რეჟისორ თემურ ჩხეიძეს 9 ივნისს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს, 12:00-15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.