სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ იმ მოძალადეების წახალისებით, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს" - ხათუნა სამნიძე "ოცნებას"
"ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ იმ მოძალადეების წახალისებით, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს" - ხათუნა სამნიძე "ოცნებას"

თურ­მე, ახლა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ უნდა ისა­უბ­როს ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბა­ზე და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე­ფის და ერეკ­ლე მე­ო­რეს კრი­ტი­კა კი არ არის მის­თვის პრობ­ლე­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მეფე, მთა­ვა­რი პატ­რო­ნი, ამ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი რომ გა­აკ­რი­ტი­კა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ეს არის პრობ­ლე­მა. ფრთხი­ლად, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი! - ამის შე­სა­ხებ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, პარ­ლა­მენ­ტში, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, იდენ­ტო­ბას და ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ებ­რძვის მმარ­თვე­ლი გუნ­დი, რო­დე­საც რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე არ ლა­პა­რა­კობს და ცდი­ლობს ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო და­ა­პი­რის­პი­როს ერ­თმა­ნეთს, არაფ­რის გამო, ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მის გამო.

"ქვეყ­ნის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სი­ღა­რი­ბე, უმუ­შევ­რო­ბა, ხალ­ხის წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან, ქვეყ­ნის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი, ოკუ­პა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ყო­ველ მე­ო­რე თვე­საა ამ ქვე­ყა­ნა­ში, და­პი­რის­პი­რე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რო­მელ­ზეც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე უნდა სა­უბ­რობ­დეს და გა­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზობ­დეს ადა­მი­ა­ნებს. ამის ნაც­ვლად გვეს­მის მის­გან ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­მელ­საც აქვს ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლი და მას­თან ერ­თად ერ­თგვა­რი მო­წო­დე­ბა, რომ მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე, ვინც არ ეთან­ხმე­ბა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კოსს, პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბას, მზად იყოს, რომ მათი თავ­დას­ხმა არ იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი. პი­რი­ქით, თურ­მე, ახლა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ უნდა ისა­უბ­როს ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბა­ზე და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე­ფის და ერეკ­ლე მე­ო­რეს კრი­ტი­კა კი არ არის მის­თვის პრობ­ლე­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მეფე, მთა­ვა­რი პატ­რო­ნი, ამ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი რომ გა­აკ­რი­ტი­კა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ეს არის პრობ­ლე­მა. ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ - ფრთხი­ლად, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი! კო­მუ­ნის­ტე­ბი­დან მეს­მის ეს ტექ­სტე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ვერ­ცერ­თმა ვერ შეძ­ლო ამ პრო­ცეს­ში იმის მიღ­წე­ვა, რისი მიღ­წე­ვაც გინ­დათ,“- გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ახლა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მი­ზა­ნია ის, რომ რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს.

