ავტორი:

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა. გულედანის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ყველა ის ადამიანი ვინც ელოდება საკუთარ საცხოვრებელ ბინას აუცილებლდად მიიღებს მომდევნო წლების განმავლობაში და ამ საქმეს კახა გულედანი უხელმძღვანელებს.

"საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის დღეს ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ იკავებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ასევე იყო სამგორის რაიონის გამგებელი. მინდა, კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები,რომელსაც ჩვენ ილია ელოშვილთან ერთად შევეჭიდეთ ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი. ყველა ის ოჯახი, ადამიანი ვინც იმედით შეჰყურებდა ილიას, რომ ეს თემა ბოლომდე მივიდოდა, ჩვენ ამას თავს ღირსეულად გავართმევთ და რა თქმა უნდა, მისი სულიც გაიხარებს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, კახა გულედანი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს გაუწევს კურატორობას.

"მინდა, წარამატებები ვუსურვო და ცხადია, დაუსრულებელი მშენებლობები იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება“,- განაცხადა კალაძემ.