ჯეკმანი: მსახიობის უმძიმესი ბავშვობა და გზა პატიებამდე

"სკოლიდან დაბრუნებულს, ცარიელ სახლში შესვლის მეშინოდა" - დედისგან მიტოვებული ჰიუ ჯეკმანი: მსახიობის უმძიმესი ბავშვობა და გზა პატიებამდე

ჰიუ ჯეკმანი წარმატებული მსახიობი, მოცეკვავე და პროდიუსერია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ რთული ბავშვობა აქვს გამოვლილი.

მსახიობმა 2015 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ 8 წლის იყო, როცა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ კი თავს შეშინებულ, უძლურ ბავშვად გრძნობდა.

წლების შემდეგ დედა-შვილმა შეძლო შერიგება, თუმცა ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ.

  • დედისგან მიტოვებული ჰიუ და მარტოობის შიში

ჰიუ მხოლოდ 8 წლის იყო, როცა დედამ, გრეის მაკნილმა ოჯახი დატოვა და ავსტრალიიდან ინგლისში გაემგზავრა. მსახიობი ყვება, რომ სკოლის შემდეგ, როცა სახლში ბრუნდებოდა, შინ არავინ იყო. იხსენებს, თუ როგორ ეშინოდა ცარიელ სახლში შესვლის და როგორ ელოდებოდა მამისა და ძმების მისვლას.

როცა ქალი ინგლისში გაემგზავრა, მან თან ჰიუს ორი უფროსი და წაიყვანა და სამივე ვაჟი მამასთან დატოვა.

ჰიუ მრავალი წელი ფიქრობდა, რომ მშობლები შერიგდებოდნენ და დედა სახლში დაბრუნდებოდა. როცა ის 12 წლის იყო, მაშინ გაიაზრა სიტუაცია და ამან ძალიან იმოქმედა. შიში, წლების გასვლის შემდეგ, ბრაზში გადაიზარდა. თავისი ბრაზის ზედაპირზე ამოტანას რაგბის თამაშით ახერხებდა.

წარსულის გახსენებისას გამოტყდა, რომ ამ პერიოდში, ბევრი რამის ეშინოდა - სიბნელის, სიმაღლის და ეს თავს უძლურად აგრძნობინებდა. მსახიობი ჰყვება, რომ ბავშვობაში განცდილი ბრაზი, მოგვიანებით, მაქციის როლის შესრულებისას ძალიან დაეხმარა - მარტოსული არსება, რომელსაც ცუდი ხასიათი აქვს, ჰიუს თავის ბავშვობას ახსენებს.

  • რატომ მიატოვა გრეისმა ოჯახი?

ჰიუ ჯეკმანის მშობლებს შორის უთანხმოება იყო, რის გამოც საბოლოოდ განქორწინდნენ. გრეისი, რომელსაც 5 შვილი ჰყავდა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა, ამას დაერთო უცხო ქვეყანაში და გარემოში ცხოვრებაც (ისინი ავსტრალიაში ემიგრაციაში ცხოვრობდნენ) და ამიტომ გადაწყვიტა ინგლისში, თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ოჯახის დატოვების კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ თავად გრეისის დედაც, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა, მძიმედ იყო ავად.

მიუხედავად მისი შიშების, სევდის და სიბრაზისა, ჯეკმანი ამბობს, რომ არასდროს უგრძვნია დედისგან სიცივე, ან ის, რომ შვილები არ უყვარდა. მსახიობი ყვება, რომ ყოველთვის უკავშირდებოდა და დედა-შვილი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. მამას რაც შეეხება, ვარსკვლავი მას ახასიათებს, როგორც "გასაოცარ და ოჯახისთვის თავდადებულ ადამიანს".

  • პატიება

როგორც მსახიობი ამბობს, მან საბოლოოდ 2012 წელს გადაწყვიტა, დედისთვის სახლიდან წასვლა ეპატიებინა: "ცხოვრებას ვერ გაააგრძელებ, თუ მუდმივად იმაზე ხარ ჩაციკლული, რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვანაირად", - ამბობს ჯეკმანი. ჰიუმ და გრეისმა ღიად ისაუბრეს გამოვლილ სირთულეებზე და 43 წლის ასაკში, მსახიობმა აღიარა, რომ ამის შემდეგ დედა-შვილმა საბოლოოდ იპოვა სიმშვიდე.

მას შემდეგ, ისინი წელიწადში 3-4-ჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. პირველად 2021 წელს გააზიარა მსახიობმა მათი ერთობლივი ფოტო, სადაც ჩანს, რომ თბილად ეხვევიან ერთმანეთს. ჰიუმ ფოტოს თბილი და მოკლე, ერთსიტყვიანი აღწერა დაურთო: "დედა". 2021 წლის მსახიობმა მას დედის დღეც მიულოცა და მისი ნაჩუქარი, ხელით დაწერილი რეცეპტების წიგნის ფოტოც ატვირთა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Happy Mother’s Day to my Mum and all of you around the world. PS. I’m sorry I’m so quiet! Trying not to wake the Mother of my kids ... or Dali! <a href="https://t.co/BrqZIev8Hj">pic.twitter.com/BrqZIev8Hj</a></p>&mdash; Hugh Jackman (@RealHughJackman) <a href="https://twitter.com/RealHughJackman/status/1391347321280110593?ref_src=twsrc%5Etfw">May 9, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ჰიუ ჯეკმანს ახლა უკვე თავისი ოჯახი აქვს და ამბობს, რომ უფრო მეტად ხვდება დედამისის მაშინდელ გადაწყვეტილებას. ჰიუ დებორაზე 25 წელია, რაც დაქორწინებულია და მათ 2 შვილი ჰყავთ, ოსკარი და ავა.

გრეისი ახლა უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში და ხშირად ატარებს დროს შვილიშვილებთან ერთად. ხანდახან ჰიუ ფოტოებს აზიარებს, რომელშიც დედასთან ერთად საჭმელს ამზადებს, ან უბრალოდ, იცინის.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა