სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს... " - კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
"გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს... " - კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

"IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო” მი­ე­სალ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე­ში შრო­მის ინ­სპექ­ცია ჩა­ერ­თვე­ბა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მზად არი­ან მი­ა­წო­დონ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია.

"რო­გორც არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დი­ა­ლო­გის­თვის და მზად ვართ მი­ვა­წო­დოთ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ზო­გა­დად კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა და რა სირ­თუ­ლე­ებ­თან უწევს გამ­კლა­ვე­ბა კომ­პა­ნი­ას და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა, გა­ყი­ნუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი­სა და ბაზ­რებ­ზე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი წვდო­მის პი­რო­ბებ­ში, ასე­ვე კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც კომ­პა­ნი­ამ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­ნარ­ჩუ­ნა ბორ­ჯომ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი“, - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

ამას­თან, “IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო” გან­მარ­ტავს, რომ თა­ნამ­შრო­მელ­თა 90%-ზე მეტს შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ სა­მუ­შაო ად­გი­ლი და უც­ვლე­ლი დარ­ჩა მათი სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვე­თი.

"შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, მა­შინ რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნეს კომ­პა­ნია სრულ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებ­და, ჩვენ მი­ვი­ღეთ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და, მას­შტა­ბუ­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის ნაც­ვლად, თა­ნამ­შრო­მელ­თა 90%-ზე მეტს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ასე­ვე, უც­ვლე­ლი დარ­ჩა მათი სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვე­თი და კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად არ შემ­ცი­რე­ბი­ათ. შე­იც­ვა­ლა მხო­ლოდ არა­სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბის სის­ტე­მა, თუმ­ცა ის კვლა­ვაც ინ­დუსტრი­ა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კა­ზე უკე­თე­სია. ხაზ­გას­მით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ა­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა უც­ვლე­ლი რჩე­ბა ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად შემ­ცი­რე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს, მათ სრუ­ლად აქვთ მი­ღე­ბუ­ლი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი, ასე­ვე 2 თვი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია, რო­გორც ამას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ითხოვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­ფა­სე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა ირი­ცხე­ბა, ვინც ამ ეტაპ­ზე წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნია მუ­შა­ობს მი­ნი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით, ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში,

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს კომ­პა­ნი­ას სა­მუ­შა­ოდ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აჰ­ყავს.

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს­და კომ­პა­ნი­ას უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აჰ­ყავს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ ეს არის სიც­რუე, პრო­ცე­სე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის მცდე­ლო­ბა და კომ­პა­ნია ბორ­ჯომს არც ერთი ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ და­უ­ქი­რა­ვე­ბია.

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ვა­ცხა­დებთ, რომ სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით სა­უ­ბა­რი და წარ­მო­ე­ბა­ში ჩარ­თულ თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბის მი­მართ აგ­რე­სია. ნე­ბის­მი­ერ მსგავს ქმე­დე­ბას მოყ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით.

ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ და მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნად აღ­ვად­გი­ნოთ წარ­მო­ე­ბა, და­ვიბ­რუ­ნოთ ბაზ­რე­ბი და კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სექ­ტორ­ში სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. ასე­ვე, მი­ვე­სალ­მე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და­რე­გუ­ლი­რე­ბის­კენ გა­დად­გმულ თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს“, - ნათ­ქვა­მია “IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს” მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს... " - კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

"გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს... " - კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

"IDS ბორჯომი საქართველო” მიესალმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქმეში შრომის ინსპექცია ჩაერთვება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მზად არიან მიაწოდონ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, “IDS ბორჯომი საქართველო” განმარტავს, რომ თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შეუნარჩუნდათ სამუშაო ადგილი და უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი.

"შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2 თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს.

რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

გარდა ამისა, კომპანია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კომპანიას სამუშაოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია ბორჯომს არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, - ნათქვამია “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.