"ალ­დემ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია და მხა­რი და­უ­ჭი­რა ამ ქვეყ­ნის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას. "ოც­ნე­ბა“ არ აკე­თებს არა­ფერს და იმის ნაც­ვლად, რომ ამა­ზე მოგ­ვეს­მი­ნა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა, ისევ მო­ვის­მი­ნეთ ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ისევ მო­ვის­მი­ნეთ თურ­მე იდენ­ტო­ბას ებ­რძვის ვინ­მე. იდენ­ტო­ბას და ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ებ­რძვით თქვენ, რო­დე­საც რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე არ ლა­პა­რა­კობთ და ცდი­ლობთ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო და­ა­პი­რის­პი­როთ ერ­თმა­ნეთს, არაფ­რის გამო, ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მის გამო, ძა­ლა­დო­ბა რომ არის თქვე­ნი მთა­ვა­რი დნმ. გუ­შინ ჩემ­მა შვილ­მა პირ­ვე­ლად მი­თხრა, გა­რეთ სა­ღა­მოს მარ­ტო ნუ გახ­ვა­ლო, მარ­ტო ამ სი­ტყვე­ბის გამო არ გა­პა­ტი­ებთ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­ძა­ლა­დე­ებს მო­უ­წო­დებთ და წა­ა­ხა­ლი­სებთ ძა­ლა­დო­ბას. არა­ვის შეგ­ვე­შინ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო სი­ა­რუ­ლის. ამას გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ გუ­შინ სწო­რედ ისი­ნი, ვინც თქვენ წა­ა­ხა­ლი­სეთ! ასეთ მო­ძა­ლა­დე­ებს ახა­ლი­სებ­და დღეს მის გა­მოს­ვლა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე. ფრთხი­ლად, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი! ასე­თი მე­თო­დე­ბით იბ­რძოდ­ნენ ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და არ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი სიღ­რმე აქვს პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას, კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დოთ ადა­მი­ანს, რომ თავს და­ეს­ხას სხვა ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო. ფრთხი­ლად და ილა­პა­რა­კეთ რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, რე­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ამ ქვე­ყა­ნა­ში! ილა­პა­რა­კეთ იმა­ზე, რომ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს აზი­ა­ნებთ თქვენ, თქვე­ნი არაფ­რის კე­თე­ბით, ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბით და თავ­დას­ხმე­ბით ევ­რო­პულ პარტნი­ო­რებ­თან, წა­ხა­ლი­სე­ბით, იმ მო­ძა­ლა­დე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც თავს ეს­ხმი­ან ქვე­ყა­ნა­ში თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს,“- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც შე­ვიყ­ვა­ნოთ. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი წიგ­ნი ვერ გა­ი­გო. მისი გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი "ერთი ზი­ზღით გან­მსჭვა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო კა­ცის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რია“.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

მე მგონი დათოიეს ცოლმა მოგიგზავნა ეგ ორი ჯეელი ხათუნ. 

ალექს
1

ეს ქალი მოგზავნილი ხომ არ არის ?!

ავტორი:

"ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ იმ მოძალადეების წახალისებით, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს" - ხათუნა სამნიძე "ოცნებას"

"ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ იმ მოძალადეების წახალისებით, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს" - ხათუნა სამნიძე "ოცნებას"

თურმე, ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში, მეფის და ერეკლე მეორეს კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, "ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვის მმართველი გუნდი, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობს და ცდილობს ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროს ერთმანეთს, არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო.

"ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, უმუშევრობა, ხალხის წასვლა ამ ქვეყნიდან, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ყოველ მეორე თვესაა ამ ქვეყანაში, დაპირისპირება, პოლარიზაცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და გამოსავალს სთავაზობდეს ადამიანებს. ამის ნაცვლად გვესმის მისგან ძალადობის წახალისება, რომელსაც აქვს ქვეყანაში ადგილი და მასთან ერთად ერთგვარი მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი. პირიქით, თურმე, ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში, მეფის და ერეკლე მეორეს კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, "ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ყველას შევახსენებ - ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტებიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამ პროცესში იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ,“- განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ახლა მმართველი პარტიის მიზანია ის, რომ რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს.

"ალდემ მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. "ოცნება“ არ აკეთებს არაფერს და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მოგვესმინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, ისევ მოვისმინეთ ძალადობის წახალისება. ისევ მოვისმინეთ თურმე იდენტობას ებრძვის ვინმე. იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობთ და ცდილობთ ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს, არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო, ძალადობა რომ არის თქვენი მთავარი დნმ. გუშინ ჩემმა შვილმა პირველად მითხრა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო, მარტო ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როცა ამ ქვეყანაში მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას. არავის შეგვეშინდება ამ ქვეყანაში მარტო სიარულის. ამას გვემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ! ასეთ მოძალადეებს ახალისებდა დღეს მის გამოსვლაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციასა და დაპირისპირებას, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ადამიანს, რომ თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო. ფრთხილად და ილაპარაკეთ რეალურ პრობლემებზე, რეალურ გამოწვევებზე ამ ქვეყანაში! ილაპარაკეთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ, თქვენი არაფრის კეთებით, ძალადობისკენ მოწოდებით და თავდასხმებით ევროპულ პარტნიორებთან, წახალისებით, იმ მოძალადეების, რომლებიც თავს ესხმიან ქვეყანაში თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. მისი განცხადებით, ლევან ბერძენიშვილის განცხადებები "ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარია“.