ავტორი:

მამის მსგავსად, წითური თმა და ცისფერი თვალები - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უმცროსი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

მამის მსგავსად, წითური თმა და ცისფერი თვალები - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უმცროსი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თავიანთი უმცროსი შვილის, ლილიბეტ დაიანას ორ ახალ ფოტოს აქვეყნებენ. ლილიბეტი 4 ივნისს ერთი წლის გახდა.

ფოტოები დიდ ბრიტანეთში, ლილიბეტის დაბადების დღის წვეულებაზეა გადაღებული. გოგონა ძალიან ჰგავს მამას და ჰარის მსგავსად, მასაც წითური თმა და ციფერი თვალები აქვს. ბრიტანულმა ტაბლოიდებმა ბავშვს კბილებიც კი დაუთვალეს და წერენ, რომ პატარას უკვე 6 კბილი აქვს.

გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად მშობლებმა პიკნიკი მოაწყვეს. ფოტოების ავტორი, ჰარისა და მეგანის ფოტოგრაფი, მისან ჰარიმანია, რომელიც წვეულებაზე ცოლთან და შვილებთან ერთად იყო.

მეგან მარკლი ლილიბეტთან ერთად და ფოტოგრაფ მისან ჰარიმანის ოჯახი

პრინცი ჰარი, ოჯახთან ერთად, უკვე ერთ კვირაზე მეტია დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ის თავის სამშობლოს დედოფლის პლატინის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ პატარა ლილიბეტი დედოფალს სწორედ ახლა წარუდგინეს პირველად.

ჰარისა და მეგანის ფოტო დედოფლის საიუბილეო ღონისძიებიდან

აღსანიშნავია, რომ დედოფლის იუბილისადმი მიძღვნილ რამდენიმე ღონისძიებას ჰარი და მეგანი დაესწრნენ, თუმცა ისინი არ ყოფილან საპატიო ლოჟაში უინძორების ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

საინტერესოა ისიც, რომ ძმები, ჰარი და უილიამი მედიის წინაშე ერთად არ გამოჩენილან. ცნობილია, რომ მათ შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა და როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, სწორედ ამიტომ, ისინი თავს არიდებდნენ საჯაროდ ერთმანეთის სიახლოვეს ყოფნას.