პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მე­რაბ სე­ფაშ­ვილს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და სეფ­სი­სი და­უდ­გინ­და. ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის მე­გო­ბარ­მა და პრო­დი­უ­სერმა გია გო­გო­რიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას და­ა­დას­ტუ­რა. სე­ფაშ­ვი­ლი თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში წევს და მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც მომ­ღერ­ლის მე­გობ­რებ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, დღეს სი­ცხე აღარ აქვს და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გრძელ­დე­ბა...

გია გო­გო­რიშ­ვი­ლი (პრო­დი­უ­სე­რი):

- უკე­თე­სო­ბის­კენ არის, მკურ­ნა­ლო­ბამ იმოქ­მე­და, სი­ცხემ და­უ­წია, სა­ტუ­რა­ცია ნორ­მა­შია და რაც მთა­ვა­რია, პა­ლა­ტა­შია და რე­ა­ნი­მა­ცია აღარ სჭირ­დე­ბა.

ეს კო­ვი­დი არ არის, მაგ­რამ სა­ეჭ­ვოდ დიდ­ხანს ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, თან ისე, რომ სიმპტო­მე­ბი არ ჰქო­ნია, შემ­დეგ უცებ სი­ცხემ აუ­წია და ასე გა­ვი­გეთ, ამან გა­მო­იწ­ვია სეფ­სი­სი. ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ვი­მე­ო­რებ, რაც მთა­ვა­რია, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არ არის.

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე (ივენთ-მე­ნე­ჯე­რი):

- ამ­ჟა­მად მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აპა­რატ­ზე იყო თით­ქოს, რაც ტყუ­ი­ლია. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე ფილ­ტვის ან­თე­ბა აქვს და ამი­ტომ და­აწ­ვი­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. გო­ნე­ბა­ზეა და კონ­ტაქ­ტუ­რია.

კლი­ნი­კა­ში მე­რაბს ტე­ლე­ფო­ნი არ აქვს, გული და ფილ­ტვე­ბი რომ არ და­ე­ღა­ლოს, არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ მას­თან არ მი­სა­უბ­რია. ისე ნორ­მა­ლუ­რად არის, ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი მაქვს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, ვფიქ­რობ, მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
26

რას შეგვჭამეთ ამ ნაცი ტიპის გაცივებით??

123
7

ვივამედში წევს? :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"რეანიმაცია აღარ სჭირდება" - როგორია მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი დაუდგინდა. ინფორმაცია მომღერლის მეგობარმა და პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა. სეფაშვილი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს და მკურნალობას გადის. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მომღერლის მეგობრებმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, დღეს სიცხე აღარ აქვს და მკურნალობის კურსი გრძელდება...

გია გოგორიშვილი (პროდიუსერი):

- უკეთესობისკენ არის, მკურნალობამ იმოქმედა, სიცხემ დაუწია, სატურაცია ნორმაშია და რაც მთავარია, პალატაშია და რეანიმაცია აღარ სჭირდება.

ეს კოვიდი არ არის, მაგრამ საეჭვოდ დიდხანს ჰქონდა ფილტვების ანთება, თან ისე, რომ სიმპტომები არ ჰქონია, შემდეგ უცებ სიცხემ აუწია და ასე გავიგეთ, ამან გამოიწვია სეფსისი. ჯერჯერობით კლინიკაში რჩება. ვიმეორებ, რაც მთავარია, რეანიმაციაში არ არის.

თაკო დოლაბერიძე (ივენთ-მენეჯერი):

- ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობა გრძელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპარატზე იყო თითქოს, რაც ტყუილია. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ჩემი ინფორმაციით, ორივე ფილტვის ანთება აქვს და ამიტომ დააწვინეს საავადმყოფოში. გონებაზეა და კონტაქტურია.

კლინიკაში მერაბს ტელეფონი არ აქვს, გული და ფილტვები რომ არ დაეღალოს, არ არის რეკომენდირებული, ამიტომ მასთან არ მისაუბრია. ისე ნორმალურად არის, ყოველდღიური კავშირი მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვთ ინფორმაცია, ვფიქრობ, მალე გამოჯანმრთელდება...