პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“ - თორნიკე რიჟვაძის მიმართვა ოპოზიციონერ დეპუტატებს და დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე
"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“ - თორნიკე რიჟვაძის მიმართვა ოპოზიციონერ დეპუტატებს და დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში სი­ტყვით გა­მო­ვი­და. გა­მოს­ვლის დროს რიჟ­ვა­ძე და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

რიჟ­ვა­ძემ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელს, დე­პუ­ტატ ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ონს სხდო­მა­ზე ასე მი­მარ­თა:

  • "ვინ რო­გორ იცხოვ­რა, გაჩ­ვე­ნებთ მე თქვენ… თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ გაქვთ, მა­ინც ზი­ხართ აქ და მი­ღი­მით ყვე­ლის ვა­ჭა­რი­ვით,“ - თქვა რიჟ­ვა­ძემ. მის სი­ტყვებს გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი“ ცი­ტი­რებს.

"ზედ­მე­ტო­ბა­ში ნუ გა­დაგ­დის, გე­უბ­ნე­ბი,“ - უპა­სუ­ხა რიჟ­ვა­ძეს ბაგ­რა­ტი­ონ­მა და ფეხ­ზე წა­მოდ­გა.

"და­ჯე­ქი, ელ­გუ­ჯა, არა­ვინ შე­გე­ხე­ბა, არა­ვინ გე­მუქ­რე­ბა,“ - უთხრა რიჟ­ვა­ძემ ბაგ­რა­ტი­ონს.

  • დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ან­თა­ძემ კი რიჟ­ვა­ძეს უზ­რდე­ლი უწო­და.“ სირ­ცხვი­ლია, რომ აჭა­რა თქვენს ხელ­შია, თქვენ ხართ უზ­რდე­ლი და უსინ­დი­სო“, - თქვა ან­თა­ძემ.

"წე­ღან რო­გორც მი­თხა­რით, რეს­ტორ­ნებ­ში და­დი­ო­დაო, აბა გა­მახ­სე­ნეთ, თქვე ჭო­რიკ­ნე­ბო. ჭო­რიკ­ნე­ბი ხართ თქვენ, ვე­რა­ვის ვერ გა­და­უ­ღუ­ნავთ, და­ვაი, და­ახ­ვი­ეთ“, - ასე მი­მარ­თა რიჟ­ვა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს.

მი­მარ­თვის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს "ბა­თუ­მე­ლე­ბი" აქ­ვეყ­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ეტყობა საყვარელი სპორტია.შეჩვეულის გადაჩვევა ძნელია.

სიმართლე
3

მარტო საქართველოს და გერმანიის პარლემენტში თუ მოისმენ ფრაზას არავის არ გადაუღუნო დავაი დაახვიე (ბედნიერი ბრძენი ერი )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“ - თორნიკე რიჟვაძის მიმართვა ოპოზიციონერ დეპუტატებს და დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“ - თორნიკე რიჟვაძის მიმართვა ოპოზიციონერ დეპუტატებს და დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის დროს რიჟვაძე და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რიჟვაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს სხდომაზე ასე მიმართა:

  • "ვინ როგორ იცხოვრა, გაჩვენებთ მე თქვენ… თავმოყვარეობა არ გაქვთ, მაინც ზიხართ აქ და მიღიმით ყველის ვაჭარივით,“ - თქვა რიჟვაძემ. მის სიტყვებს გამოცემა "ბათუმელები“ ციტირებს.

"ზედმეტობაში ნუ გადაგდის, გეუბნები,“ - უპასუხა რიჟვაძეს ბაგრატიონმა და ფეხზე წამოდგა.

"დაჯექი, ელგუჯა, არავინ შეგეხება, არავინ გემუქრება,“ - უთხრა რიჟვაძემ ბაგრატიონს.

  • დეპუტატმა ლევან ანთაძემ კი რიჟვაძეს უზრდელი უწოდა.“ სირცხვილია, რომ აჭარა თქვენს ხელშია, თქვენ ხართ უზრდელი და უსინდისო“, - თქვა ანთაძემ.

"წეღან როგორც მითხარით, რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენეთ, თქვე ჭორიკნებო. ჭორიკნები ხართ თქვენ, ვერავის ვერ გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ“, - ასე მიმართა რიჟვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მიმართვის ამსახველ ვიდეოს "ბათუმელები" აქვეყნებს.

იხილეთ ასევე: