სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"
რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"

ცნო­ბი­ლი გახ­და, თუ რა თან­ხა გა­და­ი­ხა­და ჯიმ ქე­რიმ წყალ­ტუ­ბოს ფო­ტოს NFT-ში. რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი წერს, მის შე­სა­ძე­ნად ჰო­ლი­ვუ­დის ვა­რას­კვლავ­მა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა - 20.0Ξ (ეთე­რი­უ­მი) გა­და­ი­ხა­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 დო­ლა­რია.

60 წლის მსა­ხი­ობ­მა ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე თვი­თონ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა, რომ ეს მისი პირ­ვე­ლი NFT შე­ნა­ძე­ნია.

ნა­მუ­შე­ვარს სა­ხე­ლად "ერ­თგუ­ლე­ბა" ჰქვია და რა­ი­ან კუპ­მან­სი­სა და ელის უექ­სე­ლის სა­ერ­თო ნა­მუ­შე­ვა­რია. რო­გორც ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ სურ­დათ მი­ტო­ვე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა შე­ნო­ბე­ბის­თვის "ციფ­რუ­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ე­ბე­რათ". თა­ვად ჯიმ ქე­რიმ ასე და­ა­ხა­სი­ა­თა შე­ნა­ძე­ნი: "ავ­ტო­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს ბუ­ნე­ბის დახ­ვე­წი­ლი და ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბა."

კუპ­მან­სი წყალ­ტუ­ბოს რამ­დენ­ჯერ­მე ეწ­ვია, იკ­ვლევ­და ნან­გრე­ვებს და ფო­ტო­ებს უღებ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებს. ელის უექ­სელ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ი­სას, სტრუქ­ტუ­რი­სა და გა­ნა­თე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად, უნი­კა­ლუ­რი კად­რი შექ­მნა და ცა­რი­ელ სივ­რცე­ებს სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა.

კა­ნა­დელ-ჰო­ლან­დი­ე­ლი არ­ტის­ტი, კუპ­მან­სი "ნიუ იორკ პოსტს" ესა­უბ­რა და თქვა, რომ როცა გა­ი­გო, თუ ვინ შე­ი­ძი­ნა მისი ნა­მუ­შე­ვა­რი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და:

"თა­ვად ჯიმ ქერი ძა­ლი­ან კარ­გი მხატ­ვა­რი, ილუსტრა­ტო­რი და ზო­გა­დად, არ­ტის­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის და პო­ზი­ტი­უ­რო­ბის ჩემ­პი­ო­ნი რა­ღაც კავ­შირს ხე­დავს ჩემი და ელი­სის ნა­მუ­შე­ვარ­თან, რო­მელ­ზეც წლე­ბი ვმუ­შა­ობ­დით და გუ­ლით გვიყ­ვარს", - ამ­ბობს კუპ­მან­სი.

წყალ­ტუ­ბოს NFT-ის შე­ძე­ნის შე­მეგ მა­ლე­ვე, ჯიმ ქე­რიმ მე­ო­რე ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ი­ძი­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით: Nuclear Taco Trucks

  • რა არის NFT?

NFT არის ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­ქონ­ლის ან ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რო­გო­რი­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ან საგ­ნე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მსგავ­სად, NFT-ების უმე­ტე­სო­ბა ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ას ეყ­რდნო­ბა. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა ან გაც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თებ­ზე და ყვე­ლა მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ NFT ხელ­მი­საწ­ვდო­მია 2014 წლი­დან, ბა­ზა­რი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და 2020 წელს და ახლა 2,5 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პო­პუ­ლა­რუ­ლი გზა ხე­ლოვ­ნე­ბის ციფ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი NFT იყო მაიკ ვინ­კელ­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცია, იგი­ვე ბიპ­ლი.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
3

ფოტოშოპია გალიმი:D

დდდ
7

ვერაფერი გავიგე და ამიტომ ვინმემ მიპასუხოს - ჯიმ კერი ვჭამოთ თუ წყალტუბო?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"

რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში? - "კრეატიულობის ჩემპიონმა რაღაც კავშირი დაინახა ამ ნამუშევართან"

ცნობილი გახდა, თუ რა თანხა გადაიხადა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT-ში. როგორც "ნიუ იორკ პოსტი წერს, მის შესაძენად ჰოლივუდის ვარასკვლავმა კრიპტოვალუტა - 20.0Ξ (ეთერიუმი) გადაიხადა, რაც დაახლოებით 40 000 დოლარია.

60 წლის მსახიობმა ციფრული ხელოვნების ნიმუშის შეძენის შესახებ ინფორმაცია "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე თვითონვე გამოაქვეყნა და საზოგადოებას აცნობა, რომ ეს მისი პირველი NFT შენაძენია.

ნამუშევარს სახელად "ერთგულება" ჰქვია და რაიან კუპმანსისა და ელის უექსელის საერთო ნამუშევარია. როგორც ავტორები ამბობენ, მათ სურდათ მიტოვებული საბჭოთა შენობებისთვის "ციფრული სიცოცხლე შთაებერათ". თავად ჯიმ ქერიმ ასე დაახასიათა შენაძენი: "ავტორებმა აღბეჭდეს ბუნების დახვეწილი და ხელახალი დაბადება."

კუპმანსი წყალტუბოს რამდენჯერმე ეწვია, იკვლევდა ნანგრევებს და ფოტოებს უღებდა სხვადასხვა ადგილებს. ელის უექსელთან კოლაბორაციისას, სტრუქტურისა და განათებით მანიპულაციის შედეგად, უნიკალური კადრი შექმნა და ცარიელ სივრცეებს სიცოცხლე შესძინა.

კანადელ-ჰოლანდიელი არტისტი, კუპმანსი "ნიუ იორკ პოსტს" ესაუბრა და თქვა, რომ როცა გაიგო, თუ ვინ შეიძინა მისი ნამუშევარი, ძალიან გაუხარდა:

"თავად ჯიმ ქერი ძალიან კარგი მხატვარი, ილუსტრატორი და ზოგადად, არტისტია. საინტერესოა, რომ კრეატიულობის და პოზიტიურობის ჩემპიონი რაღაც კავშირს ხედავს ჩემი და ელისის ნამუშევართან, რომელზეც წლები ვმუშაობდით და გულით გვიყვარს", - ამბობს კუპმანსი.

წყალტუბოს NFT-ის შეძენის შემეგ მალევე, ჯიმ ქერიმ მეორე ნამუშევარი შეიძინა, სახელწოდებით: Nuclear Taco Trucks

  • რა არის NFT?

NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ხელმისაწვდომია 2014 წლიდან, ბაზარი მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს და ახლა 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პოპულარული გზა ხელოვნების ციფრულ ნაწარმოებებზე უფლებების შესაძენად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT იყო მაიკ ვინკელმანის ნახატების კოლექცია, იგივე ბიპლი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა