მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლოს.

ომ­ბუდსმე­ნის ოფი­სი ნიკა გვა­რა­მი­ას გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბა რო­გორც მსჯავ­რდე­ბის, ისე - სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრის კუ­თხით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

'სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა შე­ის­წავ­ლა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2022 წლის 16 მა­ი­სის გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც "რუს­თა­ვი 2-ის“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია სსკ 220-ე მუხ­ლის 2 ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. გა­ნა­ჩე­ნის შეს­წავ­ლის შე­დე­გად სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­აჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია რო­გორც მსჯავ­რდე­ბის, ისე - სას­ჯე­ლის გან­სა­ზღვრის კუ­თხით.

ე.წ. რეკ­ლა­მე­ბის გა­ყიდ­ვის ეპი­ზო­დი - გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, ნიკა გვა­რა­მი­ამ ჩა­ი­დი­ნა სა­წარ­მოს, ტ/კ "რუს­თა­ვი 2-ის“ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა იმით, რომ 2015 წელს, კომ­პა­ნი­ის მარ­თვის დროს შეც­ვა­ლა რეკ­ლა­მის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, რი­თიც კომ­პა­ნი­ამ არ მი­ი­ღო უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი.

ცხა­დია, ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­წარ­მეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­წარ­მეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო პი­რის დას­ჯა არ­ღვევს კა­ნო­ნი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პის მთა­ვარ ელე­მენტს - ნორ­მის გან­ჭვრე­ტა­დო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თოდ არ გა­ნუ­ხი­ლავს, თუ რა შემ­თხვე­ვებ­ში წარ­მო­შობს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი დარ­ღვე­ვა და­ნა­შა­ულს და პირ­და­პირ ას­კვნის, რომ დი­რექ­ტორ­მა არა მხო­ლოდ და­არ­ღვია ფი­დუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ ჩა­ი­დი­ნა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ბრა­ლე­უ­ლი ქმე­დე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მე­ნე­ჯე­რის დას­ჯა მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, როცა სა­სა­მარ­თლო ვერ ასა­ბუ­თებს მის პი­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბას, თაღ­ლი­თო­ბას, ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ან სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას.

ე. წ. მან­ქა­ნის ეპი­ზო­დი - შე­ე­ხე­ბა ტ/კ "რუს­თა­ვი 2-ის“ სა­რეკ­ლა­მო ეთე­რის გა­ყიდ­ვას სა­ბაზ­რო ფას­ზე ნაკ­ლებ ოდე­ნო­ბად 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, ამის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დი­რექ­ტო­რის პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ სა­ნაც­ვლოდ რეკ­ლა­მის განმთავ­სე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მის მე­უღ­ლეს მფლო­ბე­ლო­ბა­ში მი­ე­ღო ავ­ტო­მან­ქა­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩენ­ში ვერ ვხვდე­ბით ფი­დუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და სა­კორ­პო­რა­ციო-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის თუნ­დაც გაკ­ვრით ხსე­ნე­ბა­საც კი. ერ­თა­დერ­თი, რა­საც სა­სა­მარ­თლო ად­გენს ის არის, რომ კომ­პა­ნი­ის მიერ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ბაზ­რო ფას­ზე ნაკ­ლებ ანა­ზღა­უ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სა­მე­წარ­მეო გან­სჯის წე­სი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის სა­კორ­პო­რა­ციო ში­ნა­არსში შეს­ვლის გა­რე­შე, გა­უ­გე­ბა­რია, თუ რო­გორ შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლოს, მხო­ლოდ ფა­სებს შო­რის სხვა­ო­ბის დად­გე­ნით, გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს უხე­შად აზი­ა­ნებ­და.

ასე­ვე, სრუ­ლად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხი­სა და ზო­მის გა­მო­ყე­ნე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა. სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა სას­ჯე­ლის სა­ხის (თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა) გან­სა­ზღვრის და­სა­ბუ­თე­ბის დროს და სა­ერ­თოდ არ მი­უ­თი­თა, თუ რა­ტომ შე­უ­ფარ­და ბრალ­დე­ბულს 3.5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნა მეტი ან ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბა, რა­საც სსკ 220-ე მუხ­ლის დის­პო­ზი­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

სა­სა­მარ­თლომ არ გა­მო­ი­ყე­ნა ჯა­რი­მა (რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა პირ­ველ ეპი­ზოდ­ში) ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა (და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მი­ზე­ზით) და და­ნიშ­ნა სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი ეპი­ზოდ­ში, სა­დაც გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნი პირ­ველ ეპი­ზოდ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 100-ჯერ ნაკ­ლე­ბი იყო. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2017-2021 წლებ­ში ამ მუხ­ლით მსჯავ­რდე­ბი­სას სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ეპი­ზო­დი - გა­ნა­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი მო­ნაკ­ვე­თია, სა­დაც სა­სა­მარ­თლოს მსჯე­ლო­ბა შე­ი­ცავს მი­თი­თე­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო-სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებ­ზე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ სწო­რედ ამ ეპი­ზოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მარ­თლდა.

თუმ­ცა, სა­გუ­ლის­ხმოა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლის მქო­ნე უკვე მე­ო­რე საქ­მე­ში (პირ­ვე­ლი იყო მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და სხვე­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე) გვხვდე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­ვე შე­ფა­სე­ბით, არის ბუნ­დო­ვა­ნი და არ შე­ი­ცავს უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. მსგავ­სი სიმ­ძი­მის ბრალ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მქო­ნეა, რის გა­მოც, პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა ევა­ლე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში - სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მარ­თლებ­რივ კი­თხვა­ზე პა­სუხს თავი აა­რი­და. შე­სა­ბა­მი­სად, ნიკა გვა­რა­მი­ას მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი, სა­მარ­თლებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის, ანა­ლი­ზი­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის უკი­დუ­რე­სი სიმ­წი­რის გამო, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც არ­სე­ბი­თად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. სა­ერ­თოდ არ იმ­სჯე­ლა, თუ რა შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ნე­ჯე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად რე­ლე­ვან­ტუ­რი და რა­ტომ იყო ეს შემ­თხვე­ვა ამ გან­ზო­მი­ლე­ბის მქო­ნე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველს მო­ცე­მულ საქ­მე­ზე წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და დე­ტა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის შემ­ცვე­ლი 'სა­სა­მარ­თლოს მე­გობ­რის“ მო­საზ­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლო და­ეყ­რდნო ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბით მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. და ბო­ლოს, მო­სა­მარ­თლემ არ და­ა­სა­ბუ­თა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის არც სახე და არც ზომა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან წი­ნამ­დე­ბა­რე გა­ნა­ჩე­ნი წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პი­სა და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბის სტან­დარ­ტის უხეშ დარ­ღვე­ვას, 'სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 21-ე მუხ­ლის 'თ“ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
0

მე რომ ვიყო გვარამიას ადგილას არ ვტხოვდი პრეზიდენტს შეწყალებას. თუ პრინციულუ ხარ იყავი პრინციპული ბოლომდე

ჯუნეწერი
1

უხალხო დამცველი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

'საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც "რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი - განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ "რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ არ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი.

ცხადია, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს - ნორმის განჭვრეტადობას. სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.

ე. წ. მანქანის ეპიზოდი - შეეხება ტ/კ "რუსთავი 2-ის“ სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, რომ სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ადგენს ის არის, რომ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საბაზრო ფასზე ნაკლებ ანაზღაურებას ითვალისწინებდა. სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა.

ასევე, სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, რასაც სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებდა.

სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა (დაუსაბუთებელი მიზეზით) და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული.

ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი - განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში ბრალდებული გამართლდა.

თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიტიკური მდგენელის მქონე უკვე მეორე საქმეში (პირველი იყო მამუკა ხაზარაძისა და სხვების ბრალდების საქმე) გვხვდება ფულის გათეთრების სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სასამართლოსვე შეფასებით, არის ბუნდოვანი და არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებებს. მსგავსი სიმძიმის ბრალდება სერიოზული რეპუტაციული ზიანის მქონეა, რის გამოც, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ევალება.

საბოლოო ჯამში - სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი. საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი 'სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება.

გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. და ბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, 'საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის 'თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.