ავტორი:

"ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები, ამაყი ვარ... მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა" - რას აცხადებს ვილი სანიოლი ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ?

"ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები, ამაყი ვარ... მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა" - რას აცხადებს ვილი სანიოლი ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთი 5:2 სტუმრად დაამარცხა.

  • ბულგარეთი - საქართველო 2:5

გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 ხრისტოვი (31 საკ. კარში), 1:2 ილიევი (49), 1:3 ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელია (58, პენ), 1:5 ყაზაიშვილი (70), 2:5 სტეფანოვი (83)გამოუყენებელი პენალტი: კვეკვესკირი (90+4)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ტურიცოვი (პოპოვი 64), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (პ. ხრისტოვი 46), ნედელევი (კრასტევი 64), ჩოჩევი, მილანოვი (სტეფანოვი 46), დესპოდოვი, მინჩევი (იანკოვი 64), ილიევი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი 84), კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია (გვილია 75), კვირკველია, აზაროვი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 75), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 68), ზივზივაძე (მიქაუტაძე 68)

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გუშინ ვისაუბრეთ სწრაფი ფეხბურთის თამაშის შესახებ, თუმცა მატჩის წინ ეს მხოლოდ თეორიული საუბარია. ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად მივიჩნევ, რადგან ასეთი მოთამაშეები მყავს. მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ფასეულობები. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა მოთამაშეებმა იციან, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს დინამიკა არ დავკარგოთ. ანალოგიური პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ჩვენს საქმეს სკოპიეში.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდა, რაც ბუნებრივია... გააგრძელეთ კითხვა