ავტორი:

ჟურნალი ოჯახის მკურნალი 20 წლისაა!

ჟურნალი ოჯახის მკურნალი 20 წლისაა!

2 ივნისს სასტუმრო ბილტმორში არსებულ აზურა გარდენ ბარში, ჟურნალის "ოჯახის მკურნალი" 20 წლის იუბილე გრანდიოზულად აღინიშნა.

სასიამოვნო გარემოს ალამაზებდა მუსიკალური გაფორმება. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს კი სხვადასხვა სახის საჩუქრებს გადასცემდნენ.

ჟურნალის "ოჯახის მკურნალი" თვის ექიმის პროექტის ფარგლებში 2021-2022 წლის საქართველოში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები დააჯილდოვეს.

დაჯილდოვდნენ ექიმები: კარდიოქირურგი - ლერი ლაფანაშვილი; ენდოკრინოლოგი - ლაშა უჩავა; ნეიროქირურგი - მირზა ხინიკაძე; რეპროდუქტოლოგი - შორენა მაისურაძე; დერმატო-ვენეროლოგი - თამთა ბაკურაძე; პლასტიკური ქირურგი - ნინო ქურიძე; ანგიოლოგი ანგიოქირურგი - გიგი ბრეგაძე; ოდონტოლოგი - მარინა მამალაძე; პლასტიკური ქირურგი - ნოდარ ბრუნჯაძე; დერმატო-ვენეროლოგი - ელგუჯა ბერაია; ოფთალმოქირურგი - ანა დვალიშვილი; მეან-გინეკოლოგი - ხათუნა გაბრიჭიძე; რევმატოლოგი - თამთა კობახიძე; ოტორინოლარინგოლოგი - ვლადიმერ კვაჭანტირაძე; ორთოპედ-ტრავმატოლოგი - მიხეილ ჯანჯღავა; მეან-გინეკოლოგი - შმაგი ტაბატაძე; გასტროენტეროლოგი - ნანა გოგიჩაიშვილი.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა სახალისო გათამაშება და სტუმრები სხვადასხვა კომპანიებმა მრავალფეროვანი საჩუქრებით გაანებივრეს.

აღსანიშნავია,რომ ღონისძიების სპონსორები იყვნენ "ავერსი ფარმა" და "ავერსის კლინიკა".

სტუმრებს კი საჩუქრები შემდეგმა კომპანიებმა გადასცეს:

  • "ავერსი"
  • PSP
  • სააფთიაქო ქსელი "იმპექსი"
  • ფარმაცევტული კომპანია "სმარტ ფარმა"
  • საოჯახო მეღვინეობა "ჩელთი"
  • ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა"
  • განახლებული თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
  • ისიპარი
  • მაღაზიათა ქსელი "ღვინის ბიბლიოთეკა"
  • სასტუმრო "ბილტმორი"
  • საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელი "თაიმი"
  • მაღაზია "კაბა"
  • მრავალფუნქციური სასტუმრო "კოლხიდა"
  • გამომცემლობა "პალიტრა ლ"
  • ხელნაკეთი აქსესუარები ბრენდი "მედარტი"