უკრაინაში ომის გამო შავ ზღვაში რამდენიმე ათასი დელფინი დაიღუპა, - sky.news-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონის შემსწავლელი მეცნიერები აცხადებენ.
უკრაინის ტუზლივსკი ლიმანის პარკის კვლევის დირექტორის, ივან რუსევის განცხადებით, ცხოველები რამდენიმე ქვეყნის სანაპირო ზოლზე, მათ შორის უკრაინაში, ბულგარეთში, თურქეთსა და რუსეთში გამოირიყნენ.
ივან რუსევი განმარტავს, რომ დელფინები სამხედრო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბომბების და ნაღმების აფეთქებით დაიხოცნენ.
"ომის შედეგად შავი ზღვის დელფინების ბედი ძალიან სამწუხაროა და მათი პოპულაციის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,”- აცხადებს მეცნიერი.