ავტორი:

"გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, ბრატისლავაში ვიზიტისას ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს" - პრემიერი

"გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, ბრატისლავაში ვიზიტისას ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს" - პრემიერი

გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ახლახან ვიყავით ბრატისლავაში და ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 'ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს“.

'პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და 4 თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა, რაც არის ძალიან სასიხარულო. ქვეყანაში არის პოზიტიური დინამიკა. შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა. აპრილში არ ველოდით ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს დადებითი დინამიკა და ჯამში 4 თვეში გამოგვივიდა 10,8% ეკონომიკური ზრდა. სრულად აღდგენილია ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. ჩვენი ქალაქები სავსეა ტურისტებით და ეს გვახარებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე იზრდება ექსპერტი.

'ბიზნესის ბრუნვა არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ისევე, როგორც მთლიანი ბიზნეს სექტორი და შეადგინა 38,6 მილიარდი ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც 8,2%-ით გაზრდილია ბიზნეს სექტორში და ეს არის დაახლოებით 50 000. საშუალო ხელფასის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი.

ასევე გეტყვით, რომ სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე არის ჩამოსული - 17,5% შეადგინა და ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის, გეტყვით, რომ 2010 წელს სიღარიბის დონე იყო 38%, ხოლო 2012-ში, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, იყო 34%. ეს არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

მაგალითად, თურქეთში ინფლაცია იყო 73%. ევროპაში ის არის პიკზე - თითქმის ყველგან ის ისტორიულ მაქსიმუმზეა, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში. მოლდოვაში, ჩვენს კოლეგა ქვეყანაში არის 27%. ესტონეთში 18%, რუსეთში 17%, ბელარუსში 16%, მეზობელ ქვეყნებშიც ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა - აზერბაიჯანში 12,8%, ხოლო სომხეთში 9%-მდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: