სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რევანში პრეზიდენტზე..." - ალან გაგლოევი სკანდალში ეხვევა: როგორ ეხმაურებიან სამხრეთ ოსეთში ინფორმაციას, რომ "პრეზიდენტი" აშშ-სა და საქართველოს ინტერესებს ლობირებს
"რევანში პრეზიდენტზე..." - ალან გაგლოევი სკანდალში ეხვევა: როგორ ეხმაურებიან სამხრეთ ოსეთში ინფორმაციას, რომ "პრეზიდენტი" აშშ-სა და საქართველოს ინტერესებს ლობირებს

"ალან გაგ­ლო­ე­ვი პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის­თა­ნა­ვე მას­შტა­ბურ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა - არის თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს აგენ­ტი, ამა­ზე ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა. ოპო­ზი­ცი­ის­თვის კი, რო­გორც რე­ფე­რენ­დუ­მის ჩაგ­დე­ბა, ეს თე­მაც დიდ­ხანს იქ­ნე­ბა მას­ზე ზე­წო­ლის ბერ­კე­ტი..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ცე­მა Соловьев Live -თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის, სერ­გეი კა­რა­უ­ხო­ვის გა­მოთ­ქმულ ვა­რა­უდს, რომ "ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ გაგ­ლო­ევს ქარ­თულ და სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­ში­რი აქვს".

გა­და­ცე­მის წამ­ყვან, ვა­სი­ლი სო­ლო­ვი­ოვ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­რა­უ­ხო­ვი გაგ­ლო­ევს რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩაგ­დე­ბის გამო, ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით და­ე­მუქ­რა. მი­სი­ვე თქმით, გაგ­ლო­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გამო ჩა­კე­ტი­ლი გზის გახ­სნის მომ­ხრე იყო.

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტე­ბას ითხოვს, თუ რა იგუ­ლის­ხმა რუს­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა გაგ­ლო­ე­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, სა­დაც ის "პრე­ზი­დენტს" სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­საძ­ლო ლო­ბი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

მათი მტკი­ცე­ბით, რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის პო­ზი­ცია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და რუ­სეთს შო­რის სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებს, რად­გან რე­ა­ლო­ბას­თან სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მოა...

"ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყვე­ლა კან­დი­და­ტი სპე­ცი­ა­ლურ შე­მოწ­მე­ბას გა­დის, რაც გა­მო­რი­ცხავს უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმ ადა­მი­ა­ნის შეღ­წე­ვას, რომ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში შე­საძ­ლოა, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს. გაგ­ლო­ე­ვის ბი­ოგ­რა­ფია და ბექგ­რა­უნ­დი მსგავ­სი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­საც არ იძ­ლე­ვა, რად­გან გაგ­ლო­ე­ვი უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცე­რია, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის ომში, რომ­ლის დრო­საც გაგ­ლო­ე­ვის ოჯახს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა" - აცხა­დე­ბენ ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, მისი მშობ­ლე­ბი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლნენ და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან კავ­ში­რი არ აქვთ...

ekhokavkaza.com-თან აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის გან­ხილ­ვი­სას, რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მო­საზ­რე­ბე­ბით არ­ჩევს სო­ლო­ვი­ე­ვი სტუმ­რებს.

"ის კრემ­ლის მთა­ვა­რი რუ­პო­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტე­რე­სი დი­დია. კარ­ნა­უ­ხოვ­მა ეს ვერ­სია ვი­თომ გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­მო­აგ­დო, ამი­ტომ ძნე­ლია გა­მო­იც­ნო, რა დევს ამ ყვე­ლაფ­რის უკან..." - ამ­ბობს სი­ლა­ე­ვი.

ოსი პო­ლი­ტო­ლო­გის ირი­ნა გაგ­ლო­ე­ვას თქმით, ეს არის ბინ­ძუ­რი ტექ­ნო­ლო­გია მათ­გან, ვი­საც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­მარ­ჯვე­ბის გამო რე­ვან­ში უნდა აი­ღოს.

"ამი­ტომ ისი­ნი ისე­თი თე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მი­დი­ან, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია - ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა" - მი­აჩ­ნია მას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­საზ­რე­ბით, გაგ­ლო­ე­ვიც და ბი­ბი­ლო­ვიც რუ­სუ­ლი კად­რე­ბია, თუმ­ცა საქ­მე ის არის, რომ ისი­ნი ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი კლა­ნი­დან არი­ან, სა­დაც ორი­ვე მხა­რე გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის, მთა­ვა­რია, ვინ უფრო ღირ­სე­უ­ლად...

"საქ­მე ის არის, რომ ბი­ბი­ლოვ­მა წა­ა­გო და თით­ქოს ღირ­სე­უ­ლად აღი­ა­რა, მაგ­რამ ეტყო­ბა, ისი­ნი არ გა­ჩერ­დნენ, ვინც მის უკან იდგა. ბი­ბი­ლო­ვი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის კლანს წარ­მო­ად­გენ­და, შო­ი­გუს გუნდს კი, უკ­რა­ი­ნის ომის გამო, ისე­დაც არ აქვს საქ­მე კარ­გად. ამი­ტომ ყვე­ლა მხა­რეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მორღვე­ვას ვერ აი­ტანს. გაგ­ლო­ე­ვის ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აბ­სურ­დი მგო­ნია" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი იანა კო­კო­ი­თი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
3

ოსებს ტვინის ნასახი თუ გააჩნიათ, სწრაფად უნდა შემობრუნდნენ ჩვენსკენ, რადგან რუსებს მალე მაგათი შენახვის თავი აღარ ექნება

!
1

ისე აქვთ დაბნელებული გონება შინ თუ გარეთ ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს/პოლიტოლოგს( მაღალ ჟღერადი წოდებების მიტაცება კი უყვართ, ამჯერად ვინმე კარაუხოვი), რომ რომელიმე ადამიანია თუ ადამიანთა ჯგუფი/პოლიტიკოსი თუ ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვას, მაშინვე რომელიმე ქვეყნის აგეტნობას აბრალებენ. აცადეთ მაგ ოსეთსაც, მიხვდნენ და თვითონ გაარკვიონ რა ურჩევნიათ, არ სჭირდებათ თქვენგან საქმის გარჩევები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"რევანში პრეზიდენტზე..." - ალან გაგლოევი სკანდალში ეხვევა: როგორ ეხმაურებიან სამხრეთ ოსეთში ინფორმაციას, რომ "პრეზიდენტი" აშშ-სა და საქართველოს ინტერესებს ლობირებს

"რევანში პრეზიდენტზე..." - ალან გაგლოევი სკანდალში ეხვევა: როგორ ეხმაურებიან სამხრეთ ოსეთში ინფორმაციას, რომ "პრეზიდენტი" აშშ-სა და საქართველოს ინტერესებს ლობირებს

"ალან გაგლოევი პრეზიდენტად არჩევისთანავე მასშტაბურ სკანდალში გაეხვა - არის თუ არა ის საქართველოს აგენტი, ამაზე ალბათ კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობა. ოპოზიციისთვის კი, როგორც რეფერენდუმის ჩაგდება, ეს თემაც დიდხანს იქნება მასზე ზეწოლის ბერკეტი..." - ასე ეხმაურება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა გადაცემა Соловьев Live -თან ინტერვიუში რუსი პოლიტოლოგის, სერგეი კარაუხოვის გამოთქმულ ვარაუდს, რომ "ახალარჩეულ პრეზიდენტ გაგლოევს ქართულ და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი აქვს".

გადაცემის წამყვან, ვასილი სოლოვიოვთან ინტერვიუში კარაუხოვი გაგლოევს რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩაგდების გამო, ქუჩის აქციებით დაემუქრა. მისივე თქმით, გაგლოევი საქართველოსთან ბიზნესინტერესების გამო ჩაკეტილი გზის გახსნის მომხრე იყო.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური განმარტებას ითხოვს, თუ რა იგულისხმა რუსმა პოლიტოლოგმა გაგლოევის შესახებ საუბრისას, სადაც ის "პრეზიდენტს" საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესების შესაძლო ლობირებაში ადანაშაულებდა.

მათი მტკიცებით, რუსი პოლიტოლოგის პოზიცია ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს, რადგან რეალობასთან სრულიად შეუსაბამოა...

"ადგილობრივი კანონმდებლობით, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი სპეციალურ შემოწმებას გადის, რაც გამორიცხავს უმაღლეს თანამდებობაზე იმ ადამიანის შეღწევას, რომლის ბიოგრაფიაში შესაძლოა, ანტისახელმწიფოებრივი და მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის ნიშნები არსებობს. გაგლოევის ბიოგრაფია და ბექგრაუნდი მსგავსი ეჭვის საფუძველსაც არ იძლევა, რადგან გაგლოევი უშიშროების ოფიცერია, ასევე, მონაწილეობდა 2008 წლის ომში, რომლის დროსაც გაგლოევის ოჯახს ტრაგედია შეემთხვა" - აცხადებენ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში.

თუმცა, ადგილობრივების ცნობით, მისი მშობლები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ და 2008 წლის აგვისტოს ომთან კავშირი არ აქვთ...

ekhokavkaza.com-თან აღნიშნული თემის განხილვისას, რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი ამბობს, რომ ძალიან საინტერესოა, რა მოსაზრებებით არჩევს სოლოვიევი სტუმრებს.

"ის კრემლის მთავარი რუპორია და შესაბამისად, ინტერესი დიდია. კარნაუხოვმა ეს ვერსია ვითომ განსახილველად შემოაგდო, ამიტომ ძნელია გამოიცნო, რა დევს ამ ყველაფრის უკან..." - ამბობს სილაევი.

ოსი პოლიტოლოგის ირინა გაგლოევას თქმით, ეს არის ბინძური ტექნოლოგია მათგან, ვისაც ახალი პრეზიდენტის გამარჯვების გამო რევანში უნდა აიღოს.

"ამიტომ ისინი ისეთი თემის გამოყენებაზე მიდიან, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია - ეს არის საქართველოს მიმართ დამოკიდებულება" - მიაჩნია მას.

ადგილობრივების მოსაზრებით, გაგლოევიც და ბიბილოვიც რუსული კადრებია, თუმცა საქმე ის არის, რომ ისინი ორი დაპირისპირებული კლანიდან არიან, სადაც ორივე მხარე გადარჩენისთვის იბრძვის, მთავარია, ვინ უფრო ღირსეულად...

"საქმე ის არის, რომ ბიბილოვმა წააგო და თითქოს ღირსეულად აღიარა, მაგრამ ეტყობა, ისინი არ გაჩერდნენ, ვინც მის უკან იდგა. ბიბილოვი თავდაცვის მინისტრის კლანს წარმოადგენდა, შოიგუს გუნდს კი, უკრაინის ომის გამო, ისედაც არ აქვს საქმე კარგად. ამიტომ ყველა მხარეს ძალაუფლების მორღვევას ვერ აიტანს. გაგლოევის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აბსურდი მგონია" - წერს ადგილობრივი იანა კოკოითი.